ბრაზილიელი მამაკაცი აპირებს თხაზე დაქორწინებას „ეშმაკის“ ეკლესიაში
ბრაზილიელი მამაკაცი აპირებს თხაზე დაქორწინებას „ეშმაკის“ ეკლესიაში
პენსიონერმა აპარესიდო კასტალდომ (Aparecido Castaldo) გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა მისი საყვარელი თხა კარმელა (Carmella). რადგანაც არც ერთი ქრისტიანი მღვდელი არ დათანხმდებოდა ჩაეტარებინა მათთვის საქორწილო ცერემონია, ისინი დაქორწინდებიან „ეშმაკის“ (Devil) ეკლესიაში.
ადამიანები ქორწინდებოდნენ თავიანთ საყვარელ ცხოველებზე წარსულშიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქორწინების ცერემონია იყო მხოლოდ სიმბოლური და იმართებოდა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან. ამ შემთხვევაში კი, 74 წლის
აპარესიდო კასტალდომ- ქვრივმა და 8 შვილის მამამ გადაწყვიტა დაქორწინებულიყო თავის თხა-კარმელაზე ეკლესიაში. სამწუხაროდ, არც ერთი ეკლესია, რომელსაც მან მიმართა თავისი უჩვეულო თხოვნით, არ სურდა ჩაეტარებინა რიტუალი; ასე რომ, საბოლოო ჯამში, აპარესიდო კასტალდო დაუკავშირდა თავის ძველ მეგობარს – Toninho to Diablo-ს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენდა ბრაზილიაში ყველაზე ცნობილი სატანისტებიდან ერთერთს.
ქორწილი დაგეგმილია შუაღამისას, 13 ოქტომბერს და გაიმართება „ეშმაკის“
ეკლესიაში, სან პაულოში (Sao Paulo). „ მხოლოდ ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ეს სიყვარული ადამიანსა და ცხოველს შორის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ცრურწმენები ” – განაცხადა Toninho-მ.
აპარესიდოს შეუყვარდა თავისი თხა ორი წლის წინ, და, როგორც ჩანს, თხა უკვე აღიარებულია „დედინაცვლის” სტატუსით აპარესიდოს რვავე შვილის მიერ, რომლებიც დაესწრებიან ქორწილს !
მიუხედავად იმისა, რომ მათმა მომავალმა ქორწილმა გამოიწვია ბევრი დაპირისპირება საზოგადოებაში, აპარესიდო კასტალდომ განაცხადა, რომ ისინი არ გეგმავენ ფიზიკურ ურთიერთობას, მას მხოლოდ სჭირდებოდა ცხოვრების პარტნიორი და კარმელია იდეალურია ამ როლისათვის !
სიძე-ბატონი აქებს თავის თხას – „თხა არ ლაპარაკობს, არ მთხოვს ფულს, არ დადის მაჭაზიებში და არ შეუძლია დაფეხმძიმება“ – ამდაგვარად კასტალდომ შეაქო თავისი მომავალი მეუღლე. თუმცა თხას აქვს ერთი პრობლემა – ის ცდილობს ყველაფრის ჭამას, რასაც ხედავს, მათ შორისაც კი არ დაენანა თავისი საწორწილო კაბა !!!
ნახეთ ვიდეო:
„ეშმაკის“ ეკლესია, სან პაულოში (Sao Paulo).