კულტურაუცნაური

ცალ ფეხზე მდგომელა რეკორდსმენი

foot

არამგონია, როდესმე მოგსვლოდათ თავში აზრი, გეფიქრათ თუ ვინ და რამდენ ხანს მდგარა ცალ ფეხზე ყველაზე დიდხანს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მოგაწვდით ინფორმაციას ამ უცნაური რეკორდის შესახებ :papa:

ესეიგი, ეს ადამიანი გახლავს არულანანტამ სურეშ ჯოაჩიმი, (ენა მოვიტეხე) შრილანკელი ახალგაზრდა, რომელიც 3 დღეზე!!! მეტი ხნის განმავლობაში იდგა ცალ მარცხენა ფეხზე. :no: ეს მან გააკეთა რა თქმა უნდა გინესის წიგნში მოხვედრისათვის. 

ჯოაჩიმმა ჩვენება მოაწყო ვიჰარა მაჰა დევი პარკის ღია სტადიონზე, შრილანკაში. ის იდგა მარცხენა ფეხზე (რათქმა უნდა არცერთხელ არ წაქცეულა) 71 (სამოცდათერთმეტი) საათის და 40 (ორმოცი) წუთის განმავლობაში. ეს სანახაობა გაგრძელდა 22 მაისიდან 1997-25 მაისამდე 1997 და მან დაამყარა სანატრელი რეკორდი.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button