არქივი

რაინდთა სასულიერო ორდენები

fff363511b5a
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ზოგიერთ რაინდთა სასულიერო ორდენზე…

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ რაინდთა ნაწილი ევროპაში დაბრუნდა. ჯვაროსნული სახელმწიფეობის დაცვა, რომლებიც მტრულ გარემოცვაში იმყოფებოდნენ, ახლად დაარსებულმა სარაინდო ორდენებმა იკისრეს. ორდენთა წევრები, როგორც სასულიერო პირები (ბერები), აღთქმას დებდნენ უბიწეობის (რომლის მიხედვითაც მათ ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონდათ), მორჩილების და სიღატაკის აღსრულებაზე. მაგრამ მოკლე დროის განმავლობაში სიმდიდრეც შეიძინეს, უბიწოებაც მიივიწყეს და მორჩილებასაც თავი გაანებეს. ორდენის წევრები ჯვაროსანთა მთავარ სამხედო ძალად იქცნენე, რასაც მათი მიუდგომელი ციხე-კოშკებიც მოწმოდნენ.

 

f61abbd15c05
ჯვაროსნული სახელმწიფოები

უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა XII საუკუნის დასაწყისში იერუსალიმში, ჰოსპიტალიტების ანუ იოანიტების ორდენის სახელწოდებით. ეს სახელი ეწოდათ წმინდა იოანე იერუსალიმელისაგან, რომლის სახელობაზეც ჰოსპიტალი (დავრდომილთა თავშესაფარი) ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ორდენის დამაარსებელი რაინდები პილიგრიმებს (მლოცველებს) პატრონობდნენ. იოანიტების ორდენის წევრები ატარებდნენ შავ წამოსასხამს- მანტიას თეთრი ჯვრით, როცა ჯვაროსნებმა წმინდა მიწა დაიკავეს, იოანიტები დასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე (1291 წელს), სადაც საკუთარი ფლოტიც გაიჩინეს. შემდეგ კუნძულ როდოსზე (1309 წელს), XVI საუკუნეში (1530 წელს) კი მათ მოუხდათ კუნძულ მალტაზე გადასახლება, რის გამოც ამ საძმოს მალტის ორდენი ეწოდა.

 

cece56d2d8df
ჰოსპიტალიტების (იოანიტების) ორდენის გერბი

 

მეორე იყო ტამპლიერთა ორდენი, რომელიც ფრანგმა რაინდებმა დააარსეს იერუსალიმში. ტამპლიერების ანუ მეტაძრეების (temple- ტაძარი) ორდენის ადგილსამყოფელი თავდაპირველად იყო იმ ადგილას, სადაც გადმოცემით მეფის სოლომონ ბრძენის ტაძარი იდგა, აქედან წარმოიშვა სახელწოდება “ტაძრის მხედრები”. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრის გამოსახულებით. დროთა განმავლობაში ტამპლიერების ორდენი ისე გაძლიერდა, რომ მის სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა.

 

b90f999cbdfc
ტამპლიერთა ორდენის გერბი

 

ტამპლიერთა ორდენის რაინდები მამულებსა და ფულებს სწირავდნენე ქართველთა ჯვრის მონასტერს იერუსალიმში და საამისოდ თავიანთ სახელებს აწერინებდნენ ლოცვისას მოსახსენიებლად.

 

fb803a032845

 

ტამპლიერთა ორდენის ციხე-სიმაგრეები:

7708573fde8c

ab0cdd15217e

b208fbb15f6e

 

მესამე დიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა (კავალერთა) უმრავლესობა გერმანელები იყვნენ, ამიტომ საძმოს ხშირად გერმანულ, ანუ მისი ლათინური ფორმით ტევტონთა ორდენს უწოდებდნენ. მისი შექმნა XIII საუკუნეში გერმანელ რაინდთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბელმა დაამტკიცა პალესტინაში, მაგრამ ეს ორდენი წმინდა მიწაზე დიდხანს არ დარჩენილა. ორდენის წევრები პოლონელმა მთავარმა აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში მიიწვია წარმართი ლიტველი ტომის- პრუსების დასამორჩილებლად. ორდენმა მიიღო მოწვევა, დაიპყრო პრუსები, დამკვიდრდა მის ტერიტორიაზე და ვაჭრობასა და მევახშეობას მიჰყო ხელი. შემდგომში გაძლიერებული ტევტონთა ორდენი რუსებსაც უტევს. ტევტონთა ორდენის წევრები თეთრ მოსასხამს ატარებდნენ შავი ჯვრით.

 

840e98337005
ტევტონთა ორდენის გერბი

 

a79686f1f65d
ტევტონთა ორდენის დროშა

 

ტევტონთა ორდენის სასახლეები:

9f57211876a5

f150958443db

bbb160aa7dd1

ორდენთა სათავეში იდგა დიდი მაგისტრი, მაგრამ ის არ იყო შეუზღუდავი მმართველი. დიდი მაგისტრის ხელისუფლება იზღუდებოდა გენერალი კაპიტულის მიერ. დიდი მაგისტრი ორდენის საქმეებს “ძმათა საბჭოსთან” ერთად წყვეტდა. რაინდთა სასულიერო საძმოს წევრების თავდაპირველი მიზანი- ავადმყოფ ჯვაროსანთა მოვლა და პილიგრიმების დაცვა მუსლიმებისგან აღმოსავლეთში, ძალიან საჭირო იყო და ევროპელები რაინდებს აუარებელ ფულსა და მიწებს სწირავდენენ როგორც პალესტინაში, ისე თვით ევროპაში. მათი მამულები თავისუფალი იყო გადასახადებისგან, მაგრამ ორდენებმა თავიანთი მოღვაწეობა მალე სავაჭრო ინტერესებს დაუკავშირეს. ეწეოდნენ მევახშეობას, სპეკულაციას და სიმდიდრის მოსახვეჭად არავითარ სათაკილო საქმეს არ ერიდებოდნენ.

მსგავსი ამბები

Back to top button