არქივი

ვარდნა 31 კმ სიმაღლიდან…

3d6615064f27
მეოცე საუკუნის 50_იან წლებში სამხედრო ავიაცია ახალ სიმაღლეებს იპყრობს,მათი ფრენის სიმაღლე უკვე მრავალ კილომეტრზე ადის.აშშ_ის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელებს ახალი პრობლემა გაუჩნდათ-ხშირი იყო ავიაკატასტროფები,რასაც პილოტთა შორის მსხვერპლი ახლდა.მართალია ამ დროს პარაშუტი აქტიურად გამოიყენებოდა და კატაპულტირებაც ხდებოდა,მაგრამ ყოველივე ეს დახვეწას მოითხოვდა.

ამიტომ იქმნება პროგრამა “ექსელსიორი”.ამ პროგრამის მიზანი იყო რაც შეიძლება დიდი სიმაღლეებიდან პარაშუტით დაშვება.ამ მიზნით საწყის ეტაპზე იყენებდნენ მანეკენებს,შედეგები კი ძალიან ცუდი იყო-მაღალი სიმაღლიდან ვარდნის დროს წნევის ზემოქმედებით მანეკენი წუთში 200 ბრუნს აკეთებდა-ეს კი ადამიანისთვის დამღუპველი იქნებოდა.

მეორე ეტაპზე დაიხვეწა ზოგიერთი რამ და უკვე გადაწყდა რომ ამ ეტაპზე ადამიანი გადმოხტებოდა პარაშუტით.ეს მისია საკუთარ თავზე იტვირთა ამერიკელმა პილოტმა ჯოზეფ კიტინგერმა.

cccd7e3559b8

კიტინგერს სტრატოსტატის (სტრატოსტატი არის გასაბერი აპარატი,რომელიც სპეციალურად გამოიყენება სტრატოსფეროში საფრენად,სტრატოსფერო კი საკმაოდ მაღლაა) მეშვეობით აიყვანდნენ რამდენიმე კილომეტრ სიმაღლეზე და შემდეგ მოხდებოდა ვარდნა.

სტრატოსფერო

ფოტო

3a32922516cf

0f9f643ac161

სტრატოსტატი

3340144edec9

0255fd8d91af

პირველი ვარდნა მოხდა 1959 წელს 23 300 მეტრ სიმაღლიდან, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. კიტინგერმა გონება დაკარგა,შემდეგ პარაშუტი გაიხსნა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

მიუხედავად ამისა, კიტინგერი გაჩერებას არ აპირებდა და 1959 წის ბოლოს ის ისევ გადმოხტა, ამჯერად 22 760 მეტრ სიმაღლიდან.

1960 წლის 16 აგვისტოს პროექტის ფარგლებში მოხდა ბოლო ვარდნა პარაშუტით.ამჯერად კი სიმაღლე სარეკორდო იყო-31 300 მეტრი.კიტინგერმა ამ მისიასაც წარმატებით გაართვა თავი.ვარდნა ხდებოდა 4 წუთი და 36 წამი,მაქსიმალური სიჩქარე 988 კმ/სთ_ს აღწევდა.
კიტინგერმა ამით რეკორდი დაამყარა,რომელსაც კიდევ დიდი ხანი არ უწერია განმეორება.

618b0a294698

4247cd2308cd

b13c06c62f31

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button