არქივი

კარბელაანთ კილო

64df838db59f
მინდა ორიოდე სიტყვით ვისაუბრო ძმები კარბელაშვილების ღვაწლზე ქართული კანონიკური გალობის გადარჩენის საკითხში.
ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფ. ქვემო ჭალაში (საამილახვროში), ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და მგალობლის, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილის ოჯახში. ეპისკოპოსი სტეფანე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ამ დღეს, მისი მამა მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი ჯვარპატიოსნის ეკლესიაში წირავდა, როდესაც, ზარების წინ, მამა გრიგოლს ბარძიმი გამოუბრძანებია და წარმოუთქვამს: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით“, მისთვის ვაჟის დაბადება მიუხარებიათ. ეს ფაქტი თითქოს სიმბოლური იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვასილის ცხოვრება სწორედ ღვთის შიშით, სიყვარულითა და სარწმუნოებით წარიმართა.
მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი.
მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი.

სტეფანე კარბელაშვილი იღვწოდა ძველი ქართული არქიტექტურული ნაშთების შესწავლისა და მოვლა-პატრონობისათვის. იგი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მიერ აღწერილი და შესწავლილ იქნა ქართული არქიტექტრული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო იყო ყურადსაღები, რომ არაქართველი მოსახელობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტულობა.

ქართველი ერის მორალურ-ზნეობრივი სიწმინდისა და სარწმუნოების განმტკიცების მიზნით დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა დაბეჭდა და დღის სინათლეზე გამოიტანა ქართული სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშები.

საყურადღებოა, რომ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1924 წელს, როდესაც აღდგენილი იქნა ბოდბის საეპისკოპოსო კათედრა, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ დამცხრალა ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიული საფუძვლის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, მისი მოღვაწეობა ცარიზმის, მენშევიკური მთავრობისა და ბოლშევიკების მმართველობის უძიმესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცხოვრების ბოლომდე ქართული ეროვნული საქმის ქომაგად დარჩა.

იგი გარდაიცვალა 1936 წელს და დაკრძალულია ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი
მამა გრიგოლმა და მისმა მეუღლემ ანამ ზედმიწევნით კარგად შეასწავლეს შვილებს მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართული სიმღერა – გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით. „… შემდეგ ამისა, ექვსი წლიდან, კერიასთან დამაწყებინა დავითნის კითხვა დედაჩემმა ანნამ და მთელი კანონი დამასწავლა. სხვა კი შევისწავლე მე ჩემი უფროსი დის, სიდონიას ხელმძღვანელობით“ – იგონებს მეუფე სტეფანე კარბელაშვილი.
ფილიმონ კარბელაშვილი
ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. საოჯახო განათლებასთან ერთად მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილს თბილისის სემინარიაც დამთავრებული ჰქონდა და გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და- ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებს და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანას. ნიკო მესხიშვილის საშუალებით იგი ილია ჭავჭავაძეს კარგად გაუცვნია. წმ. ილია მართალს ძალიან მოწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში“, მოძღვრის სახეში ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი.
მღვდელი ვასილი
საოჯახო განათლების მიღების შემდეგ, ყმაწვილმა ვასილ კარბელაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქედან შეიგრძნო სწავლის ძირის სიმწარე: „… როზგისათვის წკეპლებს ჩვენვე გვაზიდინებდნენ ლიახვის ჭალიდან და დღეში ორჯერ და სამჯერ ვიწკეპლებოდით ხოლმე“ – ვკითხულობთ მის მოგონებებში. სიყმაწვილის წლებში ვასილი, ძმებთან ერთად, სოფლის ყოველდღიურ სამუშაოსაც ასრულებდა. ძმების ცხოვრება ისეთივე სადა და უბრალო იყო, როგორც ყოველი გლეხისა. მშობლებმა იგი სოფლის ყოველგვარ სამუშაოს შეაჩვიეს, მაგრამ შრომასთან ერთად, მათთვის სწავლა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როდესაც მამა გრიგოლი მწირველი მღვდელი იყო. როცა ძმები გალობდნენ, მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ. მეუფე სტეფანე კარბელაშვილს ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია ის საოცარი აღფრთოვანება, რასაც განიცდიდა ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. დღესასწაულის წინ, ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს და ამის შემდეგ, გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.

მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შედგა, როდესაც ვასილი ექვსის წლისა იყო. საზეიმოდ თავმოყრილ საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან ხალხური სიმღერების შესრულებით: „ყურშაო“, „ვინცა კაცია“, „ღიღინი“, „გვიბრძანე“, „ზამთარი“, „თამარ მეფე“, „შავლეგო“, „ესო მესო“ და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.

1867 წელს 9 წლის ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს სასწავლებლად. ძმებმა ამხანაგების საშუალებით, თბილისის სამინარიიდან დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერა-გალობის გავრცელება.

წყარო: www.orthodoxy.ge

მსგავსი ამბები

Back to top button