არქივი

ჯაზი და ბლუზი

fc3b74e69b12

ამას წინათ აქ გადავხედე ერთ პოსტს და ნუ მკითხველებმა არ იცოდნენ რა იყო ბლუზი ანუ არსი…. მე რავი რა ინფორმაციაც მოვიძიე იმას წარგიდგენთ და იმედია გადაიკითხავთ… საკმაოდ კარგია სხვათაშორის,მართლა… ნუ იმათთვის ვისაც გემოვნებიანი მუსიკა უყვარს და მხოლოდ ერთ სფეროში არაა გაჭედილი

ჯაზი (ინგლ. Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.

ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (ინგლ. Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა…“მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი (ინგლ. Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი (ინგლ. Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი (ინგლ. Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (ინგლ. Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი (ინგლ. Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი – საყვირი – ტრომბონი – კლარნეტი – ფორტეპიანო – გიტარა – კონტრაბასი – ბას გიტარა – დასარტყამები

23b2b6a0b43f
B.B King
b4e69a39ba56
რობერტ ჯონსონი
d287c337a53d
ჯონ ლი ჰუკერი
217a31d4b71f
ძმები ბლუზები
d95ac0d2bad1
მარკუს მილერი
f2f714eb2bb9
მაილს დევისი
f59e5795433c
ერიკ კლეპტონი

ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.

ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს… ეს ბუნებრივია, რადგან “პირველი ბლუზმენები” ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.

ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია.

E7 A7 E7 E7
E |—————-|—————-|—————-|—————-|
B |—————-|—————-|—————-|—————-|
G |—————-|—————-|—————-|—————-|
D |—————-|2—2-4—2-5—2-4—2-|—————-|—————-|
A |2—2-4-2-5-2-4—2-|0—0-0—0-0—0-0—2-|2—2-4—2-5—2-4—2-|2—2-4—2-5—2-4—2-|
E |0—0-0—0-0—0-0—2-|—————-|0—0-0—0-0—0-0—2-|0—0-0—0-0—0-0—2-|

b1dea6fbfbcd

ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან – საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი … და დასარტყამები.

მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ “blue ნოტებს”. რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, “ბრმა ვილი ჯონსონი”, ჰენრი ტომასი და სხვები..

8a465261798d

ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს “ეშმაკის მუსიკას” უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.

c3632a93fdf2

f3c0d5e391a6
ბლუზმენებს ჰქონდათ ესეთი ლეგენდა რომ ის ვინც მივიდოდა გზაჯვარედინზე საჭირო დროს ,რომელიც მდებარეობდა 61_სა და 49-ის გასაყარზე მისისიპის შტატში…. მას შეხვდებოდა პირი (ეშმაკი) რომელთანაც დებდა კონტრაკტს და სწავლობდა ბლუზის დაკვრას უმაღლეს დონეზე. და თუ ის ამ კონტრაკტს დაარღვევდა რაღათქმაუნდა სიკვდილი ელოდა…. ბლუზის ისტორიით პირველი ეშმაკთან კონტრაქტი რობერტ ჯონსონმა დადო

2d3661db2eeb

cedaa0136518

585f10dbe907

წყარო: jazzmena.wordpress.com და ცოტაც მე :ae:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button