ვიდეოებისაკითხავიუცნაური

პოლტერგეისტი

88ced3e2a8bb

პოლტერგეისტი _ ეს არის ტერმინი რომლითაც აღნიშნავენ ამოუცნობ, პარანორმალურ მოვლენებს(ამაზე იდო უკვე პოსტი მაგრამ ეს განსხვავებულია)

რომლებთანაც დაკავშირებულია ხმები, კაკუნი, საგნების თვითნებური გადაადგილება (ან გასროლა), თვითაალება და ა.შ. პოლტერგეისტი, მოჩვენებისგან განსხვევაბით, დაკავშირებულია არა რაიმე ადგილთან, არამედ ადამიანთან _ როგორც წესი, ბავშვთან სქესობრივი მომწოფების პერიოდში. ასეთ ადამიანებს “აგენტებს” ან “ფოკალურ პირებს” უწოდებენ.

პოლტერგეისტს სწავლობენ პარაფსიქოლოგები. პარაფსიქოლოგიას, ოფიციალური მეცნიერებების წარმომადგენლები, როგორც წესი, სკეპტიკურად უყურებენ.

პარაფსიქოლოგების კვლევების თანახმად, პოლტერგეისთი თავს წარმოაჩენს: აკუსტიკურად (ყველანაირი შესაძლო ხმები შენობებში, რომლის წყაროს დადგენაც შეუძლებელია: გუგუნი, ბრახუნი, ხმაური, დარტყმები კედელზე, იატაკზე და ჭერზე, კაწვრის ხმა, ასევე ადამიანის ყვირილის და კვნესს ხმები.), კინემატიკურად (საგნების თვითნებური გადაადგილება, მათი ტელეპორტაცია, კარების ან ფანჯრების მოჯახუნებები, სითხის გაჩენა არსაიდან), თერმულად (საგნების თვითნებური ტემპერატურული ცვლები, მათ შორის შემოყინვამდე ან აალებამდე) და ასევე სხვა მეთოდებითაც _ ზემოქმედება ელექტროობასა და ელექტრონულ მოწყობილობებზე.

რაც შეეხება პოტერგეისტის ადამიანზე ზემოქმედებას, ამ შემთხვევაში პარაფსიქოლოგებს არ გაჩნიათ ერთიანი აზრი. ითვლება, რომ პოლტერგეისტი ადამიანებს არასოდეს აყენებს სერიოზულ ფიზიკურ ზიანს (დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ბინის მფლობელისკენ გასროლილი დანები ჩერდებოდნენ და ვარდებოდნენ ძირს, ისე რომ მიზანს არ აღწევდნენ.), მაგრამ იყო შემთხვევები, გამონაკლისების სახით, როდესაც პოლტერგეისტი ადამიანებს ტკივილს აყენებდა და მათ სხეულებზე იარები და ჩალურჯებები ჩნდებოდა. პარაფსიქოლოგიაში ერთადერთი სახიფათო შემთხვევა, როდესაც პოლტერგეისტმა, თითქოს და, ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ეს შემთხვევა ფენომენის მკვლევარებს შორის დღესაც საკამათო საკითხად რჩება.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ჯილეინ შერვუდი ასახელებს პოლტერგეისტის ჩამოყალიბების 5 მიმდევრობით სტადიას: სენსორული (შეგრძნებების და სუნების დონეზე), კომუნიკაციური (კვნესები, ხმები.), ფიზიკური (შეხებები, ელ. მოწყობილობების ჩართვა–გამორთვა, ფანჯრების, კარების და სხვა ცალკეული ობიექტების მოძრაობა), გააზრებული (საგნების სროლა, შეშინებაზე მიმართული ქმედებები), აგრესიული (ნაკბენები, დარტყმები, კედლებზე სისხლის გაჩენა, მუქარის შემცველი წარწერები). მეხუთე სტადიის მიღწევისას, როცა პოლტერგეისტი აქტუიურბის პიკს აღწევს, ის უეცრად ქრება გარკვეული დროით. შემდეგ, ისევ ჩნდება და ციკლი თავიდან იწყება.

70–იან წლებში პარაფსიქოლოგებმა ალან გოლდმა და ა.დ. კორნელმა ჩაატარეს პოლტერგეისტზე 1800 წლიდან დაგროვილი მასალების კომპიუტერული ანალიზი. ანალიზმა გამოავლინა 64 ფაქტორი, რომელიც საერთო იყო ყველა მოვლენისთვის. შემთხვევების 64%–ში, ადგილი ჰქონდა საგნების გადაადგილებას, 58%–ში _ აქტიურობა ღამის პერიოდში ვლინდებოდა, 48%–ში _ ადგილი ჰქონდა კაკუნს, 24%–ში _ პოლტერგეისტის აქტიურობა წელიწადზე მეტს გრძელდებოდა, 16%–ში _ პოლტერგეისტსა და აგენტს შორის დამყარდა პირდაპირი კონტაქტი.

ერთ–ერთი ყველაზე განთქმული პოლტერგეისტი მე–20 საუკუნეში არის პოლტერგეისი
ბროლი რიქორში, რომელიც 1927 წელს, სახლის მეპატრონის, მღვდელ ჰარი ბულის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ, რაც სახლში მოძღვარი ერიკ სმიტის ოჯახი შევიდა, იქ უცნაური ხმები გაჩნდნენ (მათ შორის ზარების რეკვის ხმებიც), გაჩნდა უცნაური ნათებები და ჩნდებოდნენ მოჩვენებითი ფიგურები _ ძირითადად ცხოველების. სმიტმა “დეილი მირორ”–ის რედაქციას მიმართა ფისიქიკური კვლევების საზოგადოების გამოძახების (ფკს) თხოვნით.1929 წლის 10 ივლისს გაზეთმა მღვდლის სახლში რეპორტიორი მიაგზავნა. შემდგომში გამოქვეყნებულმა სტატიამ დააინტერესა იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ჰარი პრაისი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ამ სახლში ჩატარებული კვლევების წყალობით. მისი ამ სახლში ყოფნის პერიოდში იქ ქვები და ვაზები დაფრინავდნენ, ხოლო ფანჯრებსა და სარკეებზე უცნაური წარწერები ჩნდებოდა.

ე.წ. როზენჰაიმის პოლტერგეისტი, რომელიც ბავარიულ სოფელს როზენჰაიმში მოხდა იურისტ ზიგმუნდ ადამის ოფისში, ისტორიაში იმის წყალობით შევიდა, რომ პირველად დაფიქსირდა ლენტაზე. უცნაური მოვლენები აქ 1967 წელს დაიწყო: შიქი თავისით ინთებოდა და ქრებოდა, უმიზეზოდ რეკდნენ ტელეფონები (როცა ყურმილს იღებდნენ სიჩუმე იყო ყურმილში), ყუთები იღებოდნენ ხა იხურებოდნენ, იღვრებოდა სითხეები. The Deutsche Post–ის ჟურნალისტმა მოიპოვა იმისი მტკიცებულებები, რომ აქ მართლაც ირეკებოდა სატელეფონო ზარი, როდესაც რეალურად არავინ რეკავდა (5 დღის განმავლობაში 600–მდე ზარი დაფიქსირდა). 1967 წლის ოქტომბერში ოთახში უეცრად ყველა ნათურა გასკდა. მოვლენების გამოსაკვლევაად მოსულმა ხანს ბენდერმა და ორმა ფიზიკოსმა მეცნიერმა დაადგინეს, რომ უცნაურობები ხდებოდა მაშინ, როდესაც ახლო–მახლო 19 წლის ანნამარი შნაიდერი იმყოფებოდა (ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე სამუშაოზე აყვანილი მდივანი, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა ძლიერ ფსიქოლოგიურ რყევას და მწვავე ნევროზს განიცდიდა). ბენდერმა მოახერხა ჩაეწერა იმ მომენტი, როდესაც გოგონა შენობაში შემოდის და ნათურები მაშინვე ციმციმს იწყებენ. როგორც კი შნაიდერი შვებულებაში გაუშვეს, შენობაში ყველაფერი დაწყნარდა. შემდგომში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და მეტი პოლტერგეისტის გამოვლინება იმ შენობაში აღარ დაფიქსირებულა.

მე–20 საუკუნის ყველაზე ცნობილი პოლტერგეისტების რიცხვში შედის შემთხვევა ჰოპფგარტენში, ვეიმარში, 1921 წელს, ელიანორა ზიუგუნის (რუმინელი გოგონა, რომელსაც უჩინარი dracu აწამებდა, და რომლის ფენომენსაც პირადად ჰარი პრაისი იკვლევდა) ფენომენი, პოლტერგეისტი ენფილდში (1977) და მაიამიში (მეორე შემთხვევაში მოვლენის მოწმეები გახდნენ პოლიციელი და სკეპტიკოსი ფოკუსნიკი, რომელიც ამ მოვლენის მხილებისთვის მოვიდა და შეშფოთებული იყო ნანახით. ამის შემდეგ მან აღიარა რომ სცდებოდა), “მაკენზის პოლტერგეისტი” (შოტლანდია, ედნიბურგი), ამოუხსნელი აალება კანეტტო დი კარონიაში (2004–2005 წ. სიცილია, იტალია).

მე–19 საუკუნის შუა წლებამდე, პოლტერგეისტის გამოვლინების ყველა შემთხვევას, ეშმაკს აწერდნენ. პოლტერგეისტის პირველ მკვლევარებს შორის იყვნენ ფკს–ის დამაარსებლები:სერ უილიამ ბარეტი დაფრეერიკ მაიერსი. ამ უკანასკნელმა, თავიდანვე აღნიშნა პოლტერგეეისტსა და ოჩვენებას შორის რადიკალური სხვაობა. ფენომენის შესწავლისას საკითხზე მეცნიერულად მიდგომა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარშ დაიწყეს, როდესაც სამუშაოს ნანდორ ფოდორი და ჰარი პრაისი შეუდგნენ.

მე–20 საუკუნის 30–იან წლებში ფსიქოლოგმა და პარაფსიქოლოგმა ნანდორ ფოდორმა წამოაყენა თეორია, რომის თანახმადაც პოლტერგეისტო გამოწვეულია არა “სულების”, არამედ ადამიანის ფსიქიკის მიერ, რომელშიც კონცენტრირებილია ისეთი ძლიერი გრძნობები, როგორებიცაა რისხვა, გაღიზიანება, გაბოროტება). მან პოლტერგეისტზე პირველმა ჩამოაყალიბა წარმოდგენა, როგორც “ავადმყოფური (ან განვითარებადი, მოზარდული) ფსიქიკის “ფსიქიკურ პროექციაზე”, რომელსაც გარეთ გამოჰყავს შინაგანი აგრესია.

მანვე წარმატებით მოახდინა თავისი თეორიის დემონსტრირება, ინგლისში მომხდარი პოლტერგეისტის, გამოძიებით და ანალიზით _ როდესაც ქალი უჩინარი “ვამპირის” თავდასხმის მსხვერპლი გახდა (ტრონტონ–ჰიტი. 1938 წ.)

ფოდორის ერთერთი მიმდევარი უილიამ როლი _ ფსიქიკური კვლევების ფონდის დირექტორი დერემში, ჩრდილოეთ კოროლინის შტატი. 60–იანი წლებიდან მოყოლებული, მან გააანალიზა 116 შეტყობინება პოლტერგეისტის შესახებ (როგორც ძველი, ასევე თანამედროვვე) და აღმოაჩინა ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი საერთო ფაქტორი: “განმეორებაი სპონტანური ფსიქოკინეზი” (recurrent spontaneous psychokinesis, RSPK), რომელიც იწვევს ფიზიკურ ეფექტს, რომელიც არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას. მანდ დაამტკიცა ფოდოროს აზრი იმის თაობაზე, რომ როგორც წესი, პოლტერგეისტის ცენტრში ან ბავშვია, ან მოზარდი, რომელსაც გაუაზრებელი ფსიქოკინეზის მეშვეობით, საშუელება ეძლევა, დაუსჯელად “იძიოს შური” გარშემომყოფებზე. როლის დაკვირვებების თანახმად, “აგენტები” უფრო ხშირად გოგოები არიან: ყველა მათგანი ვერ აცნობიერებს, რომ საგნების გადაადგილებას იწვევენ, მაგრამ ისინი, შინაგანად თითქოს კმაყოფილები არიან იმისგან რაც ხდება.

ანალოგიური შეხედულებები გამოთქვა პარაფსიქოლოგმა კრეიგ ჰემილტონ–პარკერმა, რომელიც თვლიდა “აღწერლი პოლტერგეისტების უმეტესობა, წარმოიქმნება, მოზარდების ირგვლივ, რომლებსაც უბედური ბავშვობა ჰქონდათ”. რაინის სახელობის პარაფსიქოლოგიის კვლევის ინსტიტუტის (Rhine Research Center Institute for Parapsychology) მკვლევარები, ჩრდ. კოროლინის შტატიდან, მივიდნენ დასკვნამდე, იმის შესახებ, რომ პოლტერგეისტის ქმედებები, ფსიქოლოგიური ტრავმის ფიზიკური გამოვლინებაა. მსგავსი თეორიები არ ხსნის იმ ფაქტებს, როდესაც პოლტერგეისტი ფიქსირდება იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ აწუხებთ ფსიქოლოგიური პრობლემები და სახლში არ ჰყავთ ბავშვები ან მოზარდები.

მე–20 საუკუნის მე–2 ნახევარში, მეცნიერები შეეცადნენ მოეძებნათ ამ მოვლენისათვის მეცნიერული განმარტება. ფიზიკოსმა დევიდ ტერნერმა ივარაუდა, რომ პოლტერგეისტი და სფეროსებრი ელვა ერთი ბუნების მქონე მოვლენებია და ანალოგიურ ფიზიკურ ეფექტებს იწვევენ. გაჩნდა ტერმინი “ფსევდო–ფსიქიკური” ფენომენი: მასში იგულისხმება, რომ პოლტერგეისტის გამოვლინებას იწვევს, ჯერჯერობით შეუსწავლელი ფიზიკური ძალები.

პარაფსიქოლოგი უილიამ როლი და ფიზიკოსი ჰელ პატჰოფი დიუკის უნივერსიტეტიდან, თვლიან, რომ აუხსნელი გადაადგილებები შეიძლება გამოწვეული იყოს ე.წ. ნულოვანი წერტილის ველით . ეს იდეა დაწვრილებითაა ჩამოყალიბებულიპოლის წიგნ Unleashed–ში, ნახსენებია დინ რადინის Entangled Minds და მერი ჯონსის Science წიგნებში.

კანადელი გამომგონებელი ჯინ ჰატჩისონი ირწმუნება, რომ ლაბორატორიულ პირობებში შესძლო პოლტერგეისტის ზოგიერთი გამოვლინებების გამეორება (ლევიტაცია, საგნების გაქრობა). თუმცა ეს ყველაფერი არ ხსნის ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ხმები, სიცილი, წარწერები სარკისებრ ზედაპირებზე და აალება.

წყარო: http://zorbeg.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button