ახალი ამბები

ქალებს ”ქალური მამაკაცები” სურთ

qaluri

აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები უპირატესობას ”ქალურ მამაკაცებს” ანიჭებენ, – წერს გაზეთი The Daily Telegraph.

თუ საუკუნეების მანძილზე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ძლიერი შთამომავლობის დასატოვებლად, პარტნიორებად მოკლეშუბლიან, კვადრატულნიკაპიან და წვრილტუჩება მამაკაცებს ირჩევდნენ, ახლა მათი შეხედულებები შეიცვალა და მთლიანად სათუთი და ნაზი მამაკაცებისაკენ მიიმართა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 30 სხვადასხვა ქვეყნის 4 500, 16-დან 40 წლამდე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ მათგანს ფოტოშოპის მეშვეობით გაკეთებული ერთი და იგივე ადამიანის ორი სხვადასხვა ფოტო აჩვენეს. პირველ სურათზე მამაკაცი უფრო ვაჟკაცური და უხეში ნაკვთებით იყო გამოსახული, მეორეზე კი პირიქით – უფრო ”ქალური”.

გამოკითხულთა ხმათა უმრავლესობა სწორედ ”ქალურ მამაკაცებს” ხვდა წილად. მაგალითად, ექსპერიმენტში მონაწილე შვეციელი ქალბატონების,(სადაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ დონეზე დგას სამედიცინო მომსახურების საკითხი), 68%-მა სწორედ ასეთი ტიპის მამაკაცებს მიანიჭა უპირატესობა.

ბრიტანელი გამოკითხული 10 მანდილოსნიდან 6-მაც ანალოგიური არჩევანი გააკეთა, რაც შეეხება ბრაზილიელ ქალებს, სადაც მედიცინის სფეროს მხოლოდ წარმატება თუ შეიძლება უსურვო, პარტნიორად უხეში ”მაჩო” აირჩიეს.

ქართველი გოგოების აზრი მაინტერესებს ძალიან ამ საკითხზე, მარა ჩემი აზრით ქართველ გოგოებსაც სამწუხაროდ ქალური კაცები (მასეთებს თუ კაცს დავუდზახებთ ;) ) უფრო მოსწონთ :ukanali: .

მომზადებულია www.ambebi.ge – ის მიხედვით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close