არქივი

ჩემი ლამაზი სახე

686d200c0bd0

ის იყო განსაცვიფრებელი, არაჩვეულებრივი გარეგნობის მქონე გოგონა, რომელსაც კარიერაში უკვე საკმაო წარმატებები ჰქონდა და წინ უფრო დიდი მომავლის იმედით იყურებოდა. მას ქეით ფაიფერი ჰქვია.

25 წლისას ყველაფერი ჰქონდა, სამსახური, სილამაზე, მისი გარეგნობა ფაქტიურად გასაღები იყო იმ გზის, რომელიც მან აირჩია. მუშაობდა ტელევიზიაში, იყო მოდელი. ქეითმა აღმოაჩინა, რომ სიყვარულიც იპოვნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი ახალი რომანი საკმაოდ საშიში იყო, რომ მისი ბოიფრენდი გამუდმებით ცდილობდა გოგონას მართვას და ქეითმა სცადა მისგან წასულიყო, სწორედ ამ ნაბიჯმა ალბათ მისი მთელი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა.
82ef38486b57

bf3c5bb27ad1

880884369913

ერთ დღეს ლონდონის საკმაოდ ცნობილ ქუჩაზე ქეითს დახვდა ვიღაც ბიჭი,რომელსაც ხელში ქილა ეჭირა და პირდაპირ გოგონასაკენ გამოემართა. ქეითმა როცა ბიჭი დაინახა, ხელში ჩაბღუჯული ქილით, იფიქრა, რომ მათხოვარი იყო, არც დაფიქრებულა ისე წაიღო ხელი ჩანთისაკენ ფულის ამოსაღებად და ამ დროს შემზარავი ფაქტიც მოხდა.
92d36ec0ca3e

ამ ბიჭმა ქეითს სახეში მჟავა შეასხა და გაიქცა. ეს 2008 წლის 31 მარტი იყო. ქეითი გაიქცა და იქვე მდებარე კაფეში შევარდა დახმარების სათხოვნელად, მალე კი საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამის შემდეგ კი, ის და თეთრი კედლები განუყრელი მეგობრები გახდნენ.

349b6e402af9

ასე გამოიყურებოდა ქეითი საავადმყოფოში მიყვანის დროს.
a2bf446a04c6

6845d6e44bff

f3384fa91a7d

5d718fa41fa0

თუ რას ფიქრობს ქეითი, რას გრძნობს, რატომ მოხდა ეს დანაშაული და ვინ იყო დამნაშავე ეხლავე შეიტყობთ.

7a88fbf45c54

ეს არის ის კაცი, ვინც სცადა ქეითის ცხოვრების დანგრევა, 33 წლის Danny Lynch – მისი ბოიფრენდი, გოგონამ იგი Facebook-ის წყალობით გაიცნო და 2 კვირის განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ. ორი კვირის განმავლობაში ქეითმა გააანალიზა, რომ ეს არ იყო ის პიროვნება, ვინც მას სჭირდებოდა ცხოვრებაში, ამიტომ ჩამოციელბა სცადა, თუმცა დენმა ეს სეურაცხყოფად მიიღო და საშინლად გაბრაზდა. ქეითი სცემა, ძალა იხმარა, გააუპატიურა, თუმცა შემდეგ უდანაშაულო კრავივით აქვითინდა, ვითომ დანაშაულს ნანობდა, ისე დაიჭირა თავი. ქეითმა უთხრა, რომ მომხდარის შესახებ არავის დაელაპარაკებოდა და მიუტევებდა შეცდომას.
ამ შემთხვევის შემდგომ ქეითი გაიქცა, მარტო გაატარა რამოდენიმე დღე ბინაში, მაგრამ დენი გაცერებას არ აპირებდა, ყოფილ შეყვარებულს მეილზე წერილებს უგზავნიდა. მერე კი მისწერა, რომ აღარ შეაწუხებდა, ერთი პირობის შესრულების სანაცვლოდ, ეს პირობა კი კაფეში მისვლა იყო, ქეითიც დასთანხმდა და თითქოს შეხვედრაც ჩვეულებრივ უნდა შემდგარიყო. გოგონა დანიშნულ ადგილას მივიდა, დენმა ტელეფონით გამოჰკითხა თუ სად იდგა და რა ეცვა, ეს ინფორმაცია მას კი არა, მის მეგობარს 19 წლის Stefan Sylvestre-ს ჭირდებოდა,
3f47404c0204

რომელმაც როგორც ზევით წაიკითხე თავისი საქმე შეასრულა. ამასთანავე გამოგვრჩა ის მომენტი, რომ ბიჭის მიახლოვების დროს, ქეითი ტელეფონზე სწორედ დენთან ლაპარაკობდა. როცა ქალს მჟავა სეესხა სახეზე, დენმა უთხრა, რომ ის არასოდეს გაჩერდებოდა.

ქეითს ახსოვს, თუ რას გრძნობდა, როდესაც მჟავა შეესხა:
,,მე ვიწვოდი, დიახ ვიწვოდი და მაშინ გავიფიქრე, იქნებ ის მხოლოდ რაღაც თამაშს მეთამაშება? შემდეგ კი იყო საშინელი სიცხე და უკვე ვიცოდი, რომ ცემი სახე დნებოდა, მხედველობას ვკარგავდი თანდათან. მე მახსოვს, რომ ხმაც აღარ მესმოდა, ძალიან დაბალი ხმა მოისმოდა მხოლოდ შორიდან, და გავიფიქრე, მინდა ეს ხმაც შეწყდეს, და გავაანალიზე, რომ ეს დაბალი ხმა იყო ჩემი კივილის ხმა.

მჟავამ ქეითის კანის ყველა შრე დაწვა, მან მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო და დაბრმავდა მარცხენა თვალით. თავდაპირველად ექიმებიშეეცადნენ ქეითის სახე შეენარჩუნებინათ, მაგრამ რადგანაც ეს არ მოხერხდა, იძულებულნი გახდნენ ხელოვნური კანი გამოეყენებინათ.
ქეითმა 32 ოპერაციაზე მეტი გაიკეთა და პლასტმასის დამწოლ მოწყობილობას 6 თვის განმავლობაში ატარებდა დღეში 23 საათის განმავლობაში.
შესაძლოა დამნაშავემ მიზანს მიაღწია, მაგრამ ქეითს კვლავ აქვს შიში, რომ შეიძლება იგი კიდევ იყოს სამიზნე.
დამნაშავეებს რაც შეეხება Danny Lynch-ს 16 წელი მიუსაჯეს, ხოლო მის მეგობარს 12.
ქეითი: ჩემი ცხოვრება უკიდურესობებითაა სავსე. მე ვცხოვრობდი ისე, რომ ყველა აღფრთოვანებით მიყურებდა, მამაკაცები თავზე მეხვეოდნენ, ქალები ჩემზე ეჭვიანობდნენ. ახლა კი გადავხედოთ მეორე უკიდურესობას, მე დავდივარ მეორე მხარეს, ხალხი განიხილავს ჩემს გარეგნობას, ეშინიათ ჩემი, დამცინიან, ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ: ეს ხომ სიგიჟეა! რატომ, – როგორ შეუძლია საზოგადოებას ასე აღმიქვას მე? რატომ განმასხვავებენ ადამიანები დანარჩენებისგან ასე? მე მინდა ვაჩვენო ხალხს, რომ დიდი იქნება თუ პატარა, ყველას შეუძლია მიაღწიოს ცხოვრებაში რამეს, მთავარია არ მისცე საშუალება რაღაცას, რომ დაგანგრიოს, წინ აღგიდგეს.

ade85b7a7143

96d670b93a1e

14284d9d587d
ეს არის ის პლასტმასი, რომელიც მას ეკეთა ხოლმე.

69d5e21e226a

13c4311076cf

f8d2c13ae265

9f8bfe0a0224

eb1d0b000296

ქეითით  დაინტერესებულმა ადამიანებმა  ამ ვიდეოებში შეგიძლიათ იხილოთ მისი ცხოვრება

მსგავსი ამბები

Back to top button