საკითხავისასარგებლოუცნაური

“უცხოპლანეტელები დედამიწაზე…” ?!


ერთ-ერთ გაზეთში სტატიას ვკითხულობდი სადაც თვალი შევავლე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აშშ_ში 1938 წელს მომდარ ქაოსზე.სტატია საკმაოდ მცირე მოცულობის იყო ამიტომ ინტერნეტში ინგლისურენოვან საიტებზე მცირე ძებნა განვახორციელე და ვიპოვე სრულყოფილი ინფორმაცია.დავამუშავე,ვთარგმნე,აზრი დავალაგე და ეხლა შეგიძლიათ წაიკითხოთ.მაშ ასე დავიწყეთ…

ალბათ ბევრს გაგაიათ ბრიტანელი ფანტასტი მწერალი ჰერბერტ უელსი.მის კალამს რამდენიმე ძაან ცნობილი ნამუშევარი ეკუთვნის.დღეს შევეხები მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს “სამყაროთა ომი”.ეს ფანტასტიკური რომანი დაიწერა 1897 წელს.

ჰერბერტ უელსი

სიუჟეტი შემდეგია – მოქმედება ვითარდება ვიქტორიანული პერიოდის ბრიტანეთში,სურეის საგრაფოში.ასტრონავტები ინტერესედებიან პლანეტა მარსით,თითქოს მარსზე ხდება რაღაც აფეთქება და ეს ასტრონავტთა ინტერესს უფრო აძლიერებს.შემდგომ კი ერთ დღეს დედამიწაზე რაღაც დიდი ზომის საგანი ვარდება,რომელიც აღმოჩნდება მარსელთა საფრენი აპარატი.მარსელები დედამიწაზე ჩამოდიან და ნელნელა იწყებენ ბრიტანეთის დაპყრობას,მაგრამ აღმოჩნდება რომ მარსელებს არ აქვთ იმუნიტეტი დედამიწაზე გავრცელებული დაავადებების მიმართ და იღუპებიან.

ეს ყოველივე საჭირო იყო შესავლისათვის და მთავარი ეხლა იწყება.

მეოცე საუკუნის 30_იან წლებში აშშ_ში რადიო ეთერის საშუალებით (კერძოდ კი CBS Radio Network_ის რადიო არხები) გადაიცემოდა სხვადასხვა თეატრალური გადაცემები.1937 წელს ორსონ უელსი(წარმატებული კინორეჟისორი,სცენარისტი და მსახიობი.მან გადაიღო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი “Citizen Kane”) და ჯონ ჰაუსმანი ქმნიან თეატრალურ გაერთიანება “Mercury Theatre”_ს.

1938 წლის 30 ოქტომბერს ჰელუინამდე ერთი დღით ადრე CBS Radio Network_ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი თეატრაული წარმოდგენის ელფერის მქონე გადაცემა,სადაც ორსონ უელსი კითხულობდა ჰერბერტ უელსის “სამყაროთა ომიდან” ეპიზოდებს,ყოველივე ეს ისე რეალურად ჟღერდა,რომ მსმენელთა უმეტესობამ ეს ირწმუნა და ამერიკის ზოგიერთი შტატი პანიკამ მოიცვა.მსმენელებმა დაიჯერეს,რომ თითქოს დედამიწაზე მარსელები დაეშვნენ და ხოცავენ მოსახლეობას.

ქუჩებში ხალხმა იწყო გამოსვლა,ისინი პენტაგონს მიმართავდნენ რათა რაიმე ეხმარა უცხოპლანეტელთა წინააღმდეგ,ზოგიერთი ადამიანი ისეთ პანიკასა და ეიფორიაში იყო რომ მოლანდებებიც დაეწყოთ და გაიძახოდნენ უცხოპლანეტელები ვნახეთო.როცა გაირკვა,რომ ყოველივე ეს ჰელუინისადმი მიძღვნილი ხუმრობა იყო უმეტესობა განრისხდა და საბოლოოდ კი ეს რადიო სადგურში შეჭრით,ოფისების დარბევით დასრულდა.

ორსონ უელსი,რომელიც რადიო ეთერშია

ამ რადიო გადაცემას დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანმა უსმინა,ამ ფაქტს შემდგომ დღეებში მიეძღვნა 12 500მდე სტატია.ჰიტლერმა კი გააკეთა კომენტარი სადაც ამბობდა,რომ ეს იყო დემოკრატიის მქადაგებელი მლიქვნელების სახე.

აშშ_ის მთავრობა დაინტერესდა ამ ფაქტით და დაიწყო გამოძიება,დაიკითხნენ CBS_ის მმართველები,საინფორმაციო სამსახურის უფროსები და ასევე ორსონ უელსიც,რომელსაც ეს გადაცემა მიყავდა.
სასამართლომ კი CBS_ს ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოუჩინა,რადგან გადაცემის მსვლელობისას ბევრჯერ გაიმეორეს რომ ეს იყო დრამატურგიული წარმოდგენა.

ეს შემთხვევა გამოძახილს შემდგომ წლებშიც ჰპოვებდა:

1949 წელს ეკვადორში კიტოს რადიო საშუალებით გადაიცა ესპანური ვერსია ორსონ უელსის წარმოდგენისა.ამ გადაცემამაც პანიკა გამოიწვია და რამდენიმე საათის განმავლობაში კიტოს ქუჩებში სახანძრო მანქანებისა და პოლიციის პატრულების მორიგეობდა ხდებოდა,ასევე მოსახლეობის მცირე ნაწილიც შეშინდა.

მონუმენტი,რომელიც 60_იან წლებში შეიქმნა და ამ ფაქტს ეძღვნება.

ალბათ ეს შემთხვევა ძალიან სახალისოა,მაგრამ ასეთი “წარმოდგენების” ავტორები არ ფიქრობენ,რომ ასეთი “ხუმრობებით” ისინი იუმორის საზღვარს ცდებიან და ადამიანთა ფსიკიკაზე ზემოქმედებენ.

შექმნილია ყოველგვარი კოპირებისა და მაქინაციების გარეშე.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close