საკითხავიუცნაური

ცოტა რამ უცნაური ცხოველების შესახებ


წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ ცხოველებს (სურათები + ინფორმაცია)  
1. ფოთლოვანი ზღვის დრაკონი

ზღვის დრაკონების ტანი, რომელსაც მომწვანო-მოოქროსფრო ელფერი დაკრავს, დაფარულია
ფოთლების მსგავსი გამონაზარდებით., რომლებიც შესანიშნავად ნიღბავენ მას. მხოლოდ
პატარა ფარფლების, ან მოძრავი მანათობელი თვალების საშუალებით შეიძლება მისი
შემჩნევა.
როგორც ზღვის ცხენს, მამრ ზღვის დრაკონსაც შეუძლია გადაზიდოს 150-200 კვერცხი.
კვერცხები ინახება საგულდაგულოდ დახვრეტილ და ფორმამიცემულ ადგილას. კვერცხები
მამრის კუდის ქვეშ იმყოფებიან 8 კვირა.  ზღვის დრაკონებს არ აქვთ არც კბილები და არც
კუჭი.  იკვებებიან ძირითადად კრევეტებზე.  ზღვის დრაკონები ჩერდებიან ცივ, მშვიდ წყალში.

2. მზის დათვი

ეს დათვები აღმოაჩინეს აზიაში, ტროპიკულ ტყეებში. ამ ჯიშის დათვები ზომით ყველაზე
პატარები არიან. ხშირად მათ ძაღლ დათვებსაც ეძახიან პატარა ტანის გამო. მამრები
უფრო დიდი ზომისები არიან ვიდრე მდედრები.
სხვა დათვებისგან განსხვავებით მზის დათვის ბეწვი მოკლე და პრიალაა.  მისი ბეწვი
ძირითადად შავი ან მუქი ყავისფერია, თუმცა ზოგიერთ ადგილას ის ღია ფერისაა.
თვალები აქვთ ღია ფერის და მანათობელი. ამიტომაც უწოდეს “მზის დათვი”.

3. უცნაური ძაღლი ( Komondor)

მიუხედავად იმისა, რომ ამ ძაღლებს აქვთ მოუხერხებელი და ძალიან მძიმე ბეწვი
ისინი ძალიან სწრადად მოძრაობენ.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ არც ბეწვი
სცვივათ. ეს ბეწვი დიდ მოვლას არ საჭიროებს, უბრალოდ რეგულარულად
შეჭრაა საჭირო.  ამ ჯიშის ძაღლები მხოლოდ თეთრები არიან, თუმცა თუ ხშირად
არ დაბანთ ნაცრისფრები გახდებიან : P

4. ანგორის კურდღელი

ამ ჯიშის კურდღლები ჩვეულებრივებს ჰგვანან მხოლოდ რბილი და ფაფუკი ბეწვით.
ისინი მრავლად არიან თურქეთში . ეს ჯიში ერთერთი უძველესია შინაურ ცხოველებში.
ასევე არსებობს ანგორის კატა და ანგორის თხა. მე17 საუკუნეში ძალიან პოპულარულები
იყვნენ საფრანგეთში. ამერიკაში პირველად გამოჩნდნენ მე19 საუკუნეში.  ისინი ტანით
ჩვეულებრივი კურდღლის ზომისები არიან, თუმცა უზარმაზარი ბეწვის გამო დიდები
ჩანან. შეიძლება ამ ბეწვის შეჭრა, ცხოველებს ამით არაფერი უზიანდებათ და ნორმალურ
კურდღლებს ემსგავსებიან.

5. წითელი პანდა

ეს ძუძუმწოვრები ზომით ჩვეულებრივ კატაზე ოდნავ დიდები არიან. დიდი პანდების
მსგავსად, აქვთ კუმშვისუნარიანი ბრჭყალები. აქვს “ცრუ დიდი თითი”, რომელიც
ნამდვილად მაჯის ძვლის გაფართოებაა. სქელი ბეწვი იცავს სიცივისგან და ახშობს
ჯირკვალის სუნს, რომელიც ფეხებთან მდებარეობს.

6. ზარმაცა

ზარმაცები არიან საშუალო ზომის ძუძუმწოვრები, რომლებიც ცხოვრობენ შუა და სამხრეთ
ამერიკაში. ისინი ჭამენ ყველაფერს: მწერებს, ხვლიკებს, ლეშს, მაგრამ მათი დიეტა შედგება
ძირითადად კვირტებისგან და ფოთლებისგან. ფოთლები, მათი ძირითადი საკვები, არ
აწოდებს მათ ორგანიზმს საკმაო ენერგიას და უჭირთ მისი მონელება. ზამრმაცებს აქვთ
სპეციფიური კუჭი, რომელიც დიდი ზომისაა და ნელა მუშაობს. ამიტომაც უჭირთ ფოთლების
მონელება.

7. იმპერატორი ტამარინი

ამ ცხოველს “იმპერატორი ტამარინი” ეწოდა იმის გამო, რომ ძალიან ჰგავს გერმანელ
იმპერატორ ვილჰელმ II-ს. სახელი თავიდან ხუმრობით შეარქვეს, მაგრამ დროთა
განმავლობაში სერიოზული სახე მიიღო და გახდა ოფიციალური სახელი.  ტამარინების
ბეწვი ნაცრისფერია, რომელშიც არის ყვითელი წინწკლები. ხელები და ფეხები შავია,
ხოლო კუდი – ყავისფერი. ისინი ცხოვრობენ ტროპიკულ ტყეებში. საცხოვრებლად ირ-
ჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხე დგას. ისინი დღის ცხოველები არიან, მთელი
დღის განმავლობაში დახტიან ხეებზე და ტოტებზე ეკიდებიან კიდურებით.

8. ჯადოქარი თევზი

მათი უჩვეულო ჭამის ჩვევების და საჭიროების(საფრთხის)შემთხვევაში გამოყოფილი ლორწოს
გამო მეცნიერები ზღვის ყველაზე გულისამრევ ცხოველს უწოდებენ.
ეს თევზები გრძელები არიან, ჭიისმაგვარები და შეუძლიათ დიდი რაოდენობით გამოყონ
ოფლი ან ლორწო. თუ მას დაიჭერთ კუდით ისინი გაქცევას შეეცდებიან სპეციფიური
ლორწოს გამოყოფით, რომელიც გასქელდება და წყალთან შეხებისას ექნება საშინელი
სუნი. ამ სუნის გაცლა ძალიან ძნელია, 1 დღეში არ გაგეცლებათ

9. ვარდისფერი ჯავშნოსანი

ეს არის ყველაზე პატარა ცხოველი ჯავშნოსანთა კლასიდან.  მათი გრძელი კუდი
არის ღია ვარდისფერი.პირველად აღმოაჩინეს არგენტინაში. შეშინების შემთხვევაში,
მათ შეუძლიათ ჩაფლონ თავისი თავი მიწაში. ისინი ცხოვრობენ თავისივე გათხრილ
ხვრელებში. თავს კარგად გრძნობენ ჭუჭყიან ადგილას. იკვებებიან მატლებით, მწერებით
და ლარვებით ან მცენარეების ფესვებით.

10. Axolotl

ეს თევზის ერთერთი სახეობაა, თუმცა ამ თევზების ლარვები თავდაპირველად არიან
ხმელეთზე. შემდეგ კი ზრდასრულობაში გარდაიქმნებიან წყლის ლაყუჩებიან თევზებად.
მათ ძირითადად იყენებენ მეცნიერული გამოკვლევებისთვის. შეუძლიათ სხეულის ნაწილების
აღდგენა, ადვილად გამრავლება და ყავთ დიდი ემბრიონები. ამერიკაში მათ შინაური
ცხოველების სტატუსი აქვთ.

პ.ს კიდევ დავდო ასეთი?  :(წყარო: http://divaboo.info

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close