კულტურა

ყველაზე საშიში ვირუსი Stuxnet ებრაული წარმოშობისა..

5a984ae74cbe
ალბათ ბევრ თქვეგანს სმენია სახელი Stuxnet , რომელიც ფაქტიურად განადგურებით ემუქრებოდა კომპანიებსა თუ საწარმოებს.

თავის დროზე ამ Malware-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა დღემდე მისი წარმომავლობა ყველასთვის უცნობი იყო. სულ ახლახანს სიმანტეკის მესვეურებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს საშინელი ვირუსის სახეობა შექიმნა ისრაელში და პირდაპირ მიმართული იყო კომპანიების წინააღმდეგ, კერძოდ კი ისეთი კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ურანის გამდიდრებას უწყობენ ხელს.

ერთ-ერთი უძლიერესი და დამანგრეველი Malware განადგურებას საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს ანტივირუსული პროგრამების მწარმოებელმა კომპანიებმა. სამწუხაროდ ამ ვირუსმა თავისას მაინც მიაღწია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არაერთ კომპანიას მიაყენა სერიოზული ზიანი. სიმანტეკმა 12 ნოემბერს ოფიციალურად გააკეთა განაცხადი იმის თაობაზე, რომ ვირუსი ებრაული წარმოშობისაა, თუმცა ქსელი, რომელიც მის გავრცელებას ხელს უწყობს მდებარეობს ფინეთსა და ირანში. სიმანტეკი ასევე ირწმუნება, რომ ვირუსმა ყველაზე დიდი ზიანი ირანში არსებულ კომპანიებს მიაყენა , შესაბამისად ჰაკერების სამიზნე სწორედ ირანი გახლდათ, რომელიც ატომური იარაღის წარმოებას ეწევა.

წყარო: geo-geek.com

მსგავსი ამბები

Back to top button