გასართობისაკითხავისასარგებლო

ჯოკონდა-ენერგეტიკული ხაფანგი…

6516edbc38a6

ლეონარდო და ვინჩის იდუმალებით მოცული “ჯოკონდა” რამდენიმე საუკუნეა მშვენიერების ურიცხვ დამფასებელთა ყურადღებას იპყრობს უცნობი ქალის იდუმალი ღიმილით, მომაჯადოებელი პორტრეტის წინ საათობით დგანან.

“ჯოკონდას” კოპირება ბევრმა სცადა, მაგრამ ვერავინ მოახერხა. ის მოუხელთებელია, ზებუნებრივი, ხელთუქმნელი, საიდუმლოდ მოცული და საშიში. ასეთი ეპითეტებით ამკობენ ამ შედევრს.

სურათის ნეგატიური ზემოქმედება საკუთარ თავზე ბევრმა გამოსცადა. “ჯოკონდას” ერთ-ერთი მსხვერპლი ცნობილი ფრანგი მწერალი სტენდალი აღმოჩნდა. იგი დიდხანს და დაჟინებით მიშტერებოდა მშვენიერი ქალის თვალებს, ღიმილს და… მოულოდნელად გონება დაკარგა.

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, სურათზე გამოსახულია 26 წლის ფლორენციელი ქალბატონი ლიზა გერარდი. ბოლო დროს მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს არის პაპ ლევ XI-ის ძმის, ჯულიანო მედიჩის სიყვარული პაჩიფიკა ბრანდანო. ძალიან ლამაზი პაჩიფიკა მაცდუნებელი, მომაჯადოებელი, ჭკვიანი და ვერაგი ქალი იყო.
თავისი ღიმილით მამაკაცებს აგიჟებდა და ბევრი თვითმკვლელობამდე მიჰყავდა.

მხატვარმა ამ პორტრეტის ხატვა 61 წლისამ დაიწყო და 67 წლისამ დაამთავრა. საოცარია, მაგრამ ლეონარდოს ამ სურათმა ბედნიერება არ მოუტანა. მხატვარი დღიურში წერს: “მედიჩებმა შემქმნეს და გამანადგურეს”.

შეუცნობელის მკვლევარები ამ უცნაურ ჩანაწერს ასე ხსნიან: “პაჩიფიკა ტიპიური ენერგეტიკული ვამპირი ქალი იყო. ქალის ქმარი, ესპანელი თავადი კარიერის ზენიტში გარდაიცვალა, ჯულიანო მედინი ჭლექით დაიღუპა. პაჩიფიკას შვილებიდან ზოგი ბავშვობაში მოკვდა, ზოგი მოწამლეს, ორი კი დუელში მოკლეს”.

პაჩიფიკას პორტრეტი “ვამპირად” იქცა. სურათი ძლიერი ენერგეტიკული სტრუქტურაა. ფერმწერი არა მხოლოდ ამა თუ იმ სიუჟეტს ხატავს – მას ტილოზე გადააქვს თავისი გრძნობები, აზრები და განწყობილება, რომელიც სურათის ენერგეტიკის ფორმირებაში წამყვან როლს თამაშობს. ხანდახან მხატვარი თავადაც ვერ აცნობიერებს, რომ თავისი სურათის მნახველს იმ ნეგატივით ტვირთვას, რომლისგან თავად თავისუფლდება ტილოს შექმნის პროცესში.

პაჩიფიკა ბრანდანოს პორტრეტი ტილოზე გაცოცხლდა და ენერგეტიკულ ვამპირად იქცა, თავად ქალი კი მალე გარდაიცვალა. ამ ვამპირის ზეგავლენას ლუვრის დამთვალიერებლები საკუთარ თავზე გრძნობენ. მათ მიაქციეს ყურადღება, რომ რაიმე მიზეზით მუზეუმის გარკვეული ხნით დაკეტვის დროს “ჯოკონდას” ფერები იცრიცება, ღიმილი კი თითქმის შეუმჩნეველი ხდება, მაგრამ როგორც კი დარბაზი დამთვალიერებლით ივსება, საღებავები თანდათან ცოცხლდება და ქალის სახეზე ღიმილი ათამაშდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close