არქივი

რა დავარქვათ ქართულ ფულს?

b5229093f882
ისტორიული მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს 1833 წლის ჩათვლით ჰქონდა საკუთარი ფული.
d5e803345868
საქართველოს ისტორია იცნობს ფულის მიმოქცევის დარგში გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და რეფორმებს, იცვლებოდა მონეტის სახე და ფორმა, ფულადი მასალა, სინჯი, მოჭრის წესი და სხვა. აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც ფულად-სამონეტო საქმესაც შეეხო (ვერცხლი შეცვალა სპილენძის მონეტამ), რუსუდან დედოფლის ღონისძიებები, ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული შეიცავდა „თეთრი გარიგების“ სპეციალურ კარს, რომელშიც გათვალიწინებული იყო ფულის მოჭრის პროცედურა და წესები.
ფულის მიმოქცევის დარგში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ერეკლე მეორემ (1804-33 წ.წ. ) მიმოქცევაში იყო რუსულ-ქართული მონეტები. საქართველოში იბეჭდებოდა „ქართული თეთრი“ (ვერცხლისა) და „ქართული ფული“ (სპილენძისა).
კაპიტალიზმის საერთო კრიზისის ეპოქაში გაუქმდა ოქრო- მონეტური სტანდარტი (1928-33 წლებში) და კაპიტალისტური ქვეყნების უმრავლესობა გადავიდა ქაღალდის ფულისა და ბანკნოტების მიმოქცევაზე.
b5229093f882
ოქროს დოლარი ბანკნოტმა შეცვალა და ამჟამად მიმოქცევაშია:
ა) 100-50-20-5 და 2 დოლარიანი ფედერალური სარეზერვო ბილეთები;
ბ) 10-5-2 და 1 დოლარიანი ვერცხლის სერტიფიკატები;
გ) 5 და 2 დოლარიანი სახაზინო ბილეთები (გრინბეკები);
დ) 1 და ½-დოლარიანი ვერცხლის მონეტები; ¼, 1/10 დოლარიანი და 5-2 და 1 ცენტიანი სპილენძის მონეტები.
ლირა, როგორც ფულადი ერთეული იტალიაში უდრის 100 ჩენტეზიმოს, ხოლო თურქეთში – 100 ყურუშს (პიასტრს).
41edc5971682
მანეთი არის რევოლუციამდელი რუსეთისა და სსრკ-ის ფულის ერთეულის „რუბლის“ ქართული სახელწოდება, რომელიც გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანულ, თურქმენულ, სპარსულ, სომხურ და სხვა ენაში.
პირველი საბჭოთა მანეთი სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის სახით გამოშვებული იქნა 1919 წელს, 1924 წელს- 1, 3, 5 მანეთის სახელმწუფო სახაზინო ბილეთები და ვერცხლის მანეთიანი (18 გრამი წმინდა ვერცხლი).
1937 წლიდან დაწესდა მანეთის კურსის განსაზღვრა ამერიკული დოლარის ბაზაზე (1 დოლარი – 0.888671 გ. წმინდა ოქრო უდრიდა 5 მანეთს და 30 კაპიკს)

1961 წლიდან ფასების მასშტაბის გადიდებასთან ერთად მანეთის ოქროს შემცველობა განისაზღვრება 0,987412 წმინდა ოქროთი.
ზემოთ ფიქსირებული აშკარა სიცრუეა, რადგანაც საბჭოთა მანეთზე არსად არ არის აღნიშნული, რომ ოქროს შემცველობა განისაზღვრება გარკვეული რაოდენობის წმინდა ოქროთი და ამრიგად იგი წარმოადგენს არა ფულს
de05be3ff9dc

(ვალუტას), არამედ ფარატინა ქაღალდს, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ე. წ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
170703d38a1e
რადგანაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკამ უნდა მოჭრას საკუთარი ფული, რომელიც მსოფლიო ქვეყნების ფულად სისტემაში შევა;
ქართულ პრესაში დიდი ხანია სერიოზული სჯა-ბაასია, თუ რა უნდა დაერქვას ქართულ ფულს.
ასე, მაგალითად, ავტორები – ზურაბ სარჯველაძე და გოჩა ჯაფარიძე გვთავაზობენ, რომ ხურდა ფულს დაერქვას – „მწულილი“, ხოლო მანეთს – „რვალი“.
ბატონი ნ. ჯავახიშვილის სურვილია, რომ „ქართულ ბანკნოტს ეწოდოს არა „ქართული თეთრი“, არამედ მოგვიანო ხანის „მარჩილი“ ან სახელდახელოდ შექმნილი „ქართი“ (ვთქვათ, ფრანგული „ფრანკის“ ანალოგიით), ხოლო ქართულ მონეტას, ხურდა ფულს – ძველი ხმარების – „კერმა“.
64bf48a99041

ბატონი კორნელი დანელიას სურვილია, რომ დღევანდელი კაპიკის ექვივალენტი ერთეულისათვის იყოს – „მწვლილი“, ხოლო ბანკნოტისათვის – „დრამა“.

აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე მსხვილი ფულის ერთეულად გვთავაზობს „მარჩილს“.
მე სავსებით ვეთანხმები გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1991 წლის 4 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ თვალსაზრისს, რომ ქაღალდის ფულის ერთეულს ეწოდოს „ლარი“, ხოლო წვრილი ფულის ერთელს „მარჩილი“ და გამოშვებული იქნეს ქართული ფულის სახაზინო ბილეთები 1-2-3-5-10-25-50-100-200-500 „ლარის“ სახელწოდებით, ვერცხლის მონეტები ½-1 ლარის სახელწოდებით და 1-3-5-10-15-20- „მარჩილის“ სახელწოდებით სპილენძის მონეტები.

manowar

I'm new here
Back to top button