არქივი

ა.შ.შ_ს ათი საუკეთესო უნივერსიტეტი

6b5ebacb9af5
საინტერესო ინფორმაციაა სწავლის მოყვარულებისთვის

1.ჰარვარდის უნივერსიტეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწეოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი.

მდებარეობა: Holyoke Center 3rd floor, 1350 Massachusetts Ave.,
Cambridge, MA 02138,

ოფიციალური მისამართი: http://www.harvard.edu/

95f06142f1bd

f88ef4bd5bc3

10e3b1160967

2.პრინსტონის უნივერსიტეტი

პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) მდებარეობს პრინსტონში, ნიუ-ჯერსი და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. პრინსტონი ასევე ერთ-ერთია აივი ლიგის რვა უნივერსიტეტთაგან. დაარსდა როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში, ნიუ-ჯერსი. სკოლამ პრინსტონში გადაინაცვლა 1756 წელს. მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა “პრინსტონის უნივერსიტეტად” 1896 წელს. თავდაპირველად პრესბიტერიანელთა დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.
მდებარეობს რა ვრცელ კამპუსზე ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.

მდებარეობა: Princeton, NJ 08544,
609-258-3000

ოფიციალური მისამართი:http://www.princeton.edu/main/

bc3519fa9a39

4e8b3bb3b59f

9933b163bc13

92af89c75e50

3. იელის უნივერსიტეტი

იელის უნივერსიტეტი (Yale University) — კერძო უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი. დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მარავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.

მდებარეობა: New Haven, CT 06520,
203-432-5775

ოფიციალური მისამართი:http://www.yale.edu/

117e1bc816b3

3eab07f901f0

1aa9350d4dab

c52083c52d32

4.მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT – ”მიტი”) უნივერსიტეტია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, აშშ. მიტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიათა და აკადემიურ განყოფილებათა შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ცნობიერების ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება.

მდებარეობა: 77 Massachusetts Ave., Cambridge, MA 02139,
617-253-1000

ოფიციალური მისამართი:http://web.mit.edu/

8149b5c85489

92abdc9008ff

2a01c9aa8ab5

11743c80ba92

5.სტენფორდის უნივერსიტეტი

ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახ. უნივერსიტეტი’ (Leland Stanford Junior University), შემოკლ. სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) — კერძო დაფინანსების ამერიკული უნივერსიტეტია სტენფორდში, კალიფორნია. სან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში სანტა-კლარას ქაუნთიში ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარე უნივერსიტეტი სილიკონის ხეობის შუაგულშია, გეოგრაფიულიად და ისტორიულადაც.
ვრცელ კამპუსზე განლაგებული უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს საინჟინრო, იურიდიულ, სამედცინო, განათლების, ბიზნესის, ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლებს. სტენფორდს საკუთარი საავადმყოფო აქვს სამედიცინო პრაქტიკისთვის. ის ასევე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში.

მდებარეობა:Stanford, CA 94305, 650-723-2300

ოფიციალური მისამართი:http://www.stanford.edu/

57989df20db2

c9ddee7c234c

f9adc8c47ec9

4afd7f0e9435

6.კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, შემოკლებით კალტექი (California Institute of Technology – Caltech) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი პასადენაში, კალიფორნია, აშშ. უნივერსიტეტის კვლევების ძირითადი მიმართულებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საინჟინრო ტექნოლოგიები. კალტექი ასევე მართავს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიას, ნასა-ს ცენტრს, სადაც მრავალი უპილოტო კოსმოსური ზონდის დამუშავება და აწყობა ხდება. კალტექში მხოლოდ 2100-მდე სტუდენტია (900 საბაკალავრო და 1200 სამაგისტრო), თუმცა მსოფლიოში საუკეთესო ათეულში მოიხსენიება ციტირების ინდექსის, ნობელის პრემიის ლაურეატებისა და ზოგადი საუნივერსიტეტო რანგების მიხედვით.

მდებარეობა:1200 E California Blvd.,
Pasadena, CA 91125,
626-684-8111

ოფიციალური მისამართი:http://www.caltech.edu/

b74dbe098576

53f8879be443

034f8822bfbe

e4f5857b8e7c

7.პენსილვანიის უნივერსიტეტი

პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგ. University of Pennsylvania, მოიხსენიება, როგორც პენი (Penn) ან იუპენი (UPenn)) კერძო, არასექტარული კვლევითი უნივერსიტეტია ფილადელფიაში, პენსილვანია. დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს. სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი განათლების დაწესებულება და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.
პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.
პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, იურისპრუდენცია, მედიცინა, განათლება, ინჟინერინგი და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდესი ფონდების მომზიდია. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.

მდებარეობა:3451 Walnut St.,
Philadelphia, PA 19104,
251-898-5000

ოფიციალური მისამართი:http://www.upenn.edu/

c48b8ad07a67

0f45233e934b

f21443449929

315d1797c148

8.კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტი (ინგ. Columbia University) კერძო უნივერსიტეტია მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში ზემო მანჰეტენზე, ჰარლემთან, ნიუ-იორკი. დაფუძნდა 1754 წელს, როგორც კინგის კოლეჯი, და სიძველით მე-5 ქარტია მინიჭებული უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. ადრეულ წლებში აქ სწავლობდნენ ალექსანდერ ჰამილტონი, ჯონ ჯეი და რობერტ ლივინგსტონი.
უნივერსიტეტი აივი ლიგის წევრია. მისი იურიდიული სახელია კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში. უნივერსიტეტის საბაკალავრო სკოლებია: კოლუმბიის კოლეჯი, ფუს ფონდის საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერების სკოლა, საერთო სწავლების სკოლა. უნივერსიტეტს საფილიალო კავშირები აქვს ბარნარდის კოლეჯთან (საბაკალავრო ლიბერალურ ხელოვნებათა კოლეჯი ქალთათვის), ტიჩერსის კოლეჯთან, ებრაულ თეოლოგიურ სემინარიასთან და გაერთიანებულ თეოლოგიურ სემინარიასთან. შეთანხმებით ბარნარდისა და ტიჩერსის კოლეჯების კურსდამთავრებულებს დიპლომსა და ხარისხს კოლუმბიის უნივერსიტეტი ანიჭებს.

მდებარეობა:2960 Broadway
New York, NY 10027
Employment Information Center at
(212) 851-1551.

ოფიციალური მისამართი:http://www.columbia.edu/

84758b491790

994d455fc15e

a023bd3d0bfc

15d5a982b830

9.დუკის უნივერსიტეტი

დუკის უნივერსიტეტი-კერძო კვლევითი უნივერსიტეტი განლაგებული ა.შ.შ-ში,შტატი ჩრდილო კაროლინა,ქალაქ დარემში.
დაარსებულია 1838 წელს მეთოდისტებისა და ქვაქერების მიერ. 1924 წელს თამბაქოს მწარმოებელი და მეცენათI ჯეიმს დიუკის მცდელობებით,უნივერსიტეტმა მოიპოვა ახალი სახელი,მისი გარდაცვლილი მამის ვაშინგტონ დიუკის საპატივცემულოდ.
უნივერსიტეტი,სამედიცინო იურიდიული და ბიზნეს სკოლების რეიტინგში არის ა.შ.შ-ს საუკეთესო 11 უნივერსიტეტს შორის

მდებარეობა:Durham, NC 27708, 919-684-8111

ოფიციალური მისამართი:http://www.duke.edu/

6cb33c8742d5

8e9d5bb38efa

3ec2c469be05

ea1270b20054

10.ჩიკაგოს უნივერსიტეტი

ჩიკაგოს უნივერსიტეტი: კერძო უნივერსიტეტი ა.შ.შ-ში დააარსა ჯონ როკფელერმა 1890 წელს.ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი მსოფლიოში.
ამ უნივერსიტეტის ეკუთვნის 75 ნობელის პრემიის ლაურეატი(მესამე ადგილზეა კოლუმბიის უნივერსიტეტის შემდეგ ).
განსაკუთრებით ცნობილები არიან: ჩიკაგოელი ფიზიკოსები,ეკონომისტები,იურისტები და სოციოლოგები.

მდებარეობა:970 East 58th Street, Room 320
Chicago, Illinois 60637
Phone: 773-702-8903
E-mail: [email protected]

ოფიციალური მისამართი:http://www.uchicago.edu/index.shtml

b3f9af1dc136

2a8419fef5d8

79eef8e44f97

248055087e45

წყარო:http://www.univjobs.com/college/ten.html & http://en.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button