გამოგონებაგასართობისასარგებლო

10 ყველაზე ძვირადღირებული თამაში

e2a80c576761

ისეთი თამაშის შექმნა, რომელიც მილიონობით ადამიანს დააინტერესებს, საკმაოდ ძნელი და რასაკვირველია, ძვირიცაა. ААА კლასის თამაშების საშუალო ბიუჯეტი 20-30 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ეს არაფერია იმ თანხასთან შედარებით, რაც ამ ათეულში შესული თამაშების შექმნაზე დაიხარჯა. მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული თამაშების ათეული.

Killzone 2 – $45 მილიონი, თუმცა, ამბობენ, რომ კომპანია სონიმ “შეამცირა” თამაშის ბიუჯეტი, აქციონერებს თავი რომ არ მოეკლათ =)

Final Fantasy XII – $48 მილიონი – აი რა დაუჯდათ კიდევ ერთი იაპონური კომპანიის აქციონერებს ეს თამაში. თუმცა ხმები დადის, რომ შემდეგი, XII ეპიზდი თითქმის ორჯერ ძვირი დაჯდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის.

L.A. Noire – 50 მილიონი – ეს არის ავსტრალიაში გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული თამაში და ეს იმის მიუხედავად, რომ ასეთი ტიპის თამაშები კენგურუების კონტინენტზე აკრძალულია

APB – ჯერ კიდევ დაუსრულებელი თამაში, რომელიც უკვე 50 მილიონი დაჯდა. დასრულებული კი უფრო ძვირი იქნება.

Halo 3 – კომანია Microsoft-ს “სულ რაღაც” $55 მილიონი დაუჯდა, თუმცა ეს თანხა თამაშმაც ამოიღო და მის სათამაშოდ ნაყიდმა Xbox 360-ებმაც.

Metal Gear Solid 4 – იაპონურ კომპანიებს – Konami-ს და Sony-ს 60 მილიონი და 4 წლიანი შრომა დაუჯდათ, რაც ექსკლუზივისთვის არც ისე ძვირია.

Too Human დაჯდა $60 მილიონი, თუმცა თავიდან კომპანია Silicon Knights გეგმავდა, რომ მაქსიმუმ 30 მილიონი დაეხარჯა. ეს 60 მილიონი კი საკმაოდ დიდი თანხა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თამაშმა საკუთარი თავი ვერ ამოიღო =(

Shenmue, რომელიც პლატფორმა Dreamcast-თვის შეიქმნა, 70 მილიონი დაჯდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა ყველაზე ძვირიარადღირებულ თამაშად. ეს თამაშიც საკმაოდ მწარედ “ჩავარდა”

Gran Turismo 5 – 80 მილიონი და 5 წლიანი შრომა…
და გამარჯვებულიც (ალბათ სურათიდანაც მიხვდით) – Grand Theft Auto 4 – $100 მილიონი დოლარით, 5 წლიანი შრომითა და პირველივე თვეში ხუთმაგად ამოღებული ბიუჯეტით.

წყარო: butterfly.ge :vaime:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close