გართობაუცნაური

სიზმარი – აქტიური ქვეცნობიერი / ანუ ვარ თუ არა მკვლელი :)

c535893c9fab

ამბობენ, რომ სიზმარი აქტიური ქვეცნობიერის შედეგია, რომელიც უამრავ ფანტაზიას იწვევს და ღამე, როცა ცნობიერი იძინებს, ის მაშინ იწყებს მუშაობას და გვაიძულებს ვუყუროთ მის მიერ გამოგონილ კადრებს.

ზოგი სიზმარს მინიშნებებად თვლის, რადგან ქვეცნობიერში საკუთარ თავზე დამალული ინფო ინახება, რომელსაც სიზმრის სახით გვახსენებს თვითონვე. სიზმრის მოვლენა დღემდე ვერავინ ახსნა, ამიტომაც მეცნიერებს შედარებით ნათელი ნახატი რომ ჰქონოდათ, გადააბრალეს ამოუცნობ ქვეცნობიერს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დასაშვებია ახსნა სიზმარი – ქვეცნობიერის ნაყოფი, თუმცა მეორე მხრივ ყოველთვის გაჩნდება კითხვა, არის კი ის ნამდვილად ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენივე ქვეცნობიერიდან ნაწარმოები? თუ არსებობს ქვეცნობიერზე მეტად აუხსნელი რამ, რაასაც ემორჩილება ჩვენი სიზმრები?

ქვეცნობიერი დამალული “მე”-ა. დავუშვათ, რომ სიზმარი დამალული “მე”-ს ნაყოფია, ამ ლოგიკით და ჩემი სიზმრით თუ ვიმსჯელებთ, მე მკვლელი ვარ.

სიზმარი N -1

თვეობით მესიზმრება, თუ როგორ ვკლავ ადამიანს სასტიკი წამებით და როგორ გავრბივარ დანაშაულის ადგილიდან
მანქანით. (არ დავკონკრეტდები მოკვლის დეტალებით, არც ისე სასიამოვნოა :D ) სიზმარი არის ფერადი და აბსოლუტურად აღქმადი, ანუ რეალურის ეფექტით. როცა მეღვიძება, ცოტა ხანი მჭირდება სიზმრიდან ჩემს ოთახში დასაბრუნებლად. ამ ყველაფერს არ მინავიჭებდი არანაირ მნიშვნელობას, რომ არა კიდევ ერთი დამატებითი გარემოება. სიზმრიდან გამოყოლილი ლექსები, მე არ ვიცი ამ ლექსზე როდის ვიმუშავე, მე არასდროს მიფიქრია ჩემი ლექსების რითმებზე, არასდროს მიმუშავია მის მხატვრულ სახეზე :) მე ვკითხულობ უკვე დაწერილს და ლექსად შემდგარს :)
ლექსის წერის პროცესი ( სავარაუდო – რადგან როცა აზრზე მოვდივარ მონიტორზე გაშლილი ვორდის Fაილს და დაწერილ ლექსს ვუყურებ უკვე :D ),ალბათ, ადგომისას ეგრევე ვრთავ კომპს და ვბეჭდავ :)

ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ასე სიზმრიდან გამომყვა არის ეს >

მკვლელი ვარ! / საკუთარ თავს

მკვლელი ვარ!
ბოლომდე შევიგრძნობ სიცივეს
ღიად დარჩენილი მოკვდავის თვალების,
თილისმად შემომრჩა სუნთქვები მისივე
და მძივი ავიწყვე ხერხემლის მალებით..

მკვლელი ვარ!
აღქმებში ვიტოვებ შიშნარევ,
დანაზე არეკლილ ცოდვიან მზერასაც,
კივილით ებრძოდა სიკვდილის მინარევს,
უთუოდ ხელიდან დასხლტომა ეწადა…

მკვლელი ვარ!
მოვკალი, ავკუწე, დავმარხე,
ახლა, ველოდები ღამეულ კოშმარებს,
ყველა მაღვიძარა ლოდინზე მოვმართე
და ვუწერ წმინდა წიგნს ხელახალ ოთხთავებს..

მკვლელი ვარ!
მოვდივარ ნახმარი ნიჩბით და
ხორცის ნაწიბურებს გავარჩევ მიწისგან,
ღამე ერთგულია ნაკვალევს მიბინდავს
და მათავისუფლებს გონებრივ ბიწისგან…

მკვლელი ვარ!
წინ მელის უგრძესი სიცოცხლე,
დანაკლულს შემივსებს მალების ჩხარუნი..
ახალი ოთხთავის სიტყვებით ვიწოდე –
ცოდვილი უკვდავი სისხლით დაფარული!

ასევე არის კიდევ ერთი სახის სიზმარი, რომელიც ასევე თვეობით მესიზმრება და კიდევ ძალიან ბევრი ლექსი, რომლებიც სიზმრიდან გადმომყვა, მაგრამ ახლა იყოს მხოლოდ ეს :))))))

ელ იენ

corpse bride

gamacocxles da ....

მსგავსი ამბები

Back to top button