გართობაკულტურა

”წყალთამბჯენი” თუ ნოეს კიდობანი?!

catambjeni

მალაიზიელმა არქიტექტორებმა ახალი კონსტრუქციის – ”hO2+scraper” – პროექტი შექმნეს, რომელიც ცათამბჯენს ჰგავს, მაგრამ არა ცისკენ, არამედ წყლის სიღრმეში ეშვება და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა, წერს ”Prian.ru”.

როგორც პროექტის ავტორი არქიტექტურული კომპანია ”Sarly Adre Bin Sarkum” აცხადებს, ”წყალთამბჯენი” ავტონომიური მცურავი ქალაქი იქნება, რომელიც ენერგიას ტალღებისგან, ქარისა და მზისგან მიიღებს. წყლის კულტურებისა და სპეციალური ჰიდროტექნოლოგიების წყალობით კონსტრუქციაზე ასევე შესაძლებელი იქნბეა კვების პროდუქტების მიღებაც, ხოლო ნაგებობის ქვედა ნაწილში დამაგრებული საცეცები კინეტიკური მოძრაობის წყალობით ენერგიას დააგროვებს.

მომავალში შესაძლოა ამგვარი “წყალთამბჯენებისგან” მთელი ”მეტაპოლისებიც” კი გაშენდეს. მით უფრო, რომ დედამიწის ზედაპირის 71% წყლით არის დაფარული.

აღნიშნული პროექტი ცათამბჯენების ყოველწლიურ კონკურსზე – ”eVolo Skyscraper Competition” – წარადგინეს

წყარო : www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button