არქივი

“ყველა იტყუება!” …

cf047705628e

სერიალი “ექიმი ჰაუსი” საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰოდა ამერიკელმა ფილოსოფოსებმა გადაწყვიტეს გაერჩიათ სერიალის მთავარი გმირის (ჰაუსის) თითოეული მანერაც კი და გამოუშვეს წიგნი სახელწოდებით – “ჰაუსის ფილოსოფია-ყველა იტყუება!”.

5ace09d6caa7

წიგნი 18 ფილოსოფოსის გარჩევისაგან შედგება. თითოეული მათგანი განიხილავს სერიალის ასპექტს. მაგალითად, როგორიცაა დავუშვათ ჰაუსის ესოდენ დიდი უხეშობა, როგორც პაციენტების ისე თანამშრომლების მიმართ. ეს უბრალოდ ცუდი თვისებაა მის ხასიათსი თუ მისი სიუხეშე ეფუძნება რაიმე სხვას. (ფეხის ტკივილის გარდა რათქმაუნდა) :lol2: .

953a357c0b1f

ასევე განიხილავენ მის მდგრად უარყოფას სიმართლისა და ზრდილობის მიმართ. იგი ყველას აიძულებს სიტუაციას მოულოდნელი მხრიდან შეხედონ. მაგრამ ის რომ უბრალოდ ერთი ჭკვიანი, საყვარელი, ბუნჩულა ექიმი ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გახდებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. :yes: და საერთოდაც ის არც თუ ისე უბედურია, რადგან ასრულებს თავის ვალს და ამით კმაყოფილდება. :yvavili:

760f3085c0f1

ასევე მინდა გითხრათ რომ წიგნის შემქმნელი ამერიკელი ფილოსოფოსები ერთმანეთთან აკავშირებენ ჰაუსსა და მსოფლიოსს უდიდეს მსოფმხედველებს. როგორიცაა მაგალითად სოკრატე და ამას ასე ახსინიან, რომ ჰაუსი, ისევე როგორც სოკრატე არ არის (იყო) განსაკუთრებულად ცერემონიული, რომელიც ადამიანს ფილოსოფიურ პაექრობაში ითრევს. :armjera:

ad62fb52f7f1

რაც შეეხება თვითონ სერიალს, მგონი ყველას მოგვწონს ხო.. ? ;) ჰიუ ლორი მაგარი მსახიობია. ძალიან მიყვარს … smiles

c386f39774e8

წყარო: www.fox.com

P.S. ყველა იტყუება ვითოომ … ?? smileys : D

მსგავსი ამბები

Back to top button