გამოგონებაკრეატივისაკითხავი

საშინლად ძვირი ნივთები

ab72a1672b39
15 მილიონი £
დიახ, არ მოგესმათ, ეს ნივთი სულ რაღაც 15 მილიონი ფუნტი ღირს, ცნობილი ფირმის Chopar-ის საათი გაფორმებულია 3 ბრილიანტის გულით, 15 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტით, 12 კარატიანი ცისფერი ბრილიანტითა და 11 კარატიანი თეთრი ბრილიანტით. როგორც ჩანს შემქმნელებმა ეს სიკეთე არ ამყოფინეს საათს და კიდევ დაუმატეს 163 კარატიანი თეთრი და ყვითელი ბრილიანტები. ჯამში კი საათი გამოვიდა 201 კარატიანი. მისი ფასი, თითქოს გარანტიას იძლევა, რომ იგი დაიკავებს ყველაზე ძვირადღირებული საათის საპატიო ადგილს.
65b47b09c6f0
9,78 მილიონი £
Chopard-ის კომპანიისაა ასევე მეორე ნივთიც, რომელიც ჩვენს საპატიო ჩამონათვალში შედის. ეს არის ცისფერი ბრილიანტის ბეჭედი, ეს არის ის, რაც დაჩრდილავს ნებისმიერ ბრილიანტსა თუ სამკაულს. ოვალის ფორმის თვალი საკმაოდ დიდი ჩანს, მხრებიც კი ბრილიანტის აქვს, შემდეგ მოდის თეთრი ოქრო და ისიც ბრილიანტითაა მოოჭვილი.
ცისფერი ბრილიანტი ყველაზე ძვირ ბრილიანთად ითვლება მსოფლიოში, იგი მიიღება ბორის დალექვის შედეგად და აქედან იძენს დაჩრდილულ ტონალობას. საბოლოო ჯამში ბეჭედი 9 კარატიანია. მოკლედ ეს შეგიძლიათ ამაყად მიუტანოთ თქვენი გულის რჩეულს და შეგიძლიათ წინასწარ იზრუნოთ ქორწილის ამბებზე : )

8b93100ac145
1,44 მილიონი £
ტელეფონის გარეშე ვერ ჩავატარებდით ამ ამბავს, ავსტრალიელმა იუველირმა Peter Aloisson-მა შექმნა უნიკალური ტელეფონი iPhone 3G Kings Button, ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონი მსოფლიოში. ტელეფონი შემოსილია მაღალი ხარისხის ბრილიანტით და ოქროთი, რომელიც უნიკალურსა და ძვირადღირებულს ხდის მას. მისი შუა კლავიში, როგორც ხედავთ, არის ერთი თვალი, ბრილიანტის 6,6 კარატიანი თვალი, გვერდზე კი ტელეფონს ზოლად დაყვება თეთრი ოქრო, რომელშიც კვლავ ბრილიანტის თვლებია ჩასმული, სულ 138 ცალი. ამ ტელეფონის გაკეთებით შემქმნელმა რეკორდი მოხსნა,
Phone 3G Kings Button ყველაზე ძვირადღირებულია მის მიერ გამოშვებულ ნივთებს შორის.

ca56e514568e
1,33 მილიარდი £

ამ სახლში მართლა გაჭენდება ცხენი :lol2: ეს Mukesh Ambani-ის ახალი სახლი გახლავთ. სახლი პიონერია, რადგანაც პირველია რომელმაც ღირებულებით ბილიონს მიაღწია კი არადა გადაცდა კიდეც.
906aea3784af

შენობა 570 მეტრის სიმაღლისაა და მუმბაის ცენტრშია აშენებული, ინდოეთის ქალაქში, სადაც სიღარიბე სუფევს. სახლში არის 6 დონიანი ფარეხი, სადაც მეპატრონის 168 მანქანაა შეკუჭული : D კოშკის უმეტესობა აშენებულია მინით. ოჯახს ემსახურება 600 მოსამსახურე.
ალბათ დაგაინტერესათ თუ ვინაა მისი მეპატრონე, აი ეს კაცი გახლავთ
8a25f67a5168

136b44b42cf4
165,000 £
ეს შამპანურები 1907 წელსაა ჩამოსხმული. ისინი 1916 წელს გემით გადაჰქონდათ რუსეთის სამეფო ოჯახისთვის, მაგრამ გემი ფინეთში ჩაიძირა და 200-ზე მეტი ჩაძირული შამპანური მხოლოდ 1997 წელს აღმოაჩინეს. როგორც იქნა ისინი უკვე გაყიდვაშია და მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში იყიდება. სასმელის განსაკუთრებულმა გემომ და წლოვანებამ რა თქმა უნდა ფასზეც მოახდინა გავლენა.

1f7ba1f85ac9
129,000 £
თუ თქვენთვის ფული ბევრს არაფერს წარმოადგენს, ეს სუნამო თქვენთვის ყოფილა განკუთვნილი. იგი ბრიტანელი დიზაინერის Clive Christian-ის შექმნილია და სახელად ,,იმპერიული დიდებულება” ჰქვია. უკვე არსებობს ხმები, რომ ეს სუნამო გინესის რეკორდების წიგნშიც დაიკავებს ადგილს, როგორც ყველაზე ძვირადღირებული სუნამო.
თქვენ ამ სუნამოთი შეიძენთ არამარტო კარგ არომატს, არამედ ძვირფას ნივთსაც, რადგანაც სუნამოს ფლაკონი ბრილიანტებითაა გაფორმებული.

12381252c29c
6,66 მილიონი £
ვიქტორია სეკრეტის ანგელოზების კოლექციაში შექმნილი ეს ბრა ნამდვილად გამორჩეულია, თითქოს იგი მართლაც სამოთხიდანაა გამოგზავნილი. იგი არის თვალისმომჭრელი, ნაზი და ჰაეროვანი, როგორც ანგელოზის ფრთები.
ბრა მორთულია თეთრი ბრილიანტითა და თეთრი ოქროთი, სულ 112 კარატი. შუაში კი არის უზადო, ბრწყინვალე 70 კარატიანი ბრილიანტი.

0857060d1f8c
43,000 £
ეს დათუნია შეიქმნა 125 წლის აღსანიშნავად, თურმე პირველი Teddy Bear 125 წლის წინ შეიქმნა. დათვი მთლიანად ოქროთია გაკეთებული, თვალები კი საფირონითა და ბრილიანტებით.
უკვე ცნობილი გახდა, რომ მისი მხოლოდ 125 საკოლექციო ეგზემპლარი გაიყიდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close