სიკვდილის სასტიკი გზები
სრულიადში გაეცნობით სიკვდილის რამდენიმე ცნობილ შემზარავ შემთხვევას :lol2:
1. György Dózsa – უნგრეთში მეფის წინააღმდეგ აჯაყებული გლეხების მეთაური. 1514 წელს ის ტრანსილვანიაში სიკვდილით დასაჯეს: დასვეს გავარვარებულ სკამზე და თავზე გახურებული გვირგვინი დაადგეს. სანამ აგონიაში ჩავარდებოდა და მოკვდებოდა, მისი სხეულის ნაწილებს 6 გლეხი გლეჯდა და ჭამდა. ეს გლეხები გიორგის განუდგნენ და სანამ მის სხეულს მიასევდნენ, 1 კვირის განმავლობაში აშიმშილეს.
2. Franz Reichelt – საფრანგეთში დაბადებული ავსტრიელი მკერავი და გამომგონებელი. მან შექმნა პალტო-პარაშუტი, რომლის გამოცდაც საკუთარ თავზე აიღო და ეიფელის კოშკიდან გადმოხტა. გამოგონებამ არ გაამართლა და რეიჩელი დედამიწას დაასკდა :lol2:
3. Collyer Brothers – 1947 წელს ნიუ-იორკის მოქალაქე ლანგლი რაღაც ნივთს წამოედო და კედელს მიეჯახა, შედეგად კარადების, წიგნებისა და ჟურნალები გროვის ქვეშ მოყვა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მის ბრმა ძმა ჰომერსაც იგივე ბედი ეწია (რადგან მუდამ ძმას დაყვებოდა), ოღონდ ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
4. Thich Quang Duc – პრეზიდენტის მხრიდან ბუდიზმის შევიწროების გამო 1963 წელს ერთ-ერთი ბუდისტი ბერი გამოვიდა გზაჯვარედინზე, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
5. Kurt Godel – ერთ-ერთი უძლიერესი ლოგიკოსი და მათემატიკოსი შიმშილისგან გარდაიცვალა 1978 წელს, როცა მისი ცოლი საავადმყოფოში იწვა. მან უარი თქვა საკვებზე და გარდაცვალების მომენტში დაახლოებით 30 კგ იყო :(
6. Robert Williams – პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი რობოტ-მექანიმზმმა იმსხვერპლა. ‘ფორდის’ ერთ-ერთ ქარხანაში მას ერთ ტონიანი დანადგარი მოხვდა თავში.
7. Vladimir Smirnov – მოფარიკავე ვლადიმირი რომის ოლიპმიურ თამაშებზე დაიღუპა 1982 წელს. მისმა ოპონენტმა ერთ-ერთი ილეთის გაკეთებისას მანძილი ვერ დაიცვა, შედეგად დაშნამ მუზარადი გახვრიტა და ვლადიმირს ჯერ თვალი, შემდეგ კი ტვინი გაუპო. ამ შემთხვევის შემდეგ დაშნებს პირზე დამცავი უკეთდებათ :)
8. David Allen Kirwan – 1981 წელს 24 წლის ტურისტი დევიდი მეგობრის ძაღლის გადარჩენას ცდილობდა და ცხელ ტბაში შევიდა. გარდა იმისა, რომ ძაღლს ვერ უშველა, მიიღო მესამე ხარისხის დამწვრობა და დაბრმავდა. მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
9. Jimmy Lee Gray – 1983 წელს მისისიპის მოქალაქეს სიკვდილით დასჯის ვერდიქტი გამოუტანეს 3 წლის ბიჭის მოტაცებისა და გაუპატიურების გამო. მას გაზის ოთახში უნდა დაესრულებინა სიცოცხლე, მაგრამ გაზი საკმარისი არ აღმოჩნდა. 8 წუთიანი ტანჯვის შემდეგ სკამზე დაბმულმა ჯიმიმ მის უკან მდებარე ბეტონის კედელს თავის (კეფის) რტყმა დაუწყო, რამაც მალე მოუღო ბოლო.
10. ავსტრალიელი მამაკაცი – მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა და ამისთვის მის მფლობელობაში არსებული თოფი აირჩია. პირველი ცდა უსედეგო იყო – ტყვიამ გულმკერდი გაიარა და ზურგიდან გამოვიდა, ისე რომ ორგანოები არ დაუზიანებია. მეორე ცდაზე სამიზნე ყელი იყო, თუმცა ამჯერად რაც მოახერხა, იყო ქვედა ყბის მოგლეჯა. მესამეჯერ როგორც იქნა გაუმართლა და ტყვიამ გული შუაზე გაგლიჯა.
:boli: