არქივი

უცნაური თავის ქალები

sculpt

მსოფლიოში ბევრ ერს აქვს ერთი შეხედვით უცნაური ადათი – თავის დეფორმაციის ტრადიცია. სხვადასხვა მეთოდებით ახერხებენ იმას, რომ თავის ქალა ღებულობს საოცარ და არაბუნებრივ ფორმებს. ამას მცირე ასაკიდან აკეთებენ, ვინაიდან თავის ქალას ძვლები ადრეულ ასაკში არის შედარებით რბილი და ძალზე ნელა იზრდება.

ქვედა სურათებზე ჩანს როგორ მოდაშია დეფორმირებული თავის ქალები კონგოს, სუდანის წყნარი ოკენის კუნძულების მცხოვრებლებში.

congo1

congo2

congo4

ამ სურათზე კარგად ჩანს როგორ ახვევენ ბავშვს თავის გარშემო ზონრებს.

როგორც არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ ასეთი დეფორმაციები საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა ჩრდ და სამხრ. ძველ ამერიკაში – მაიას ტომში, აცტეკებში.

დამახასიათებელია, რომ ზოგიერთ ადგილას თავის ქალების დეფორმაციას ჰქონდა მასიური ხასიათი – მაგ, კუნძულს ჰაინაზე (იუკატანის ნახევარკუნძულთან, მაიას კულტურა) ნაპოვნი თავის ქალების უმეტესობა დეფორმირებული იყო.

იგივეს ვხვდებით სამხრეთ ამერიკაშიც – ჩავინის, ლაურიკოჩას, პარაკასის, ნასკას, პუერტო-მოორინის, ინკების კულტურაში

sculpt

ეს ტრადიცია ინდიელთა ზოგიერთ ტომში დღესაც არის

peru2

არის ვერსია, რომ კუნძულ პასხაზე ნაპოვნი კერპების თავის ქალებიც ასეთ კატეგორიას განეკუთვნება და მათ თავზე გამოსახული Qუდები სინამდვილეში შესაძლოა თმების სიმბოლური აღნიშვნა და მის ქვეშ დეფორმირებული თავსი ქალაა.

moai02

როგორც ვხედავთ – თავის ქალას დეფორმაციის ტრადიციას ფართო არეალი ჰქონდა

ისმის ლოგიკურ იკითხვა – რაში სჭირდებოდათ ასეთი უცნაური ტრადიცია, მით უმეტეს, რომ თავის ქალას ასეთი დეფორმაციები შეიძლება მუდმივი თავის ტკივილების მიზეზი ყოფილიყო და შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნა ჯანმრთელობისათვის.

ოფიციალურ ისტორიას არა აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ფიქრობენ, რომ საქმე აქვს რაღაც საკულტო ადათს – გაურკვეველი მოტივაციით. ზოგიერთი მეცნიერ იფიქრობს, ასეთი დეფორმაციები შესაძლოა იწვევდნენ ცვლილებებს თავის ტვინში და ადამიანის ქცევის შეცვლას.

არსებობს ფანტასტიური ვერსიაც – თითქოსდა ინდიელები ბაძავენ არამიწიერ ცივილიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ოდესღაც სტუმრობდნენე ამერიკის კონტინენტს, მით უმეტეს რომ გვაქვს საინტერესო კოსმოსური ნახატები ნასკაში და ასეთი დეფორმაციები მრავლადაა სწორედ ნასკას მიმდებარე ინდიელებში.

გარდა ამისა ნაპოვნია თავის ქალებიც, რომლებიც უკვე ნაკლებად ჰგავს ადამიანის თავის ქალას.

perun1

ch01

ch02

ეს ქალები გადაიღო ფოტოზე რობერტ კონნოლიმ და გამოაქვეყნა 1995 წელს.

გარდა ამისა არ შეესაბამება ადამიანის თავის ქალას არა მარტო ფორმა არამედ მოცულობაც – ის 2-ჯერ მეტი მოცულობისაა ვიდრე ადამიანსი თავის ქალა, რაც ყოვლად წარმოუდგენელია.

მართალია ადამიანებში ვხვდებით დაავადებებს გაზრდილი თავის ქალას მოცულობით, მაგრამ ასეთი ადამიანები ვერ აღწევენ იმ ზრდასრულ ასაკს, რომელიც ამ ფოტოზე გამოსახულ ქალებს შეესაბამება.

***
ძველ ინდიელებში იყო კიდევ ერთი ტრადიცია – ეს იყო თავის ქალას ტრეპანაცია (თავის ქალას ძვლების გახვრეტა) რომელსაც სამკურნალოდ ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ. ამისათვის ქირურგები მბურღავ იარაღებს იყენებდნენ.

ტრეპანაცია საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ძველ ეგვიპტეშიც და საბერძნეთშიც – თავის ტკივილების, ქალასშიდა წნევის, ეპილეფსიის და ტრავმების სამკურნალოდ.

მაგრამ ამერიკელ ინდიელებში ტრეპანაციის შემთხვევები საოცრად ბევრია – ზოგჯერ ერთ ადამიანს თავზე რამდენიმე ნახვრეტს უკეთებდნენ -დიამეტრი 25-30 მმ-ის იყო. საინტერესო იყო აღმოჩენილი ერთი თავის ქალა სადაც ნახვრეტი გაკეთებული იყო თანამდროვე გაგებით – ენერგეტიკული არხის (ჩაკრას) ადგილზე.
ბევრ შემთხვევაში ასეთი ოპერაციები საბედისწერო იყო.

trep1

trep2

perun2

ტრეპანაციით იყვნენ გატაცებულნი საპოტეკები (ოაჰაკოში) და სამხრეთამერიკის პარაკასის მცხოვრებნი. ნამდვილი მანია ჰქონდათ ტრეპანაციების. ზოგჯერ ნახვრეტს მერე ოქროს ფირფიტით ხურავდნენ. პარაკასაში ქირურგიული იარაღების მთელი ნაკრები იპოვეს, რომელსაც ობსიდიანისგან აკეთებდნენ. პარაკასაში 40-60 % შემთხვევაში ტრეპანირებულ თავის ქალებს პოულობდნენ.

უმეტეს შემთხვევაში ეს კეთდებოდა მარცხენა საფეთქლის არეში – ენერგოთერაპევტი ლ.გრიმაკი თვლის, რომ მარცხენა მხარეზე ზემოქმედებით ინდიელები აძლიერებდნენ მარჯვენა ნახევარსფეროს თვისებებს, რომელსაც ექსტრასენსორული თვისებების აქვს – ანუ ასეთი გზით ასეთი ადამიანები ექსტრასენსები, წინასწარმეტყველები ხდებოდნენ.

ინდიელებში ფართოდ იყო გავრცელებული მკითხაობა და შამანობა -ამას ექსტაზში აკეთებდნენ, რომელსაც ნარკოტიკული ბალახების გავლენით აღწევდნენ. საპოტეკები კი ამისათთის რადიკალურ საშუალებებს იყენებდნენ.

თუმაც ამ ვერსიასაც აქვს სუსტი მხარეები – ტრეპანირებული ქალები ძალიან ბევრია და ერთ ტომს ამდენი მკითხავი არ სჭირდებოდა – როცა საკმარისი იყო 1-2 შამანი.

ირეპანირებული ადამიანები ვეღარ იქნებოდნენ მეომრები და როგორ შეიძლებოდა მოსახლეობის ნახევარი არამებრძოლუნარიანი გამხდარიყო?

ტრეპანირებული ადამიანები დაბალ სოციალურ სტატუსის იყვნენ, ხოლო შამანები ყოველთვის ელიტაში შედიოდა.
ზოგ ტომში ასეთ თავის ქალას სხეულიდან ცალკე მარხავდნენ, ხოლო სხეულთან გოგრას დებდნენ. – ეს კი აშკარა საკულტო რიტუალზე მიუთითებს.

აშკარა იყო, რომ ტრეპანაცია არ კეთდებოსა სამკურნალო მიზნით, რადგან ის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის ადამიანებს უკეთდებოდა.

მეორეს მხრივ თავის წაგრძელებული ფორმა ჰქონდათ მაიას ტომის მხოლოდ დიდგვაროვნებს.

და კიდევ ერთი თავისებურება – წაგრძელებულ თავის ქალებში არაა არც ერთი ტრეპანირებული თავის ქალა.
ანუ რა გამოდის – ინდიელები არ ეხებოდნენ წაგრძელებულ თავის ქალებს ამიტომ ცდილობდნენ ბავშვობიდანვე თავისათვის ასეთი ფორმა მიეცათ.

***
საინტერესო ინდიელების მითები სადაც მოთხრობილია თეთრ ღმერთებზე – თანაც აღნიშნულია, რომ “ღმერთებს” ადამიანებთან შთამომავლობა ჰქონდათ. ვინ იყო ეს “ღმერთები” – ოკეანის იქიდან მოსული ევროპელები თუ უცხოპლანეტელები – ძნელი სათქმენლია, ფაქტია, რომ წაგრძელებული თავის ქალების მქონე ინდივიდები მეტი პრივილეგიიტ სარგებლობდნენ – შესაძლოა სწორედ იქინი იყვნენ ის “ღვთიური შთამომავლობა” – რომელთაც ინდიელები ეთაყვანებოდნენ. მაგალიტად პალენკში ნაპოვნი დედოფლის თავის ქალაც წაგრძელებული იყო. (საკმარისია გავიხსენოთ ეგვიპტეში ასეთივე ფორმის მქონე ეხნატონიც). შესაძლოა ამიტომ დედები ბავშვობიდანე ცდილობდნენ თავისი შვილებისათვის ასეთი ქალა დაეყენებინათ.

შესაძლაო ეს ვერსიაც არაა სწორი, მაგრამ არის კიდევ ერთი გამოცანა –

აი ეს თავის ქალები, რომელიც აღმოაჩინეს მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ისინი არსებობენ და გაოცებას იწვევენ

ch05 ch06

peru form

წყარო: Forum.GE

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button