არქივი

სპარტა

db7c6a312041

ამ პოსტში გესაუბრებით ძველი დროის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქ-სახელმწიფოზე სპარტაზე.

სპარტა (დორიულად Σπάρτα) მდებარეობდა სამხრეთ აღმოსავლეთ პელოპონესში, იგი გაშენებული იყო მდონარე ეუროტასზე.

6ee172f29589

სპარტას მმართველობა იყო სამხედრო ოლიგარქიული რადგან აქ მოსულმა დორიულმა ტომებმა დაიპყრეს მკვიდრი მოსახლეები და ჩამოაყალიბეს ქალაქ-სახელმწიფო რომლის კანონები ლიკურგემ შეადგინა.

d03c21d1e0d3

სპარტას შემდეგი მმართველი ორგანო ჰყავდა. მათ ყჰავდათ 2 ახალგაზრდა მეფე რომელთა ძალაუფლება მხოლოდ ომისას ენიჭებოდა და ერთი მეფე ქვეყანაში აგვარებდა საქმეებს მეორე ომში მიდიოდა. ამასთანავე ჰყავდათ ჰეროსია ანუ უხუცესთა საბჭო რომელიც შედგებოდა ოცდარვა 60 წელს გადაცილებული ჰერონტისგან. და ეფორი რომელიც მეთვალყურეობა 2 მეფეს. სპარტელები წელიწადში 5 ეფორს ირჩევდნენ და მათ მეფის დაპატიმრებაც შეეძლოთ. და ბოლოს არის აპელა ანუ სახალხო კრება სადაც 30 წელს (სპარტანული სრულწლოვნება) გადაცილებულიმამაკაცები დაიშვებოდნენ, სადაც კანონს ხმამაღლა ყვირილით ამტკიცებდნენ.

სპარტაში იყო მოსახლეობის 3 ფენა. ესენი იყვნენ სპარტელები- სრულუფლებიანი მოქალაქეები, პერიეკები- ვაჭარ-ხელოსნები და ჰილოტები ანუ მიწის მუშები(ფაქტიურად მონები). მიწას ჰილოტებს ამუშავებიებდნენ რადგან სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა მიწის დამუშავება. ასევე სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა გალავანი ქალაქში და სწორედ ამიტომ სპარტა ერთადერთი უგალავნო ქალაქი იყო.

წესი იყო რომ, ყველა მამაკაცი უნდა მეომარი გაზრდილიყო. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა მას ჰეროსიას მიუყვანდნენ და რაიმე ფიზიკურ ნაკლს თუ აღმოუჩენდნენ კლდეზე ჩეხავდნენ. თუ არა და 7-18 წლამდე ბანაკში უმკაცრესად იზრდებოდა. შემდეგ კი იზრდებოდა როგორც ჩამოყალიბებული სპარტიატი.

უცხოელთა ზეგავლენის შიშით სპარტელებმა აკრძალეს საზღვარგარეთ ვაჭრობა და არც უცხოელს უნდა ეცხოვრა სპარტაში და არც სპარტელს უცხოეთში.

წყარო: ჩემი ზოგიერთი მასალა.

მსგავსი ამბები

Back to top button