გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ….

იცოდით რომ…..

1. იმის მიხედვით თუ როგორ პოზაში სძინავს კატას,შეიძლება იწინასწარმეტყველო როგორი ამინდი იქნება ხვალ:თუ მოკუნტულია ე.ი იწვიმებს და ცუდი ამინდი იქნება,თუ გაშოტილია ე.ი კარგი ამინდი იქნება :love:

2. სპორტული ინვენტარის ფირმა ADIDAS-ი დააარსა გერმანელმა მეწაღემ ADOLF DASLER-მა ,რომელიც თავიდან კერავდა ოთახის ჩუსტებს რეზინის ძირით,შემდეგ კი გააკეთა პირველი რეზინისძირიანი კედი….მისი სიკვდილის შემდეგ მისი ქონება გაიყვეს მისმა ორმა შვილმა. ერთი ძმის ქონება დარჩა ისევ ADIDAS-ის სახელით,ხოლო მეორე ძმამ დააარსა ცალკე ფირმა რომელსაც ახლა მსოფლიო ბაზარზე მესამე ადგილი უჭირავს,ეს არის PUMA.

3. შუა საუკუნეებში მდიდარი ევროპელები უსუფთაოდ ყოფნას ამჯობინებდნენ,მათ მიაჩნდათ რომ თავის გასუფთავება მხოლოდ ღარიბებს ევალებოდათ,რადგან მთელი დღე მინდორში მუშაობდნენ.მათ მიაჩნდათ რომ აბაზანის მიუღებლობა მათი სიმდიდრის ნიშანი იყო,ხოლო ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი თვეში ერთხელ ბანაობდა.ლეონარდო დავინჩმა გამოიგონა მაღვიძარა რომელიც ადამიანს ფეხის გულზე ფხანს და ისე აღვიძებს :aaaa:ვენერა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს4. ცემენტი ქართველმა იგორ ჭელიძემ გამოიგონა მაგრამ მას ისტორიაში ჭელიავით მოიხსენებენ.5. ბუზი წინიდან ვერ ხედავს ამიტომაც არის რომ როცა უკნიდან ეპარებით მაშინვე ფრინდება.

6. ხელის ჩამორთმევას ფარული მნიშვნელობაც აქვს. როგორც წესი, მამაკაცები ქალებზე ხშირად ესალმებიან ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით. ამიტომ ნამდვილად იციან, რომ ხელი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, ზოგს – თბილი, ცხელიც კი, ზოგს – ცივი და ტენიანი. ამ სხვაობით თურმე ადამიანის ტემპერამენტის გარკვევა შეიძლება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტი, ადამიანში შეიძლება ქოლერიკის, სანგვინიკის, მელანქოლიკისა და ფლეგმატიკის თვისებები შერწყმული იყოს. მაშ ასე:
1. ცხელი და მშრალი ხელები ახასიათებთ სანგვინიკებს. ან შესაძლოა, თქვენი ნაცნობი ამაღლებულ, გულითად ხასიათზეა. ასეთი ადამიანები მოძრავნი და გულღიები არიან, საუბრის დროს ენერგიული ჟესტიკულაცია ახასიათებთ.
2. ცხელი და ტენიანი ხელები ქოლერიკებისთვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, თქვენი ნაცნობი აღგზნებული ან გაღიზიანებულია. ასეთი ადამიანები მძაფრად რეაგირებენ საუბრის დეტალებზე, გაუწონასწორებელნი არიან, შეუძლიათ მკვეთრად ახარხარდნენ და მერე უცებ ანერვიულდნენ.
3. ცივი და მშრალი ხელები ფლეგმატიკების დამახასიათებელია. როგორც წესი, საუბრისას ფლეგმატიკი ყოველ სიტყვას წონის, ლაპარაკობს ნელა, თითქოს ძალდატანებით. ძალიან ძნელია მისი მოთმინებიდან გამოყვანა, მუდამ აღუშფოთებელი და გაწონასწორებულია. შესაძლოა, ასეთი ადამიანი კლასიკური ფლეგმატიკი არც არის, უბრალოდ, მოცემულ მომენტში თქვენ მის ინტერესს იწვევთ.
4. ცივი და ტენიანი ხელები მელანქოლიკებს აქვთ ხოლმე. შესაძლოა, საუბარში ასეთ ადამიანს ადვილად ატკინოთ გული, და ის კიდევ დიდხანს იდარდებს ამაზე. მისი რამეზე დაყოლიება ძალიან ძნელია, ყველანაირად ეცდება უარის თქმას; მოიმიზეზებს, რომ მაინც არაფერი გამოუვა. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც მიესალმეთ, დღეს რაღაცამ გაანერვიულა, ან დათრგუნულია.

7. რატომ გარბიან ვირთხები გემიდან, რომელიც იძირება? ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან იმ ბგერების მიმართ, რომელთაც ადამიანები ვერ აღიქვამენ. არ არის გამორიცხული, რომ ჯერ ისევ წყნარ ნავსადგურში ესმით ვირთხებს “ზღვის ხმა”, და ჩქარობენ გაქცევას გემიდან, რომლის რეზონანსული სიხშირე ემთხვევა შტორმის ტალღების სიხშირეს. ისინი გრძნობენ, რომ ასეთ გემს შეიძლება არ გაუმართლოს. კაპიტანმა ყველაფერი იცის, მაგრამ ვირთხებმა უფრო მეტი იციან

8. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა

9. ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი დროშის ამ ფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ.
გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად

10. ფრანგული კაფეს სახელი ,,ბისტრო” გაჩნდა 1814 წელს,როდესაც რუსი კაზაკები პარიზში ჩავიდნენ,ისინი სამიკიტნოს პატრონებს უყვიროდნენ ,,ბისტრო” რაც ნიშნავს ჩქარს

11 . იცით რა საერთო აქვთ სიტყვა ატლასს და ადამიანს?
თურმე ტერმინი”ატლასი”, გეოგრაფიული რუკების სისტემატური კრებულის მნიშვნელობით ,შემოიღო ცნობილმა ფლამანდიელმა კარტოგრაფმა- ჰერგარტ მერკატორმა (1512 – 1554 წ. წ. ) მისი რუკების კრებულის ყდაზე გამოხატული იყო ბერძნული მითოსის გმირი- ატლანტი, ანუ ატლასი, რომელსაც მხრებით ეჭირა ბირთვისებრი ციური სფერო-დედამიწა.
ადამიანის კისრის პირველ მალასაც ატლასი ჰქვია,რადგან მას ეყრდნობა (მას უჭირავს) თავის ქალა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close