არქივი

მშობლიურ სოფელს… (უბანს) ანუ “ძალა 1 უბანშია”

f0937241d648

ნახტომის შემდეგ შემოგთავაზებთ თბილისის ერთ ერთი კოლორიტი უბნის კოლორიტულ დახასიათებას.

რარიგ ტკბილი ხარ, რარიგ ტურფა, ჩემო სოფელო
ჩემი სხეულის შენ უჯრედო განუყოფელო

თბილი ნიავი,ველზე მქროლი შენ გეფერება,
პატარძლის ფატა,თეთრი კაბა შეგეფერება.

რაც შეგიცანი,დარდს და ვარამს უმალ მოვეშვი,
მსურს შენთან ყოფნა,არ-რა ყრია სიმარტოვეში.

შენს დიად მთებზე,ნაღველნიც კი სწრაფად ქრებიან,
მთებზე,რომელნიც ბობოქარ ზღვას დამოყვრებიან.

შვების მგვრელია,შენს ტყეებში შემოღამება,
უჭვრეტ დაისს და გავიწყდება ყველა წამება.

საქონლის ჯოგი…არომატი მიყვარს იმათი,
შენი ჰაერიც… შენი მიწაც… შენი კლიმატი.

თავად შენშია ნეტარების ფასი ოცნება,
ხარ მშვენიერი,თვით სიტურფის გასხივოსნება.

გრძნობა შენდამი,ჩემი,მარად ჭეშმარიტია,
თუ დაგივიწყე,ესე იგი ეშმამ მიტია.

…..

შენს გარეშე,ცრემლის დამდის მე ღვარები,
ჰოი,თემქავ,მე მარადჟამს მეყვარები…

ჰო, ახლა რაც შეეხება თემას…ან თემ-ქ-ას! (როგორც გენებოთ)

“skype”-ში ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც თბილისელებთან საუბრისას უბანთა ურთიერთგაცვლამდე რომ მისულა საქმე “თემქაზე” უთქვამთ: “კი გამიგია, მაგრამ იქ არასოდეს ვყოფილვარო”

ჰოდა, სპეციალურად მათთვის, მითიური თემქის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები:

სრული სახელი: ბილისის ლმავალშენებელი არხანა

საცხოვრებელი ადგილი: თბილისთან ახლოს

სიმბოლო: ძროხა

ოჯახი: გლდანისებრთა :D

საყვარელი ზღაპარი: “კონკია” (ოცნებას უბანი არ დაუნგრევიაო – ნათქვამია)

დადებითი მხარე: ხანდახან რაღაც სასარგებლო თვისებებსაც ამჟღავნებს

უარყოფითი მხარე: სასარგებლო თვისებებს მხოლოდ ხანდახან ამჟღავნებს :D

თემქის მოკლე დახასიათება:

თემქა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, აკრონიმში “” ასოს არსებობის გამო, თბილისს ეკუთვნის. ვიღაცამ ასეთი გაშიფვრა შეიძლება მაინც ეჭვქვეშ დააყენოს, მაგრამ იმხელა არუმენტი ღელავს თემქაზე, თბილისის ზღვის სახით, რომ ყოველგვარი შეკამათების სურვილს გიკარგავს. მოკლედ, თემქა თბილისია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარებით.

თემქაზე ზაფხულში დემოკრატიის სრული ტრიუმფია. აქ შეგიძლია ნახო ჩაცმული ქალები (ქუჩაში), ნახევრად ჩაცმული ქალები (ზღვაზე) და ჩაუცმელი ქალები (მთაზე, ტყეში), ოღონდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩაუცმელი კაცის ყურებაც მოგიწევთ.

თემქის “ღირსშესანიშნაობებიდან” ღირს შესანიშნად სამშობიაროს წინ მდგარი ბაბუის ძეგლი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს (ან ღამეს) ხელიდან აკვანი წაგლიჯეს. (XXI საუკუნეში, აკვანი რომ აღარ არის საჭირო მაგიტომ, თორემ სპილენძის რომ იყო, ეგ რა შუაშია?)

ძეგლებზე გამახსენდა… ტყით შებურული მთის (სადაც უფასო ეროტიკული სპექტაკლები მიმდინარეობს) წვერზე ისეთი მონუმენტური კომპლექსი დგას, ქართველი მომღერლებიდან, ვისაც თემქის მოგნება არ უჭირს, ყველა იქ იღებს კლიპს.

თემქა ღრმა და ჭაობიან ხევით ორ ნაწილადაა გახლეჩილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ თემქებად . ჩვენთვის ის თემქა “გაღმა თემქაა”, იმათთვის ჩვენ ვართ “გაღმა” და გადაწყვეტა ამ ზოგადსაკაცობრიო დავისა, თუ ზუსტად ვინ ვინ არის, საკმაოდ რთულ ფაზაშია შესული.

თემქა უნიკალური წარმონაქმნია გალაქტიკაში. თუ ქალაქში გინდა ცხოვრება – ცუდი ვარიანტი არ არის, თუ სოფელში გინდა – მით უმეტეს, თუ ზაფხულში ზღვა გიყვარს – თბილისის ზღვა ნორმალური ვარიანტია, თუ მთა – არც ეგ არის პრობლემა. მოკლედ, “4 ინ 1″-ს პრინციპი მოქმედებს.

თემქაზე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ ძროხა და ადამიანი. მერე რა, რომ ძაღლია ადამიანის მეგობარი და არა ძროხა. ოღონდ ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს თემქა ძროხების სავანე იყოს და ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების უქონლობას განიცდიდეს.

ამ რამდენიმე წლის წინ თემქის მონუმენტურ კომპლექსზე ებრაელი ტურისტები იყვნენ ამოსულები. ეტყობა სამყაროს შეცნობის დაწყება თემქიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, იმიტომ რომ, სიამოვნებისგან მიბნედილი თვალებით თემქის ხედებს გადასცქეროდნენ და “what a beautiful”-ს გაიძახოდნენ. იმ საწყალ ტურისტებს პარიზი რომ ენახათ, ან ვენეცია, ალბათ შოკურ მდგომარეობაში მყოფები გარდაიცვლებოდნენ

თემქის დევიზია: “ძალა ერთ უბანშია” (ნუ, მართალია, ჩემ გარდა არავინ იცის ჯერ ეგ დევიზი, მაგრამ მაინც)

თემქა ღამისა შოუების იუმორის უშრეტი წყაროა. პარადოქსია, მაგრამ “თემქის” ხსენებაზეც კი ამ გადაცემებში, ყველას ეცინება.

თემქამ იცის დეილ კარნეგის ფრაზა: “მე ვწუწუნებდი იმის გამო, რომ არ მქონდა ფეხსაცმელი, სანამ არ ვნახე კაცი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა”, ამიტომ თემქამ ისიც იცის, რომ გლდანი არსებობს.

თემქამ იცის, რომ ზაფხულში ზღვაზე მთელი თბილისიდან შემოსევაა, მაგრამ ზამთარში მათი უმეტესობა ამბობს იმას, რამაც ამ თემის დაწერა გადამაწყვეტინა.

თემქამ იცის, რომ მთავარი სულიერი სილამაზეა

თემქამ იცის, რომ მე ახლა, ზედმეტად გავაშარჟე მისი არსებობა, მაგრამ ისიც იცის, რომ ამ თემაზე სერიოზულად რაიმეს დაწერა, უკვე ჩემს გაშარჟებას გამოიწვევდა.

დასკვნითი მიმართვა:

პარლამენტის პატივცემულო წევრებო, “GOOGLE EARTH”-ს მაინც თუ დავუჯერებთ, გლდანსა და სან-ზონას შორის არსებობს დასახლება, სადაც “გასართობი პარკების გახსნა” (გლდანი) და მინიმუმ “გზის დაგება” მაინც (სან-ზონა) მოსახლეობაში გულძმარვას ნამდვილად არ გამოიწვევს…

წყარო: humor.blog.ge

P.S. მე მუხიანელი ვარ :D :D

მსგავსი ამბები

Back to top button