კულტურა

იმედის კბილნაკლი ხუმრობა

ede46b1a7f47
ალბათ უკვე მთელმა საქართველომ იცის იმედის უაზრო , უკბილო და საზიზღარი ხუმრობის შესახებ! ვინც არ იცის მოკლედ გეტყვით რომ იმედმა გააკეთა “ქრონიკის” სპეციალური გამოშვება რომელშიც ძალიან აღელვებული ჟურნალისტი გვატყობინებდა თავზარდამცემ ამბებს. მისი სიტყვების მიხედვით ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის რამოდენიმ წევრი მოკლულნი იყვნენ ხოლო ჩვენ “უსაყვარლესი” მეზობლის – რუსეთის ტანკები კი უკვე თბილისს მოსდგომოდნენ კარს  :wtf:

ალბათ ზედმეტი იქნება იმის დამატება , რომ მთელი სიუჟეტის განმავლობაში არანაირი მინიშნება არ ყოფილა იმის შესახებ რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო  :ukanali: ჩემს სახლში რაც მოხდა იმის გათვალისწინებით ვიტყვი რომ ამ საღამოს თბილისის და არამარტო საავადმყოფოები რეკორდს დაამყარებენ ერთ დროს მოყვანილი პაციენტების რაოდენობის სიდიდის გამო :matraxi: ალბათ გაინტერესებთ მე რა მინდა. მე მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს ცნობილი ტელეარხის ამ სულელურ და უკბილო ხუმრობაზე?

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13, პუნქტი 5: “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება.
დაიცვეს თუ არა კანონი იმედის ჟურნალისტება, ან რა ბედი ელის ამ კომპანიას უცნობია.

უყურეთ რეპორტაჟს ვიდეო

აქ შეგიძლიათ იხილოთ სტატია ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რა გამოიწვია რეპორტაჟმა ხალხში
ლინკი

ახალი ინფორმაცია ლინკი

სიახლე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს საჩივრებს შესაბამის ორგანოებში წარსადგენად, 13 მარტს ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია (ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია) აღნიშნული გადაცემის შედეგად დაზარალებული პირების შესახებ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]

მსგავსი ამბები

Back to top button