არქივი

ნაწყვეტები საიდუმლო წიგნიდან

72f7eca4e238

ხოლო, ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.

1. ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს სარკეებს ნაჭერი უნდა ჩამოაფაროთ. დასაფლავებიდან 40 დღის შემდეგ საჭიროა ბინის მთლიანად გაწმენდა, რადგან სასაფლაოდან მობრუნებულმა, შესაძლოა ბოროტება მოიტანო შინ, რაც გათხრილი საფლავიდანაა “შეწოვილი”, მაშინ როცა ღიაა იმქვეყნიური კარი…
2. თივის ან ბუმბულის ბალიშზე ტირილი არ შეიძლება. ის ყოველთვის დაგროვილ ცუდ ენერგიას გაგიზიარებს. ცრემლები ცხვირსახოცით შეიმშრალე, სწრაფად გარეცხე ან გადააგდე, ან დაწვი, მაგრამ დაწვისასა ალს არ უყურო, უარყოფითი ენერგია ისევ შენსკენ წამოვა….
3. ჯვრისწერის დღეს ნეფემ პატარძალი და განსაკუთრებით კი, მისი კაბა ეკლესიაში მისვლამდე არ უნდა ნახოს… ქორწილში პატარძლის მიერ ნებისმიერი შავი ტანსაცმლის ჩაცმა უბედურების მომტანია… (ასევე ფეხსაცმელი, ჩანთა თუ სხვა აქსესუარი შავი არ უნდა იყოს); ქორწინება რომ კრახით არ დამთავრდეს, პატარძალს სხვისი საქორწინო კაბა არ უნდა ეცვას…
4. გვიმრა შთანთქავს ადამიანისათვის მავნე ენერგიას. კარგი იქნება თუ სახლში კაქტუსს იქონიებთ, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. სასურველია კაქტუსი, როგორც დადებითი ენერგიის რეზერვუარი, ბავშვის საწოლთან ახლოს დადგა. მას შეუძლია უარყოფითი ენერგია დადებითად აქციოს…
5. თუ მაღაზიაში ქოთნის ყვავილს იყიდი, მიწა აუცილებად გამოუცვალე….
6. სახლში კარგია მუხის, აყის ან ვერხვის ხის ტოტების დადება, ისინი ნეგატიურ ენერგიას შეიწოვენ…
7. თუ სახლიდან უარყოფითი ენერგიის გატანა გსურთ, ღამით ოთახში დადგი ჭიქით წყალი, დილას კი ზღურბლს იქით გაიტანე და ისე გადაღვარე, რომ მიწაზე დაესხას და მალე გაშრეს…
8. მაგიდის გაშლისას, თუ აღმოჩნდა რომ თეფშების კენტი რაოდენობა დევს, კიდევ ერთი დაამატე, რომ ლუწი გახდეს და მაგიდაზე მშვიდი გარემო სუფევდეს…
9. თუ მარილი დაგეპნა, სამჯერ გადაყარე ზურგსუკან ან წყალი დაასხი, რათა მოსალოდნელი უბედურება (ჩხუბი) აიცილო თავიდან…
10. გზაზე შავი კატა თუ გადაგირბენს, კენჭი აიღე გადაისროლედა ისე გაიარე…
11. ახალშობილს, ახლადდაბადებულ ბარტყს სხეულის რომელ ადგილზეც გადაუსმევ მთელი ცხოვრება ბეწვი არ ამოუვა…
12. ცაში ვარსკვლავებს ნუ დათვლი, მეჭეჭები გაგიჩნდება…
13. ვისთან ჩხუბიც არ გინდა, საპონს ხელიდან ხელში ნუ მიაწვდი… და ხელს ერთიდაიგივე პირსახოცზე ნუ გაიმშრალებთ…
14. ლარნაკში დამჭკნარი ყვავილები და დამდგარი წყალი დიდხანს არ უნდა გააჩერო, ორივე სიკვდილის ენერგიას იხმობს…
15. მწერების კოლექცია, ნატურალური ქურქი და ჰერბარიუბი სიკვდილის ენერგიას ინახავს და არასასურველ ნივთებს წარმოადგენენ, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში…
16. უარყოფით ენერგიას ატარებს გარდაცვლილთა ფოტოები. ისინი გარკვეული დროის შემდეგ კედლებიდან უნდა ჩამოხსნან…
17. ქორწილის ან საზეიმო სუფრის შემდეგაც საჭიროა ბინის გაწმენდა. ამ დროსაც შეუძლია ბოროტ ხალხს ცუდი რამის ჩადენა.
18. სასაფლაოზე ყოფნისას რამის აღება და წამოღება არ შეიძლება, უბედურების მომტანია ნებისმიერი ნივთი, კენჭიც კი…
19. ადამიანს, ვისაც თქვენთვის ცუდი სურს, შეუძლიათ ხალიჩაზე უარყოფითი ენერგიით გაჟღენთილი ნემსი ჩაარჭონ…
20. არასოდეს მიიტანო სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთი, რადგან სხვისი ნივთი ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თუკი ეს ენერგია ნეგატიურია, შენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება…
21. არასოდეს მოაგროვო და შეინახო დიდხანს ძველი ტანსაცმელი, ის წარსულში გაბრუნებს. ნუ ისარგებლებ ნივთით 1 წელზე მეტ ხანს. სახლში მხოლოდ ის ნივთები უნდა იყოს, რომლებიც აუცილებლად გჭირდება. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობას შეამცირებ…
22. თუ მიხვდი, რომ რაიმე ნივთი მოჯადოებულია, მაგალითად ბოქლომი, დაამტვრიე და გამდინარე წყალში ან მდინარეში ხელუკუღმა გადააგდე…
23. ოქროსფერ თევზებიანი აკვარიუმს სახლში ჰარმონია მოაქვს და სიმდიდრის თილისმად მოიაზრება…
24. გალიაში გამომწყდეული ალისფერი ან ცისფერი შეფერილობის ჩიტს სიყვარულსა და ფინანსებში წარმატება მოაქვს..
25. სახლში კარგია შავი კატის ან ძაღლის ყოლა, ამ ფერის ცხოველს სახლის ენერგეტიკის დაცვა და შენარჩუნება უკეთ შეუძლია…
26. თუ გსურს მთელი წელი ჯანმრთელი იყო, ყოველ პირველ სეზონზე პირველი წვიმის წყალი შეაგროვე, ჩაასხი აბაზანის წყალში და იბანავე…
27. ბოროტი ენერგიის _ შურისგან, სტუმრებისაგან წამოსული, თავის დასაზღვევად ფარდაზე სამი ცალი ინგლისური ქინძისთავი, ანუ ე.წ. “ბულავკა” დააბნიე….
28. ეცადე კარადის კარებები მუდამ დაკეტილი იყოს, რათა იქიდან ბარაქა არ გავიდეს…
29. გასაღებები ვერცხლისფერ ჯაჭვზე აასხი. არასოდეს დადო მაგიდაზე და ჩაიტოვო ტანსაცმლის ჯიბეში…
30. სარკე თუ გაგიყდა, მოატარე წითელი სანთლის ალზე მისი ნატეხები და მიწაში ჩამარხე. ამით შესაძლო ცუდ ამბავს თავიდან აიცილებ…
4748b4eb6fcf

1. ჭოტი სამარის ფრინველია, თუ თავზე დასჩხავლებს ვინმეს, მას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. ასეთივე ცუდის მომასწავლებელია ძაღლის ყმუილი ან კატის გაბმით კნავილი…

2. სახლის კარი რომ დაიცვა, მასზე დაამაგრე ცხენის ნალი და მასში რომელიმე ეკლიანი მცენარის ტოტი ჩაარჭე. ეკალი ებრძვის ამ თვალს და მას სახლში არ უშვებს…

3. თუ გინდა, რომ სიმდიდრე მოიზიდო, ამოთხარე 15 სანტიმეტრიანი ორმო, ჩააგდე ახალი მონეტა, დააყარე მიწა და ზემოდან მოაყარე მარილი. ეს ადგილი მხოლოდ შენ უნდა იცოდე. 6 დღის შემდეგ ამოთხარე მონეტა და თან ატარე (სიმდიდრე შენთან 6 თვის განმავობაში მოვა).ეს სავსემთვარიანობის დროს გააკეთე…

4. თუ სახლში ობობას ნახავ, ნუ მოკლავ – ბარაქა გაქრება…

5. ინტერიერისთვის დადებითი ენერგიის მატარებელია დათვის სხვადასხვა ზომის გამოსახულება, რომელიც ბოროტი სტუმრების ზრახვებსა და შურისაგან გიცავს…

6. თუ სადილობის დროს მიხვალ ოჯახში – დედამთილს ეყვარები…

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ცრურწმენები, რომლებიც იმდენად არის “გამჯდარი” საზოგადოებაში, რომ მას, როგორც ცრურწმენას უკვე აღარ აღიქვამენ. (იხილე სტატია)

7. მკითხაობისთვის საუკეთესო დღეა ზუთშაბათი, განსაკუთრებით კი 13 რიცხვში. არ იმკითხაოთ ორსაბათობით, რადგან მთვარის დღე მატყუარაა. ყველაზე ზუსტად წინასწარმეტყველება ხდება წლის პირველ დღეს ან შენს დაბადების დღეს…

8. ზღვის ნიჟარები ატარებენ უარყოფით ენერგიას. ისინი შეიძლება გულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისდაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს…

9. ოჯახში ავადმყოფობის ენერგეტიკას ავრცელებებნ ხვიარა მცენარეები. ამ მხრივ გამონაკლისია ვაზი…

Robert Green Ingersoll -Superstition (ინგლისური)

10. სახლში სტვენა არ შეიძლება – ბარაქა გაქრება…

11. იმისთვის, რომ ცოლ-ქმარს შორის ჰარმონია იყოს, მათი გამოსახულებებით, საოჯახო ფოტოსურათი ისე უნდა იდგეს, რომ მათ მთვარის შუქი არ ხვდებოდეს…

12. თუ კაცს ჯიბეში სხვა ჩაუყოფს ხელს – ცოლი გაექცევა…

13. სახლში სიმშვიდის და ბედნიერების მოსაზიდად, მთის ბროლის ნატეხი სახლში შესასვლელი კარის მარჯვნივ დამალე…

14. თუ ბანქოს ღამით ითამაშებ, ისეთი ადგილი შეარჩიე, რომ პირით მთვარისკენ იჯდე…

15. სახლის ინტერიერისთვის სპილოს ისეთი ფიგურა აირჩი, რომელსაც ხორთუმი ზემოთ აქვს აღმართული. ასეთი ფიგურის ენერგეტიკა შეესაბამება ოჯახში წარმატების და ბარაქის მოზიდვას. ხორთუმჩამოშვებული სპილო კი სახლში მოწყენილობისა და დეპრესიის შემომტანია.

გახასიათებთ ცრურწმენა? ამ ლინკზე შეიძლება პასუხი მიიღო (თუ ტესტს გააკეთებ :D )

bfdd7975b384

ნაწყვეტები საიდუმლო წიგნიდან 1

ქართულად არა, მაგრამ ინგლისურად წიგნების წაკითხვასაც კი შეძლებთ ცრურწმენების შესახებ :) აი მაგალითად:

Cassell’s Dictionary of Superstitions (ცრურწმენების ლექსიკონი)

57af18c58f50

101 American Superstitions : Understanding Language and Culture through Superstitions

10d31d91a70f

Sheer Superstition: Outmaneuvering Fate

5a53c24bbac4

Unexplained Mysteries of the 20th Century

e31a9ac57a5b

Dictionary of Omens and Superstitions

Curious Customs and Bizarre Beliefs Around the World

e5f35588441f

Why People Believe Weird Things: Pseudoscience, Superstition, and Other Confusions of Our Time

169020b5e7a1

10df3cb3ab61

მსგავსი ამბები

Back to top button