არქივი
ყვეალაზე დიდი ბაღი მსოფლიოში
ულამაზეს ქალაქ დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღი გაიხსნა. იგი 72 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გადაჭიმული და დაახლოებით 45 მილიონი ყვავილითაა მორთული.
ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, უამრავი ყვავილი, რომელიც ამჟამად აღნიშნულ ბაღშია წარმოდგენილი აქამდე სპარსეთის სანაპიროზე არასოდეს არ ყოფილა შეტანილი.
ქალაქი დუბაი ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ ყველაზე მაღალი შენობითა აღარაა ცნობილი. ამიერიდან მის ცნობადობის ნუსხას კიდევ ერთი, ეს ულამაზესი და უდიდესი, საოცარი ბაღი შეემატა.