არქივი

ათენი

86fd4ed2099d

შუა საბერძნეთში ატიკის ოლქში მდებარეობდა ქალაქი ათენი, სადაც მოსახლეები ძირითადად მეცხვარეობას მისდევდნენ. ათენი ატიკის მთავარი ქალაქი იყო მაგრამ დროთადრო მან გავლენა მთელ ატიკაზე მოიპოვა. ათენის ცენტრს აკროპოლისი წარმოადგენდა სადაც ომიანობის პერიოდში ხალხი თავს აფარებდა. აკროპოლისის ცენტრში იყო აგორა სადაც სახალხო კრება იყო ხოლმე. ქრისტესშობამდე VII საუკუნეში ათენს არისტოკრატია მართავდა და როდესაც დეოსი ანუ უბრალო მოქალაქე მათგან ფულს ისესხებდა და ვერ გადაუხდიდა მონობაში იყიდებოდა, რათქმაუნდა ათენს გარეთ. ამას დაემატა სასტიკი კანონები რომელიც მმართველმა დრაკონმა დაამყარა და ამიტომ მცირე დანაშაულისთვისაც ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. ერთხელ როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, სიკვდილით დასჯა ღირსეული საჯელია მცირე დანაშაულისთვის,ხოლო მცირე დანაშაულისათვის მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.

ათენის დემოსები დაუპირისპირდნენ არისტოკრატებს. არისტოკრატები კი შიშით დათმეს. შემდეგ კი არეოპაგმა ღარიბ არისტოკრატს სოლონს დაავალა რეფორმების გატარება.

სოლონის რეფორმები ასეთი იყო. მან აკრძალა მონათვაჭრობა და გამოისყიდა ყველა უცხოეთში გაყიდული მონა, ასევე დაურიგა მათ მიწები. მონა მხოლოდ არაბერძენი უნდა ყოფილიყო. სოლონმა ასევე თავისი კანონები გამოაქვეყნა დიდ ფიცრებზე ქალაქის ცენტრში.

კიდევ ერთი და უფრო უკეთესი აღზევება დემოსისა იყო კლისთენეს პერიოდში. სადაც ათენი 10 დემად იყო დაყოფილი და დემოსები უფრო მეტნი იყვნენ.

დემოსის საბოლოო გამარჯვება ასოცირდება პერიკლესთან. მის პერიოდში ყველაფერს დემოსი წყვეტდა და იყო ფარული და ღია კენჭისყრა და მიუკერძოებელი სასამართლო სადაც განსასჯელმა არ იცოდა მოსამართლის ვინაობა. ადვოკატი არ არსებობდა , განსასჯელი თავს ან თვითონ იცავდა ან ნათესავი. მაშინ ქალები და მონები სპარტასგან განსხვავებით სრულიად უუფლებონი იყვნენ. სპარტაში კი ქალებს ოდნავ პატივს სცემდნენ რადგან ისინი ქვეყანას მეომარ ვაჟებს უზრდიდნენ. ამ დროს შემოვიდა თენში პირველი ხელფასი.

ასეთი მმართველობა იყო ათენში მაგრამ ნუ დავივიწყებთ არისტოტელეს სიტყვებს სადაც ის ამბობს:”მონარქია შეიძლება გადავიდეს ტირანიაში, არისტოკრატია ოლიგარქიაში ხოლო დემოკრატია ოხლოკრატიაში.”

წყარო: ზოგიერთი ჩემი მასალა.

მსგავსი ამბები

Back to top button