არქივი

მეტყველება

baby picture photo 2

მეტყველების ჩასახვა

მეტყველება,როგორც აქტი,ორი პირის ურთიერთობას გულისხმობს. ბავშვი მეტყველებას მაშინ იწყებს,როცა მას მოთხოვნილების დაკმაყოფილების საჭიროება აიძულებს სხვას მიმართოს.ბავშვის ამეტყველება რთული პროცესია და ის უეცრად არ დგება.მას წინ მოსამზადებელი პერიოდი უსწრებს.ამ პერიოდში განვითარება 2 მიმართულებით მიმდინარეობს:
1.ბავშვის მიერ გამომხატველი მოძრაობების გაგება (განსაკუთრებით სხვების მეტყველების)
2.ბავშვის მიერ სიტყვების წარმოთქმა ე.ი. მისი ბგერითი აქტივობა.

გაგების უნარის განვითარების შემდგომ მოსამზადებელ საფეხურზე რაიმე კონკრეტული სიტყვის გაგონებისას ბავშვი თავს იქითკენ აბრუნებს.მაგ: “ტიკ-ტაკ”.ამის გაგონებაზე ბავშვი თავს საათისკენ მიაბრუნებს.

ბავშვისთვის სიტყვის გაგების უნარის ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჟესტებს.სიტყვის გამოყენება და ჟესტით შესატყვის საგანზე მითითება ხელს უწყობს მათ შორის კავშირის დამყარებას.

ბავშვის ბგერით აქტივობაში 2 ასპექტს არჩევენ:კივილი და ტიტინი.კივილი ის პირველი საშუალებაა,რომლითაც ჩვილი ზემოქმედებას ახდენს სხვაზე.ის ყველაფერს კივილით გვატყობინებს:შია,სწყურია თუ ჩაისველა.მშობლები საკმაოდ თავშეკავებულები უნდა იყვნენ ბავშვის ტირილთან დაკავშირებული კაპრიზების დაკმაყოფილებაში,რადგან ეს უკანასკნელი სწავლობს,რომ კივილით და ტირილით ყველა სურვილს აისრულებს,მოგვიანებით ყველაფერზე ტირილს დაიწყებს.სიცოცხლის პირველი წლის პირველ ნახევარში ტირილი მექანიკური ხასიათისაა,ბავშვი მას შეგნებულად არ მიმართავს.მდგომარეობა იცვლება 8 თვიდან-როცა ბავშვს გამომხატველ მოძრაობათა გაგების უნარი უჩნდება.

ტიტინიც ტირილის მსგავსად,გამოცდილების გარეშე ყალიბდება.რაკი ჩვილის ტიტინით რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ ხდება,ამიტომ ბავშვი მას იშვიათად იყენებს.ტიტინი სპონტანურად წარმოიშობა,მაგრამ როცა გაგების უნარი აღმოცენდება-მას თავისი ფუნქცია ენიჭება.ტიტინი რომ თავდაპირველად სპონტანური აქტია და ბავშვისთვის გამომხატველობით მნიშვნელობას მოკლებულია,იქიდანაც ჩანს,რომ ყრუ ბავშვებიც ტიტინებენ.
ბავშვის პირველი სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება სახელდების მიზნით.ბიულერის აზრით,ის მხოლოდ მის სურვილებს და მოთხოვნებს გამოხატავს.

მეტყველების განვითარების პერიოდები
ყველაზე უფრო მიღებულად ითვლება მეტყველების განვითარების პერიოდების შტერნისეული კლასიფიკაცია.ის ამ პერიოდებს ეპოქებს უწოდებს,სხვები სტადიებს ხმარობენ,მაგრამ ყველგან ერთ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

პირველი პერიოდი
ეს პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და მოიცავს 1-1,5 წლის პერიოდს.ბავშვი ჯერ კიდევ არ მიმართავს ნამდვილ მეტყველებას.არ აქვს შეგნება,რომ საგანს თავისი სახელი ჰქვია და არაა გაცნობიერებული საგნობრიობა.უზნაძეს და შტერნს მიაჩნიათ,რომ ჩვილს სუბიექტური მდგომარეობა წარმოათქმევინებს სიტყვას,რომელიც ყველა საგანს კი არ ეკუთვნის,არამედ მსგავს საგანთა გარკვეულ ჯგუფს.მაგ: ლინდნერის ბავშვი სიტყვას “დაბადების დღე”,ხმარობდა ყველა დღესასწაულის მიმართ.

მეორე პერიოდი
მე-2 პერიოდი იწყება დაახლოებით 1,5 წლიდან.ამ დროს ჩნდება ნამდვილი მეტყველება.ყველა ბავშვი ზუსტად ერთ დროს არ ამეტყველდება.არსებობს დროის გარკვეული დიაპაზონი,რომლის ფარგლებშიც ბავშვის მიერ ენის ადგმა ნორმალურად ითვლება (1,6-2 წწ.).თუ ბავშვი 2 წლის შემდეგაც არაა ენაადგმული და არც ცდილობს ლაპარაკის დაწყებას,ეს იმას ნიშნავს,რომ რაღაც უშლის ამეტყველებას და მიზეზია გასარკვევი.

ეს არის 1სიტყვიანი წინადადების პერიოდი.ამ პერიოდში ბავშვი აღმოაჩენს,რომ ყველას საგანს თავისი სახელი ჰქვია,იგებს სიტყვის სიმბოლურ მნიშვნელობას..როგორც კი ბავშვი მიხვდება,რომ ამა თუ იმ კონკრეტულ საგანს თავისი სახელი აქვს,ეს აღმოჩენა ყველა საგანზე გადაიტანება.

2 წლის ბავშვს 300-მდე სიტყვა გააჩნია,ხოლო 3 წლის ასაკში 1200 სიტყვას ფლობს. მე-2 პერიოდში ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი აქტი-1)უაზრო ბგერათა კომპლექსი საგნის აღმნიშვნელად იქცა და 2)ჩნდება მოთხოვნილება, გაიგოს ყოველი ახალი საგნის სახელი.

აღსანიშნავია ბავშვის სიტყვათა მარაგის სწრაფი ზრდა.1,3 წლის ბავშვთან 100%-ით არსებითი სახელები გვხვდება,მე-2 წლის ბოლოდან ჩნდება ზმნებიც,1,8 წლის ბავშვთან 78% არსებითი სახელი და 22% ზმნაა.მოგვიანებით კი სხვა კატეგორიის სიტყვებიც ჩნდება.

მესამე პერიოდი
მესამე პერიოდში (2-3 წწ.) წინადადებაში გაერთიანებული სიტყვები ფორმას იცვლიან.ძირითადი სიახლე არის სიტყვების ფლექსური (დაბოლოება) ცვლა და სინტაქსური კავშირების გამოყენება..ბავშვი წინადადებაში 3, 4 ან მეტ სიტყვის გაერთიანებას ახერხებს.ჯერ ჩნდება თხრობითი წინადადება და შემდეგ-კითხვითი. შტერნის მიხედვით, ბავშვის მეტყველების გრამატიზაცია გამოწვეულია “ენის გასაჭირით”. ბავშვს არ ჰყოფნის სიტყვები ყველა მისი განცდის გადმოსაცემად,ჩნდება “ენის გასაჭირი” და ბავშვი ახდენს სიტყვების გრამატიზაციას.შტერნი თვლის,რომ ეს ყველაფერი (სიტყვათა სპონტანური გადამუშავება) გაუცნობიერებლად ხდება.

განსხვავებული აზრი აქვს ბიულერს.ის თვლის,რომ გრამატიზაცია ბავშვის ინტელექტუალური აქტივობის შედეგია და თავისი მნიშვნელობით შეგვიძლია გავუტოლოთ იმ აღმოჩენას,ბავშვი საგანსა და სიტყვას შორის მიმართების წვდომით რომ ახდენს.სიტყვათა გრამატიკულ ცვლილებებზე გადასვლა რომ ინტელექტუალუირი მოქმედების შედეგია მტკიცდება იმითაც,რომ ბავშვი ერთდროულად იწყებს მეტყველებაში ბრუნების,უღლების და შედარების ძირითადი ფორმების გამოყენებას.

მეოთხე პერიოდი
მეოთხე პერიოდი მოიცავს ასაკს 3-დან 5 წლამდე.ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ახალი წარმონაქმნია დამოკიდებული წინადადების გაჩენა.ბავშვს შეუძლია გამოყოს ერთმანეთისგან მთავარი და მასზე დაქვემდებარებული,
დამოკიდებული აზრები.დაახლოებით 5 წლისათვის საკმაოდ კარგად იყენებს წინადადების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გრამატიკულ ნაწილაკებს.

მე-4 პერიოდის კიდევ 1 მონაპოვარია ბავშვის კითხვების ახალი მიმართულების გაჩენა.მისი წინანდელი კითხვები: “რა არის?”,”რა ჰქვია?”,ახლა იცვლება სხვებით –“რატომ?”,”როდის?”.ხშირად ამ ასაკის ბვაშვებს უწოდებენ “რატომელებს”

ეგოცენტრული მეტყველება

ბავშვის მიერ წარმოთქმული სიტყვები უშუალოდ მის მოთხოვნებთან,სურვილებთან არის დაკავშირებული.როცა ბავშვი თამაშობს,ის საგნები,რომლებსაც თამაშობს,მისი თითოეული მოქმედებები მეტყველების ობიექტად იქცევიან.
ბავშვს აქვს 2 სახის ენა:სურვილის და აღწერის.ერთი სუბიექტურია,მეორე ობიექტური.”სურვილების ენა” უმთავრესად სოციალური კონტაქტის ამოცანებს ემსახურება.ბავშვი “აღწერის ენას” მაშინაც კი მიმართავს,როცა ის მარტოა.თუმცა მნიშვნელობა არ აქვს უფროსები უსმენენ თუ არა,აღწერის ენა განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისთვის.პირველად ამ ტიპის ენას ყურადღება პიაჟემ მიაქცია და მას “ეგოცენტრული მეტყველება” უწოდა.იგი 7 წლამდე გრძელდება,მეტყველების მეტად დამახასიათებელ ფორმას წარმოადგენს და მერე ქრება..ეგოცენტრული მეტყველება 2 და 3 წელს შუა აღმოცენდება და ბავშვის საერთო მეტყველებაში მსისი წილი სწრაფად იზრდება,პიკს აღწევს 4 წლის ასაკში,8 წლის ასაკში კი საერთოდ აღარ არსებობს.ეგოცენტრული მეტყველების პირველი ახსნა პიაჟეს ეკუთვნის და თვლის ,რომ ამ ტიპის მეტყველება არ ასრულებს კომუნიკატურ ფუნქციას.
ვიგოტსკი არ ეთანხმება პიაჟეს.ის თვლის,რომ ეგოცენტრულ მეტყველებას გარკვეული ფუნქცია აქვს.როცა ბავშვს ხელს ვუშლით თამაშში,რომელშიც ჩართულია ამ ტიპის მეტყველება,ბავშვი კი არ წყვეტს მას,არამედ აგრძელებს და მეტყველება ძლიერდება.ვიგოტსკის აზრით,7-8 წლის ასაკში ეგოცენტრული მეტყველება არ ქრება,ის იქცევა შინაგან მეტყველებად.

საინტერესო ინფორმაციები

1.ბავშვები სხვადასხვა დროს იდგამენ ენას. ენის ადგმის ნორმალურ დიაპაზონად ითვლება 1,6-2 წელი.
2.გოგონები უფრო მალე იწყებენ მეტყველებას,ვიდრე ვაჟები.
3.კულტურული,განათლებული ოჯახის შვილები ნახევარი წლით ადრე იდგამენ ენას,ვიდრე გაუნათლებელი ოჯახის შვილები
4.მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები ცოტას ტირიან,იქ მათი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად არ სცალიათ
5.სოციალურ გარემოს აქვს უდიდესი ზეგავლენა ბავშვის მეტყველების განვითარებაზე (და არა მარტო მეტყველების)

მსგავსი ამბები

Back to top button