გასართობისაკითხავისასარგებლო

ალფრედ ჰიჩკოკის გამონათქვამები

ალბათ ყველას მოგეხსენებათ ამ გენიოსი კინორეჟისორის შესახებ. მინდა წარმოგიდგინოთ მისი გამონათქვამები.

მე რომ „კონკია“ გადამეღო, ეტლში გვამს დაუწყებდნენ ძებნას.ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს მაყურებლის შარდის ბუშტის გამძლეობას.

მიყვარს,როდესაც ჩემი მაყურებლების ნერვებზე ისევე ვუკრავ, როგორც პიანინოზე.

დისნეის საუკეთესო მეთოდი აქვს მსახიობთა შერჩევის- თუკი არ მოეწონება რომელიმე მათგანი, უბრალოდ წაშლის მას.

სასპენზის ჩვეულებრივ ფორმათა შორის უმთავრესია, რომ პუბლიკა სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ,. წინააღმდეგ შემთხვევაში სასპენზი არ იქნება.

მე ფილანტროპი ვარ- ვაძლევ ხალხს იმას, რაც მათ სურთ. ხალხს უყვარს, როდესაც მათ ვინმე აშინებს.

ქერათმიანები ყველაზე კარგად ერგებიან მსხვერპლის როლს. ისინი სპეტაკ თოვლს გვანან, რომელზეც სისხლიანი ნაფეხურები რჩება.

ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ მან დააბრუნა მკვლელობა თავის ნამდვილ სახლში.

ფილმებში მკვლელები ყოველთვის ძალიან სუფთა არიან. ჩემს ფილმებში მე ვაჩვენებ, როგორი რთული და ჭუჭყიანი საქმე არის მკვლელობა.

ადამიანი მთლად ღარიბი არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია გაღიმება.

ფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები

რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი

მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია

მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია

თუ მოვინდომებთ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები

ჩვენ, რეჟისორები, ვხდით ფილმს წარმატებულს. რეჟისორის სახელი პუბლიკის ცნობიერებაში პროდუქტის ხარისხის თანაბარზომიერად ხვდება. მსახიობები მოდიან და მიდიან, რეჟისორის სახელი კი მაყურებლის მეხსიერებას ნათლად უნდა შემორჩეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შიშის ატმოსფერო ფილმში უნდა შეიქმნას მხოლოდ კინემატოგრფიული მეთოდებით

იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი

მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად

იმედია იხალისეთ.

ინფორმაციის პირველადი წყარო: ალფრედ ჰიჩკოკი ;)

მეორადი წყარო: ვიკიციტატა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close