არქივი

კინოფილმები (ნაწილი მეორე)

center

წინა სტატიაში ვისაუბრე კინოფილმების განვითარების ისტორიაზე. მონტაჟზე და დუბლირებაზე მინდა შემოგთავაზოთ სტატიის გაგრძელება..

დუბლირება
მუსიკა და სხვა ხმოვანი კომპონენტები ფილმს მას შემდეგ ემატება, რაც მისი მონტაჟი დასრულდება. ხშირ შემთხვევაში მუსიკა ფილმში მოძრაობის სინქრონულად უნდა მიმდინარეობდეს. ასე რომ, მუსიკოსები ჩანაწერს აკეთებენ სადუბლიორო სტუდიაში, რომელიც კინოპროექტორითა და ეკრანითაა აღჭურვილი. მუსიკალური რეჟისორი ბგერისა და ეკრანზე გამოჩენილი გამოსახულების სინქრონიზაციას უზრუნველყოფს. მუსიკის გარდა, ამ ეტაპზე ფილმს უამრავი სხვა ბგერითი ეფექტიც ემატება, ვინაიდან სტუდიაში ბევრად უფრო იოლია რეალისტური ან უფრო დრამატული ბგერების მიღება, ვიდრე სხვაგან. მაგალითად, საბრძოლო სცენების გადაღება ხშირად, ხმოვანი ეფექტის გარეშე ხდება, იგი შემდეგ სტუდიაში ემატება. როდესაც ბგერითი ეფექტი ჩაწერილია, მზადდება ნეგატივი და იბეჭდება საკონტროლო პოზიტივი, რომელზედაც გამოსახულება და ფონოგრამა ერთ ფირზეა მოთავსებული. ამ ეტაპზე ყურადღებით მოწმდება ფილმის ინტენსიურობა და ფერთა ბალანსი.

ეფექტები
center

თანამედროვე ფილმებში, “ჰარი პოტერში” არსებული სპეც–ეფექტები, კომპიუტერზე დამუშავებულ ანიმაციებსა და ბუნებრივი მოძრაობის ამსახველ კადრებს წარმოადგენს.

კომპიუტერული ანიმაციის გამოგონებამდე მულტიპლიკაციური ფილმები სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოძრაობის ცალკეული, თანმიმდევრული ფაზების გადაღებით იქმნებოდა. მულტიპლიკაციური კინო ეკრანზე ნახატი სხეულების მოძრაობის ილუზიას ქმნიდა. მულტიპლიკაციური ფილმი კადრობრივი გადაადგილების მეთოდით ფიქსირებული ბრტყელი გრაფიკული პერსონაჟების წინასწარ დამზადებულ სერიას წარმოადგენდა.

კინოპროექტორი

კინოპროექტორი ეკრანზე კინოფილმების დასაპროექციერებელი აპარატია, რომელიც ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ კადრებს ეკრანზე ამავე სისწრაფის სიხშირით აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტი მოძრაობის წარმოდგენის შესაქმნელად წამში 24 კადრი საკმარისია, კომფორტულად ყურებისთვის იგი საკმაოდ ნელია და შესამჩნევ ციმციმს წარმოქმნის. ამ მიზეზის გამო, კადრობრივი გადაადგილების დროს ხდება სინათლის ნაკადის გადახურვა სპეციალური საკვალთით–ოპტიუარატორით, რომელიც წყვეტილი მოძრაობის მექანიზმთან სინქრონულად მუშაობს და მაყურებლისათვის კადრის გარკვეული სიჩქარით მოძრაობას შეუმჩნეველს ხდის. პროფესიული კინემატოგრაფიის ყველა კინოპროექტორი ხმოვანი ფილმების სადემონსტრაციოდ არის განკუთვნილი. რაც შეეხება მოყვარულთა კინომატოგრაფიის კინოპროექტორებს, ისინი არახმოვან კინოფილმებს აპროექცირებენ. კინოკადრების გამოსახულებათა დასაპროექცირებელი ბრტყელი ან მრუდხაზოვანი ზედაპირის ყოველი უბნიდან არეკლილი სინათლის სხივები მაყურებლისკენ არის მიმართული და ერთნაირად აღიქმება.

ავტომატური კინოპროექტორი
ფილმის ერთი კოჭა, რომელიც, თითქმის, 1800 მეტრ კინოფირს მოიცავს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გრძელდება და საკმაოდ ძნელია მისი კინოპროექტორზე მორგება. ამასთანავე, ძალიან გრძელი ფილმები ყოველთვის ორი ან მეტი ფილმის კოჭით იყო უზრუნველყოფილი და უწყვეტი ჩვენების მისაღებად მისი ჩანაცვლება იყო საჭირო. დღეისათვის, თანამედროვე კინოთეატრების უმეტესობა ავტომატური აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ფილმის უწყვეტ ჩვენებას უზრუნველყოფს. ჰორიზონტალური ლითონის ფირფიტა 7 500 მეტრი სიგრძის ფილმის კინოფირს იტევს და ერთი კინოპროექტორის გამოყენებით, დაახლოებით, ოთხსაათიანი კინოჩვენების უზრუნველყოფა შეუძლია.

სტატია შედგენილია ჩემს მიერ!

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button