საკითხავისაქართველოუცნაური

ხატი ვაგონზე?

e621ec05fc13
მოგეხსენებათ საქართველოში უამრავი სასწაული ხდება
მათ შორის ხშირია ხატის კედელზე გამოსახვა.
მე კი დღეს თქვენ გიამბობთ ხატზე, რომელიც მატარებლის ვაგონზე გამოისახა.
მე და დედაჩემი სამტრედიის სადგურში “ელექტრიჩკას” ველოდებოდით. მოგეხსენებათ სოფლებში სამარშრუტო ტაქსების (მარშუტკების) ნაკლებობას განიცდიან, ჩემთან სოფელში კი პლუს ამას 6 საათზე მეტს არ მუშაობენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 საათით ადრე მოგვიწია სადგურში მისვლა. წვიმდა და ვერსად ვერ გავივლიდი, ჰოდა მომიწია ვაგონების თვალიერება. (მარცხნიდან მარჯვნინ) :) ჰოდა შუას რომ მივაღწიე, ანუ ჩემს პირდაპირ მდგომ ვაგონს უცნაური ფიგურა შევნიშნე, რომელიც სასწაულად წააგავდა წმინდა ნინოს. თავიდან შემეზარა მისვლა და გადაღება, მაგრამ მერე ვიფიქრე უცნაურისთვის “ჩავაკარტოჩკებ”-თქო და გადავუღე. იმის მერე ყურადღება არ მიმიქცევია. რომ ჩამოვედი კომპიუტერში ჩავაგდე და გავადიდე, ჩემდა გასაოცად ფოტოზე სახეები, ციფრები და უამრავი რამ ვნახე აღბეჭდილი. არ გჯერათ?
აჰა…
a133eed7cd7f

ამ ფოტოზე მე მოვნიშნე ის ადგილები სადაც დავინახე სახე ნახევრად პროფილში, ანაფორაში გამოწყობილი კაცი და ციფრები.

15e27367a817

ესეც წმინდა ნინოს ხატი ახლო ხედით

45e6fb9d6d70

ნახევრად პროფილი

3154e6f214c1

კაცი ანაფორაში

5263d5235ee0

და წიგნი,

eeb674fe6a04
რომელზეც მე ამოვიკითხე (და არამარტო მე) შემდეგი ციფრები: 3, 5, 19, 24, 34, 37.

P.s.

დიდი მორწმუნე კაცი არ ვარ და არც ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ზემოთქმულმა მაიძულა მივსულიყავი და მეკითხა მღვდლებისათვის თუ რას ფიქრობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერავი პასუხი ვერ გამცა, მაგრამ ერთ რამეში შეთანხმდნენ, რომ ნამდვილად წმინდა ნინოა.

(C) Grizzly სპეციალურად უცნაურის მკითხვეთათვის.

მსგავსი ამბები

Back to top button