ახალი ამბებისაკითხავი

საინტერესო და უცნაური ფაქტები #11

მხოლოდ ფაქტები 

1) ჩინეთში საქორწილო რიტუალის დროს საქმრო და საცოლე ერთმანეთს ჩაის უზღვნიან. ეს ტრადიცია ჩინელების რწმენიდან მოდის. მათი აზრით, ჩაის ბუჩქი გადარგვას ვერ იტანს, ამიტომ ოჯახიც მუდმივი იქნება.

2) ამერიკაში კალიფორნიის შტატში არსებობს საზოგადოება “ჯიმ სმიტი” რომლის ყველა ექვსასივე წევრი ჯიმ სმიტია.

3) 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტმა შეწყვიტა სროლა და საშობაო ჰიმნის სიმღერა დაიწყო. დილას კი გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ხელს ართმევდნენ, ეხვეოდნენ და საჩუქრებსაც კი ჩუქნიდნენ ერთმანეთს.

4) სანტა კლაუსის ცაზე გადაფრენა პირველად ამერიკელმა მწერალმა ირვინგ ვაშინგტონმა აღწერა 1819 წელს.

5) არჩევნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 100% – მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა: 1962 წელის 8 ოქტომბერს კორეაში და 1982 წელს ალბანეთში.

6) იაპონელებს და ქართველებს ერთნაირი ტრადიციული რიტუალი აქვთ: გაზაფხულზე უნაყოფო ხესთან მიდიან და ნაჯახის ქნევით აშინებენ, რომ თუ მოსავალს არ მოიტანს, აუცილებლად მოჭრიან. სხვათა შორის, უმეტეს შემთხვევაში რიტუალს დადებითი შედეგი მოაქვს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close