საკითხავისასარგებლოუცნაური

სინათლის სიჩქარე

fa47cfc3253c

ბევრგან შევხვედრილვართ ამ ორ სიტყვას… ბევრმა მნიშველობა არ იცოდა მაგრამ აღაფრთოვანებდა და უნდოდა გაეგო რა იყო ეს… მოდით გავიგოთ რას ნიშნავს “სინათლის სიჩქარე” ?!…

სინათლის სიჩქარე – ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების ვაკუუმში გავრცელების სიჩქარის აბსოლუტური მნიშვნელობა. ფიზიკაში იგი აღინიშნება ლათინური c ასოთი. სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არ არის დამოკიდებული ათვლის ინერციული სისტემის არჩევაზე. იგი არის ფუნდამენტალური მუდმივა – სიდიდე, რომლითაც ხასიათდება არა მხოლოდ ცალკეული სხეულები, არამედ მთლიანად დროისა და სამყაროს თვისებები.

სინათლის სიჩქარე აბსოლუტური სიდიდეა. ეს არის ფარდობითობის სპეციალური თეორიის ძირითადი დებულება.

სინათლის სიჩქარის ზუსტ მნიშვნელობად მიიჩნევა c = 299 792 458 მ/წმ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 1983 წელს მეტრის ეტალონად მიიღეს მანძილი, რომელსაც სინათლე გადის 1/299 792 458 წამში.

d35c88e3af11

ბუნებაში სინათლის სიჩქარით ვრცელდება:
თვით ხილული სინათლე;
ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვა სახეები (რადიოტალღები, რენტგენის სხივები და სხვა).

de4303672277

სინათლის სიჩქარე ვაკუუმში აღმოჩნდა ზღვრულად მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე ბუნებაში. თანამედროვე წარმოდგენებით არ არსებობს ისეთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც უფრო დიდი სიჩქარით შეუძლია მოძრაობა, ვიდრე სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში. არც ერთ სხეულს ბუნებაში, რომელსაც აქვს უძრაობის მასა, არ შეუძლია განავითაროს სინათლის სიჩქარე, თუმცა შეუძლია ზღვრულად მიუახლოვდეს ამ სიჩქარეს. სინათლის სიჩქარე ტოლია იმ მაქსიმალური სიჩქარისა, რომლითაც გადაეცემა ფიზიკური ზემოქმედება ერთი სხეულიდან სხვა სხეულს.
კაცობრიობის ისტორიის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო ვრცელდება სინათლე მყისიერად, თუ მაქს გავრცელების სასრული სიჩქარე აქვს. ოლე რომერი, რომელიც 17-ე საუკუნეში მოღვაწეობდა, იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც აწარმოებდა რა დაკვირვებებს იუპიტერის თანამაგზავრ იოზე აჩვენა, რომ სინათლე სასრული სიჩქარით ვრცელდება.

სინათლის სიჩქარესთან მიახლოებისას მასა და ენერგია ნელ-ნელა უსასრულო ხდება, დროის სვლა ნელდება, სხეულის ზომები მოძრაობის მიმართულებით მცირდება

სინათლის სიჩქარის გაზომვამ სინათლის ბუნების შესწავლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

…და მაინც, როგორ გაზომეს სინათლის სიჩქარე?
სინათლის სიჩქარის გაზომვა, ისევე, როგორც სინათლის ბუნება, დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობის თემა.

მაგალითად, არისტოტელეს მიაჩნდა, რომ სინათლის სხივი მყისიერად, დროის დაუხარჯავად ვრცელდება წერტილიდან წერტილამდე, წყაროდან – მიმღებამდე.

არც ნიუტონსა და არც ჰიუგენსს, რომლებმაც ყველაზე მეტი შრომა მოახმარეს სინათლის ბუნების დადგენას, არისტოტელეს მოსაზრება არ გაუზიარებიათ.

ერთი შეხედვით, ძნელი არ უნდა ყოფილიყო სინათლის სიჩქარის გამოთვლა, რადგან მისი მოძრაობა თანაბარია და სიჩქარის დასადგენად მანძილისა და დროის ცოდნაა საჭირო, მაგრამ სწორედ ამ ორი საჭირო სიდიდის ზუსტი გაზომვები ქმნიდა სერიოზულ დაბრკოლებას, რაც სინათლის უაღრესად დიდი სიჩქარის მიზეზით იყო შექმნილი.

მიუხედავად სიძნელეებისა, საუკუნეებში რამდენიმე მეცნიერის მიერ ექსპერიმენტული გზით საკმაოდ დიდი სიზუსტით იქნა გაზომილი სინათლის სიჩქარე.

5a1815e1da9b

პირველი მცდელობა ეკუთვნის გამოჩენილ მეცნიერს გალილეო გალილეის (1607 წ).

მსგავსი ამბები

Back to top button