არქივი

საფრანგეთის საიდუმლო მასალები

05f145b8c22e
2007 წლის 22 მარტს გამოცხადდა,რომ საფრანგეთი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა,რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის მთელ თავის არქივებს,სადაც დაფიქსირებულია ინფორმაცია 50 წლის მანძილზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ

ეს კი 1650 ფაილია ანუ 10000 ნაბეჭდი გვერდი.

7980a8bbf21d

გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ ტულუზაში მდებარე კოსმოსურ
გამოკვლევათ ეროვნული ცენტრის სერვერი ”დაიწვა”.აღადგინეს,მაგრამ
მომდევნო დღეებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საჭირო საიტზე შე-
სვლა.

5566ba86bb11

მიუხედავად ამისა,მცირე ინფორმაციის მიღება მაინც მოხერხდა.თურმე
ამო_ს გამოჩენა პირველად დაფიქსირდა 1937 წელს.ერთ-ერთი ყველაზე
გასაოცარი და სარწმუნო შემთხვევა კი მომხდარა 1976 წლის 29 აგვისტოს,
საფრანგეთის ერთ სოფელში.

13 და 9 წლის და_ძმა სოფლის განაპირა ძროხებს ნწყემსავდა.ბიჭმა დაინახა
”ოთხი დაბალი,შავი არსება”.

როცა არსებებმა შენიშნეს ,გვაკვირდებიანო,აფორიაქდნენ და მაშინვე ”ჩაყ-
ვინთეს” თავებით 4,5 მ დიამეტრის სფეროში,რომელიც მინდვრის თავზე ეკიდა.
ის იყო,სფერომ მაღლა ასვლა დაიწყო,ერთ-ერთმა მათგანმა”ამოყვინთა”,მიწაზე
დაეშვა,რაღაც აიღო და უკანვე დაბრუნდა.

სფერო ნელ-ნელა,უხმაუროდ და სპირალისებურად აფრინდა,შემდეგ ნათე-
ბაც დაიწყო.ნათება მატულობდა,სანამ ობიექტი თვალთახედვის არედან არ
გაქრა.”სფეროს აფრენის შემდეგ ჰაერში გოგირდის სუნი დადგა.”ბავშვები სწ-
რაფად გაიქცნენ შინდა და მამას ტირილით უამბეს ყველაფერი.ამ უკანასკნე-
ლმა პოლიციას აცნობა.პოლიციამ დააფიქსირა იმ ადგილას გოგირდის სუნი

eb5e149334d8

1961 წელს ამო გამოჩდა და დაეშვა ტრანს-ან-პროვანსის მახლობლად.

თავის ნაკვეთში მომუშავე მამაკცმა ჯერ უცნაური ხმა გაიგონა,შემდეგ კი მფრ-ინავი ობიექტი დაინახა.თვითმხილველის შეფასებით ტყვიისფერი ამო-ს დია-მეტრი 2.5 მ იყო.დაშვების შემდეგ მალევე აფრინდა და დამწვრის კვალი დატ-ოვა.
ამო_ს შემსწავლელმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილას აიღოს ნიადაგის სინ-ჯები,
მცენარეებში ბიოლოგიური ცვლილებები აღმოჩდა.ექსპერტებმა განსაზ-ღვრეს
რომ ამო რამდენიმე ასეუ კგ_ს იწონიდა.

770fe756d837

ამოუცნობ ფენომენთა შორის დასახელებულია 1994 წლის შემთხვევა.ნიცი-
დან ლონდონისკენ მიმავალმა თვითფრინავმა პარიზს გადაუფრინა და ეკიპაჟმა
შენიშნა ყავისფერი დისკო ,რომელიც ფორმას იცვლიდა.

da1194de2a70

მრავალი სხვა ქვეყანაც, გარდა საფრანგეთისა,აგროვებს ინფორმაციას ამოუცნობი
ობიექტების თაობაზე,განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი,თუმცა ისინი ამ
მასალას ასაიდუმლოებენ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button