არქივი

საინტერესო ფაქტები რობოტების შესახებ

193baee9a9b9
საინტერესო ფაქტები რობოტების შესახებ.

ჩეხმა მწერალმა კარელ ჩეპაკამ პირველად ახსენა თავის პიესაში სიტყვა “რობოტი”, მაგრამ ამ სიტყვაში ნახსენებია ქარხანა რომელშიც რობოტები თავიანთ თავებს თვითონვე აწყობენ. ეს პიესა ხალხმა პირველად ნახა 1920 წელს. სიტყვა “robota” ჩეხური ენიდან ითარგმნება როგორც “მძიმე სამუშაო” და “კატორღა”.

ნიუ-იორკში ამერიკელმა ინჟინერმა დ. უეიკსლიმ 1927 წელს პირველად დააპროექტა პირველი რობოტი საერთაშორისო გამოფენაზე. ამ რობოტს არც ისე ბევრი ფუნქცია გააჩნდა, მას მხოლოდ შეეძლო ლაპარაკი და ასრულებდა უბრალო მოძრაობებს.

პირველი ადამიანი რომელიც მოკვდა რობოტის ხელით იყო კენძი ურადა, რომელიც მუშაობდა ცნობილი ფირმის – “Kawasaki”-ს საწყობში. ინციდენტი მოხდა 1981 წელს.

იაპონურმა კომპანიამ სახელად Seiko Epson-მა ააწყო მსოფლიოში ყველაზე პატარა რობოტი. რობოტის წონა იყო ნახევარიკილოგრამი და სიმაღლე შეადგენდა სულ რაღაც ერთ სანტიმეტრს.

81 წლის ავსტრალიის მოქალაქემ თავი მოიკლა რობოტის საშუალებით. ის მან დააპროექტა თვითონვე, ხოლო მიკროსქემა მოიპოვა ინტერნეტში. ტრაგედია მოხდა 2008 წლის 18 მარტს.

1950 წელს ნაპოვნი იქნა ცნობილი მეცნიერის ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები. მათ შორის იქნა ნაპოვნი ადამიანის მსგავსი რობოტის ნაწილები. მას შეეძლო ემოძრავებინა თავი და ხელები.

აიზეიკ აზიმოვმა, რომელიც არის მწერალი და სწავლული ჩამოაყალიბა რობოტექნიკის სამი კანონი:
პირველი კანონი: რობოტს არ აქვს უფლება, რომ ადამიანს მიაყენოს ზიანი და ასევე რობოტის მოქმედებების შედეგად ადამიანმა მიიღოს რაიმე ზიანი.
მეორე კანონი: რობოტი ვალდებულია, რომ შეასრულოს ადამიანის ბრძანებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბრძანება არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
მესამე კანონი: რობოტმა უნდა იზრუნოს თავის სიცოცხლეზე, თუ ეს მოქმედება არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button