გასართობისაკითხავისასარგებლო

“შავი ჩემოდანი”

6481a27000da

შავი ჩემოდანი, იგივე ბირთვული ბერკეტი

“შავი ჩემოდანი” ეს იმ ქვეყნების პრეზიდენტების პირადი საკუთრებაა რომელ ქვეყნებსაც ბირთვული იარაღი გააჩნიათ. არჩევნების შემდეგ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ ნივთს შემდგომ პრეზიდენტს გადასცემს. მისი გასაღები მხოლოდ ქვეყნის მთავარსარდალს აქვს. ეს გასაღები ჩემოდნის გასაღებად არ არის. ეს გასაღები არის იმ კომპიუტერისთვის (მართვის პულტისთვის) რომელიც ჩემოდანშია მოთავსებული და შეიცავს ქვეყნის შეიარაღებაში არსებული ყველა ბირთვული იარაღის შიფრს. ეს შიფრი არის მხოლოდ რაკეტის ავტონომიურ იზოლირებულ კომპიუტერში და შავ ჩემოდანში (ამიტომ მათი გააქტიურება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია) გასაღების ერთი შემოტრიალება საათის ისრის მიმართულებით და ყველა ბომბი საბრძოლო მზად ყოფნაშია, შემდეგ ხდება ბომბის ამორჩევა, კოორდინატების შეყვანა და ღილაკი “დარტყმა” (ამ ღილაკზე ხუმრობდნენ ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსები მაგრამ ბევრი ვერ მიხვდა თუ რა წითელ ღილაკზე იყო საუბარი) ეს ჩემოდანი პრეზიდენტს ყოველთვის თან დააქვს. ის უფროს ოპერატორს აბარია და სადაც პრეზიდენტი წავა ვალდებულია იქ წაიღოს, ნებისმიერ ქვეყანაში.(ამ კეისით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამშვებ პუნქტან დაკავშირება)

6815da095933

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close