საკითხავიუცნაური

ორეული პარალელური სამყაროდან

b37d80657c51
უხელო ადამიანი დაკარგული ხელის ტკივილს უჩიოდა. ის ამტკიცებდა, რომ გრძნობდა, თითქოს ამ ხელზე ნახერხი ეყარა, ხოლო ეთ-ერთ თითში ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. ახლობლებს უკვე მისი სულიერი მდგომარეობა აღელვებდათ, როდესაც ქირურგს რაღაც ეჭვი გაუჩნდა.

ის ქარხანაში გაემგზავრა, მოძებნა ყუთი, ნახერხში ხელი იპოვნა და რაც მთავარია ის ლურსმანი ამოაძრო, რომელიც თითში იყო ჩარჭობილი, სწორედ ამ დროს ავადმყოფმა თითქოს ტრანსში დაიწყო ლაპარაკი: “ახლა ჩემს ხელს რეცხავენ, ახლა კი მისგან ლურსმანს იღებენ, ახლა მე თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.”
როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა, ბლეზ პასკალმა, დაწერა ფრაზა, რომლითაც მომხდრის ახსნა შეიძლება: “შეგრძნებები ასტრალურ ტვინში იმყოფება და არა ფიზიკურში, რომელიც პირველის იარაღს წარმოადგენს; და თუმცა ასტრალური სხეული გარკვეულ შემთხვევებში დაჭრილი შეიძლება იყოს, მისი სრულიად განადგურება შეუძლებელია”. რაიმე დასკვნის გაკეთებამდე, გამოცდილი ექიმის და მეცნიერის, გ. დიურვილის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები გავიხსენოთ. ეს მეცნიერი გასული საუკუნის ოციან წლებში, იმ დროისთვის მეტად იდუმალ და უცნაურ ცდებს ატარებდა. ბნელ ოთახში, მრავალრიცხოვან მოწმეთა თვალწინ, მას, ადამიანი ჰიპნოტურ მდგომარეობაში შეჰყავდა და ამ ადამიანისგან მისი ფანტომური “ორეულის” “გამოცალკევებას” ახდენდა. ამასთან, ამ ორეულის დანახვა კარგად შეიძლებოდა, თანაც ის ხასიათდებოდა მგრძნობელობით, შეეძლო თავად დაენახა მოესმინა და გარკვეული მოქმედებებიც შეესრულებინა, თანაც მისკენ მიმართლ თხოვნებზე საკმაოდ ადეკვატურ პასუხებს იძლეოდა.

625884d51967

ეს დაახლოებით შემდეგნაირად მიმდინარეობდა: დიურვილის გარკვეული პასების და მანიპულაციების შემდეგ, დაჰიპნოზებული ადამიანის მარჯვნივ და მარცხნივ სინათლის ჭავლი ჩნდებოდა. შემდეგ, მარჯვნივ მდებარე სინათლე, ნელ-ნელა, სინათლის მარჯვენა ჭავლისაკენ გადაადგილდებოდა და მას ერწყმოდა. ამის შემდეგ მოწმეები ხედავდნენ მკვეთრი სინათლის სხივს, რომელიც თითქოსდა, სინათლის ნაკადს და თავად ადამიანს აკავშირებდა, და ბოლოს, აღშფოთებით და განცვიფრებით აღმოაჩენდნენ, რომ სინათლის სვეტი იწყებდა საკმაოდ კონკრეტული ფორმების მიღებას, სხვა სიტყვებით- იგი იძენდა, ჰიპნოტურ მდგომარეობამდე მიყვანილი ადამიანის მსგავს ფორმას.
დიურვილმა 1000მდე დოკუმენტურად დაფიქსირებული, ცდა ჩაატარა, რისი ეფექტიც მუდამ ერთნაირი იყო, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ ხანდახან, ოთახში მიმდინარე მოვლენებს, მკაფიოდ არა ყველა იქ მყოფი ადამიანი, არამედ მხოლოდ გარკვეული, ექსტრასენსორული ნიჭით დაჯილდოვებული მოწმეები ხედავდნენ. თუმცა ისინიც კი, ვინც ვერ ხედავდა აჩრდილს, მის იქ ყოფნასა და მის მიერ გამოცემულ ბგერებს კარგად აღიქვამდა.

56f586780a95

დიურვილმა დატოვა ჩანაწერები, სადაც “ორეულის” ქმედებებს ახასიათებდა, როგორც საკმაოდ მრავალფეროვანს. მაგალითისთვის მას შეეძლო, იქმყოფთა თხოვნით, კედლის კარადის კარის გაღება და დაკეტვა, ელექტრული ზარის ღილაკზე თითის დაჭერა, საგნების გადაადგილება, სასწორის წონასწორობის დარღვევა და ა.შ. თუმცა აჩრდილთა ძალა, დიურვილის დაკვირვებითა და გათვლებით, საკუთარი მასით საკმაოდ მცირე იყო, ამასთან თითოეულის წონა, დაახლოებით 30 გრამს უდრიდა.
მრავალი ცნობილი მეცნიერი – პარაცელსი, ნოუტონი, კანტი – აწარმოებდა პარაფსიოლოგიურ ცდებს, დიურვილი იმითაა საინტერესო, რომ მან, ავტორიტეტულ მეცნიერთაგან ერთ-ერთმა პირგელმა, მოახერხა ამაზე დასვნის გაკეთება, დასაყოველთაოდ იმის აღიარება, რომ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ადამიანების სამყაროსთან მჭიდროს დაკავშირებული, სხვადასხვაგვარი არსებების დიდ რაოდენობას აერთიანებს.
დიურვილმა მის მიერ ჩატარებულ მრავალრიცხოვანი დაკვირვების საფუძველზე, შემდეგი დასკვნები გააკეთა: ადამიანის სხეულის გაორება სარწმუნო ფაქტია, რომელიც ცდის საშუალებით მტკიცდება. შესაბამისად, ჩვენი არსი შედგება ფიზიკური სხეულის და გარსისაგან შესაძლოა ასევე მატერიალურისაგან, რომელსაც სულს უწოდებენ. იმდენად, რამდენადაც “ორეულს” შეუძლია სხეულის მიღმა მოქმედება, ხოლო სულს ძალუძს და უნდა გადაიტანოს სიკვდილი, იმისთვის რომ ცოცხალი დარჩეს, ეს თითოეული ჩვენთაგანის რეალურ უკვდავებაზე ლაპარაკის საშუალებას გვაძლევს. ეს სასიხარულო ფაქტი თანამედროვე ადამიანის გულს, სითბოთი ავსებს, თუმცა ამასთან ჩვენ ამ დროისთვის უკვე კარგად უნდა გვცოდნოდა, რომ ადამიანები სინამდვილეში საკუთად “ორეულებს” უხსოვარი დროიდან ეკონაქტებიან. საუბარი გვაქვს სწორედ “ორეულებზე”, ანუ აჩრდილებზე და არა მოჩვენებებზე, თუმცა ეს ცნებები გარკვეულწილად წააგავს ერთმანეთს. მოჩვენება – ეს, ხშირად გარდაცვლილი ადამიანის ფანტომია, “ორეული” კი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, თავის ფიზიკკურ სხეულთან ერთად, მშვენივრად ახორცილებეს თანაცხოვრებას.

4a044df2d39f

ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყვნენ დარწმუნებილნი, რომ ჩვენი სხეული – მხოლოდ გარსია, თავად ადამიანი კი, ანუ მისი პიროვნება, თვალისათვის უხილავ სხეულში მდებარეობს და თავს, მხოლოდ დროდადრო ააშკარავებს. ამასთან “ორეულებისათვის” ძალიან მნიშვნელოვანია, ფიზიკური სხეულის ცოცხლად შენახვა, სადაც მათ, სხეულს მიღმა მოგზაურობის შემდეგ, მუდამ შეუძლიათ დაბრუნება. ამის გამო ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი სხეულიდან ორეულის გამოყოფა, მასთან, ვერცხლის ძაფებით, ანდა სხივებით არიან დავავშირებულნი, რომელთა გაწყვეტა არ შეიძლება, ვინაოდან მათი მეშვეობით ფანტომი “სახლში” ბრუნდება.
სული საკუთად სხეულში ბრუნდება და ამით შეიძლება ავხსნათ, თუ რატომ ზრუნავდენ ასე მომეტებულად ეგვიპტელი ფარაონები საკუთარ სხეულზე და მას, მუმიის სახით ინახავდნენ. ამასთან გრდაცვლილების ქანდაკებებს, პორტრეტული მსგავსების უმცირესი დეტალების სიზუსტის დაცვით პატივმოყვარეობის გამო როდი ქმნიდნენ. ზოგიერთ ქურუმს შეეძლო, გარკვეული წესების დაცვით, აკლდამიდან გამოეძახებინა “ორეული”, რომელიც ქანდაკებაში შესვლის საშუალებით, თითქოსდა, “საკუთარ” ადგილს იკავებდა. მას რჩევისთვის მიმართავდნენ მაშინ, როცა საკუთარი მომავლის ან ბედის გაგება სურდათ.
ოკულტიზმში ითვლება, ადამიანის ფანტომი–რეალობაა. თუმცა, ორთოდოქსალმა ექიმებმაც კი კარგად იციან, რას წარმოადგენს ფანტომური ტკივილები. ისინი ხშირად ხვდებიან ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხელის ან ფეხის ამპუტაციის შემდეგ ავადმყოფს, ეს ხელი ან ფეხი, სამაოდ ჩვეულებრივი ტკივილით “აწუხებს”. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ რომ საქმე ტვინის სექტორის იმ კერის აღგზნებაშია, რომელიც მოკვეთილ ორგანოს შეესაბამება. მსგავი ფანტომების არსებობა ნებისმიერ ცოცხალ მატერიას ახასიათებს. საკუთარი ცდებით განთქმული კიეველი მეცნიერები, ცოლ-ქმარი კირლიანები, ამას შემდეგნაირად ამტკიცებდნენ: ისინი ხის ფოთოლს, უფრო სწორად მის მოჭრილ ნაწილს, მაღალი სიხშირის ელექტრული ძაბვის ქვეშ ათავასებდნენ, რის შედეგადაც მიღებულ ფოტოებზე, მკაფიოდ ჩნდებოდა ფოთლის სრული კონტური, მოჭრილ ნაწილთან ერთად. ანომალიური მოველენების მკვლევარი, ი. ფომინი, კირლიანების მიერ დაფიქსირებულ ცდებს, გარკვეული ინფრორმაციის არსებობის დადასტურებად თვლის, რომელსაც ადგილი მატერიალური სხეულის მიღმა აქვს.

ee56e317c7e8

“ორეულებმა” ხანდახან საკუთარი სხეულის ბედის შესახებ გაცილებით მეტი “იციან”, ვიდრე თავად ადამიანებმა. მრავალი ცნობილი ადამიანი, თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა, რომ გამუდმებით გრძნობდა საკუთარ ხელდასხმულობას. მაგალითად, ნაპოლეონი ამბობდა, რომ მას ხშირად ჰქონდა შეგრძნება, თითქოს ვიღაც ან რაღაც მართავდა. “მე ჩემთვის უცნობი მიზნისკენ მივემართები და სანამ მას არ მივაღწევ, ჩემს გაცერებას ვერაფერი შეძლებს, მაგრამ როგორც კი საკუთარ მიზანს მივაღწევ, ჩემს გასანადგურებლად ერთი ატომიც კი საკმარისი იქნება” – არაერთხელ აღნიშნავდა უდიდესი მხედართმათავარი. აი, სად იღებს თავს ნაპოლენის სიმამაცე, საკუთარსა და და სხვა მრავალი ადამიანის ბედში ასეთი დარწმუნება…

წყარო: ჟურნალი “ამოუცნობი”

მსგავსი ამბები

Back to top button