არქივი

საინტერესო ფაქტები მუსიკაზე

247994111773

მუსიკალური სამყარო ძალიან მრავალფეროვანია. მუსიკალური მიმდინარეობი 21-ე საუკუნეში დახვეწილია, მაგრამ კლასიკური მუსიკა მაინც უკვდავი რჩება. არსებობს ფაქტები მუსიკის შესახებ, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა.

3acc808673ee

იცოდით, რომ კლასიკური მუსიკის შემსრულებელი შეიძლება იყოთ, მაგრამ არ იცოდეთ ნოტების კითხვა? თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ეს წესებიდან გამონაკლისია. ყველაზე ცნობილი გამონაკლისი დაუშვეს ლუჩიანო პავაროტისათვის, რომელიც არ მალავდა, რომ თითქმის არ შეეძლო ნოტების კითხვა. სმენა და საკუთარი სისტემა ნოტების გარჩევისა ეხმარებოდა მას ოპერის პარტიების შესრულებაში, ნოტების უცოდინარობას კი არ შეუშლია ხელი პავაროტისათვის გამხდარიყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდებული ტენორი.

ბაროკოს ეპოქაში კი ყოველ მუსიკოსს მკაცრად მოეთხოვებოდა ნოტების ცოდნა და შესაბამის გამოცდებსაც აბარებდნენ, სადაც ზედმეტის უფლება არ ქონდათ. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში მოსაწყენად ითვლებოდა მუსიკოსი, რომელიც კომპოზიციის შესრულებისას თავისებურ იმპროვიზაციას არ ჩართავდა. ასე პირველად ფრენც ლისტი მოიცა, რომელმაც სხვა მუსიკოსების კომპიზიციები თავისუფლად და იმპოვიზაციულად დაუკრა. 1838 წელს წერდნენ: “მას დღეს შეუძლია დაუკრას ასე, სხვალ კი სხვანაირად. ყოველთვის ლისტი უკრავს, მაგრამ მისი სული ყოველ ჯერზე სხვანაირია”.

დღესაც მუსიკა ზოგჯერ თითქოს სხვანაირად ჟღერს. ბევრია დამოკიდებული დირიჟორზე, სოლისტსა და ორკესტრზე. მაშინ როგორ აიხსნება ცნობილი შემთხვევა, როდესაც დირიჟორ კლემპერერს ბეთჰოვენის “პასტორალის შესრულებისას დასჭრიდა 10 წუთით მეტი, ვიდრე კარაიანს.

065ff0542c63

იცით თუ არა, რომ ბოლო 300 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ხელოვნური ენის შექმნის პროექტი იყო შეთავაზებული? ყველა მათგანი დაიზუნეს, რადგან არ აღმოჩნდნენ ვარგისები. საინტერესოა მუსიკალური ენა, რომელსაც ეწოდება “სოლ-რე-სოლი”. ამ ენის ავტორი ფრანგი ჟან ფრანსუა სიუადრია, მან ენის წესები 1817 წელს ჩამოაყალიბა. 40 წლის განმავლობაში მუშავდებოდა გრამატიკა, ლექსიკა და მთლიანად ენის თეორია, 1868 წელს პარიზში გამოჩნდა პირველი ნამუშევარი ამ ენაზე. ახალი ენის ფესვები უკვე კარგად ნაცნობ 7 მუსიკალურ ნოტს ეფუძნებოდა და რამდენიმე ახალ სიტყვას: “სი” აღნიშნავდა “დიახ”, “დო” – “არა”, “რე” – “და”, “მი” – “ან”, “დო-რე” – “მე”, “დო-ფა” – “ის”, “რე-დო” – “ჩემი” და ა.შ. ასეთი საუბრის მანერის დაკვრაც კი შეიძლებოდა. მაგრამ ენა ძალიან რთული აღმოჩნდა, ამიტომ დაივიწყეს.

87c848d7d081

გსმენიათ, თუ არა იმის შესახებ, რომ სიტყვა “მუსიკა” ძველმა ბერძნებმა გვაჩუქეს. მუზები ბერძნულ მითოლოგიაძი – ზევსის ქალიშვილები, ქალღმერთები, რომლებმაც მოიცვეს მეცნიერება და ხელოვნება. ისინი 9-ნი იყვნენ. მათ შორის არ მოიძებნება ისეთი, რომელიც მუსიკალური ხელოვნებითა და ხმოვანებით ყოფილიყო დაინტერესებული. ზოგი თვლის, რომ ეს იყო ცეკვის მუზა ტერპსიხორა, რადგანაც მისი მოვალეობა რიტმს დამორჩილება იყო, რომელიც ცეკვას ახლდა თან. სხვები კი თვლიან, რომ ეს ევტერპის დამსახურებაა, ლირიკული პოეზიის მუზის (ძველ საბერძნეთში ლექსებს სიმღერით ამბობდნენ). სიტყვა “მუსიკაში” დღესაც ისმის ამბები ღმერთებსა და ლეგენდებზე.

c50d71297b53

იცით, რომ გენიოსი ყველა საქმეში გენიალურად ბრწყინავს? აინშტაინს ვიოლინოზე დაკვრა უყვარდა და ერთხელ გერმანიის საქველმოქმედო კონცერტშიც კი მიიღო მონაწილეობა. მისი შესრულებით აღტაცებულმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაიგო “არტისტის” სახელი და შემდეგ დღეს გამოაქვეყნა სტატია მის არაჩვეულებრივ შესრულებაზე, შეადარა ის ვირტუოზ მევიოლინეს. ალბერტ აინშტაინი ამ სტატიას უჩვენებდა ნაცნობებს და ხშირად სიამაყიტ ამბობდა, რომ ის ცნობილი მეცნიერი კი არა, მევიოლინეა.

მსგავსი ამბები

Back to top button