არქივი

ხელები

e0c4b073c77e

უბრალოდ ცოტა რამ  ხელების შესახებ  :  ) 
არც ისე შორეულ წარსულში, ქალის წარმომავლობის დასადგენად, მისი ხელების მდგომარეობა
უმარტივესი საშუალება იყო…
ითვლებოდა, რომ ნაზი, გლუვი და მოვლილი ხელები მხოლოდ მაღალი წრის ქალბატონებს ჰქონდათ
მათი უმრავლესობა კი, ვინც ნაკლები წარმომავლობის იყო და ბევრი შრომა უწევდა, აქერცლილი და
უხეში ხელებით გამოირჩეოდა.
ხელის ჩამორთმევას ფარული მნიშვნელობა აქვს.
როგორც წესი, მამაკაცები ქალებზე ხშირად ესალმებიან ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით.
ამიტომ ნამდვილად იციან, რომ ხელი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, ზოგს – თბილი,
ცხელიც კი, ზოგს – ცივი და ტენიანი.
ამ სხვაობით თურმე ადამიანის ტემპერამენტის გარკვევა შეიძლება.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერთი მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტი,
ადამიანში შეიძლება ქოლერიკის, სანგვინიკის, მელანქოლიკისა და ფლეგმატიკის თვისებები
შერწყმული იყოს.
1. ცხელი და მშრალი ხელები ახასიათებთ სანგვინიკებს. ან შესაძლოა, თქვენი ნაცნობი
ამაღლებულ, გულითად ხასიათზეა. ასეთი ადამიანები მოძრავნი და გულღიები არიან, საუბრის
დროს ენერგიული ჟესტიკულაცია ახასიათებთ.

2. ცხელი და ტენიანი ხელები ქოლერიკებისთვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, თქვენი ნაცნობი
აღგზნებული ან გაღიზიანებულია. ასეთი ადამიანები მძაფრად რეაგირებენ საუბრის დეტალებზე, გაუწონასწორებელნი არიან, შეუძლიათ მკვეთრად ახარხარდნენ და მერე უცებ ანერვიულდნენ.

3. ცივი და მშრალი ხელები ფლეგმატიკების დამახასიათებელია. როგორც წესი, საუბრისას
ფლეგმატიკი ყოველ სიტყვას წონის, ლაპარაკობს ნელა, თითქოს ძალდატანებით. ძალიან ძნელია
მისი მოთმინებიდან გამოყვანა, მუდამ აღუშფოთებელი და გაწონასწორებულია. შესაძლოა, ასეთი
ადამიანი კლასიკური ფლეგმატიკი არც არის, უბრალოდ, მოცემულ მომენტში თქვენ მის ინტერესს
იწვევთ.

4. ცივი და ტენიანი ხელები მელანქოლიკებს აქვთ ხოლმე. შესაძლოა, საუბარში ასეთ ადამიანს
ადვილად ატკინოთ გული, და ის კიდევ დიდხანს იდარდებს ამაზე. მისი რამეზე დაყოლიება ძალიან
ძნელია, ყველანაირად ეცდება უარის თქმას; მოიმიზეზებს, რომ მაინც არაფერი გამოუვა. ასევე
შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც მიესალმეთ, დღეს რაღაცამ გაანერვიულა, ან დათრგუნულია.

მოდით ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ხელებს

თბილი ხელი….
b4d4617c1a59

ცივი ხელი….
99817c9535bc

ხელი ბოროტი
0aa6e190163a

ხელი კეთილი
4c1043ff3d44

ხელი შავი….ხელი თეთრი….
3f8d44a1a166

ხელი მოვლილი.
e80e188bf2e7

ხელი შრომისგან დაღლილი…
d14dd9b0a7a6

ხელი შენი,ხელი სხვისი…
3e87a8c0daf9

ხელი რომელსაც ჩაებღაუჭები…
f18702f76667

და ხელი რომლის გაშვებაც არ გინდა..
20efe729c0ed

წყარო:  www.neverland.ge, www.deviantart.com  & me

მსგავსი ამბები

Back to top button