გასართობისაკითხავიუცნაური

ბაბაიაგას დღიურები

753f6825d537
პოსტში არსებული ინფორმაცია შესაძლოა ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ მსოფლმხედველობას. ამ ნაწილში წარმოდგენილია შესავალი სანთლების მაგიაში და ფერების ზოგადი მნიშვნელობა. (სათაურმა არ შეგაშინოთ, ბაბაიგა მე არ ვარ : ))

სანთლების მაგია

ჯერ დავიწყოთ ისტორიით, სანთელი დღესაც და მრავალი წლის წინათაც გამოიყენებოდა გამანათებელ, სიბნელის განმდევნელ საშუალებად. არსებობს სხვადასხვანაირი სანთლები, რომლებიც განსხვავებული მასალისგანაა დამზადებული. გარდა ყოველდღიური ცხოვრებისა, სანთლები გამოიყენებოდა რელიგიური ცერემონიალების დროსაც, ასევე იყენებდნენ დეკორატიულ გასაფორმებლადაც, გვხვდება დაბადების დღის ტორტებზე და ა.შ.

სანთლების დამზადების მასალა და ტექნოლოგია მრავალფეროვანია.   XIX საუკუნის ადრეულ წლებში სანთლებს ჩვეულებრივ საქონლის

ქონისგან ამზადებდნენ. თანამედროვე ყოფაში კი სანთელი უფრო ადვილად კეთდება ცვილისგან. ცვილის სახეობებიც არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული პარაფინია.

სანთლების მაგია არსებობის მრავალ წელს ითვლის. მისი ჩანასახი პალეოლითის ერაშიც კი არსებობდა. მაგიის ეს სახეობა ნამდვილად არაა

სახუმარო და პირიქით, მაგიის ერთ-ერთ ძლიერ სახეს წარმოადგენს.  რიტუალის გაკეთების დროს კი ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ  ეს არ უნდა ჩატარდეს ხმაურიან გარემოში,  იქ სადაც ტელევიზორია, ან რადიო, ან სხვა რამე ამის მსგავსი. ასევე არაა სასურველი ირგვლივ ადამიანები ან ცხოველები დადიოდნენ.  ნებისმიერი სანთელი შეიძლება რიტუალში გამოყენებულ იქნას, ოღონდ ის უნდა იყოს განწმენდილი და რიტუალისთვის შემზადებული.  განწმენდა სანთელს აშორებს ყოველგვარ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც კი აქამდე დაუგროვებია მას. ამასთანავე რიტუალში არ დაიშვება ისეთი სანთლის გამოყენება, რომელიც უკვე ვიხმარეთ სხვადასხვა დანიშნულებით, თუნდაც უბრალოდ ოთახის გასანათებლად.

სანამ მაგები სანთელს გამოიყენებენ მიმართავენ რიტუალისწინა ქმედებას, ეს არის სანთელთან დაახლოვების მცდელობა.  მაგი

ფსიქოლოგიურად უნდა დაუახლოვდეს იმ სანთელს, რომელსაც ცერემონიაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ამ დაახლოვებისთვის კი საჭიროა ხელით შეხება , სანთელზე გადადის მაგის სხეულის ვიბრაცია, მისი სურვილები (ეს არც ისე პატარა პროცესია და მის შესახებ დაწვრილებით სხვა დროს.)

სანთლის ფერები და მათი მნიშვნელობა

711019b177ba


სხვადასხვანაირი სანთლები გამოიყენება სხვადასხვა რიტუალის დროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დავიწყოთ თავიდან.

ფერი: წითელი

მიმართულება: სამხრეთი

ელემენტი: ცეცხლი

ჩაკრა : პირველი (ჩაკრებს ხომ ფერებითაც გამოსახავენ, გადაიკითხეთ პოსტი ჩაკრებზე)

ღვთაება: არესი, ასტარტე, ისისი, მარსი, მთვარის ქალღმერთი.

პლანეტა: მარსი

გავლენა: ენერგია, ჯანმრთელობა, ვნება, ძალა, დაცვა, სექსი, სიძლიერე, სიცოცხლისუნარიანობა.

წითელი ასეთი ფორმის სანთელი (შეხედეთ ზემოთ სურათს) გამოიყენება უმეტესად სასიყვარულო მაგიური რიტუალის შესრულების დროს, აღნიშნავს ვნებას სიყვარულს.

ფერი: ვარდისფერი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ჩაკრა: მეოთხე
ღვთაება: აფროდიტე, ვენერა
პლანეტა: ვენერა
გავლენა: სიყვარული, ემოციები, მეგობრობა, მშვიდობა, ქალურობა.

ფერი: ნარინჯისფერი
მიმართულება: სამხრეთი
ელემენტი: ცეცხლი
ჩაკრა: მეორე
ღვთაება: სპილენძის ქალი
პლენეტა: მერკური
გავლენა: მიზიდულობა, ბიზნესი, კრეატიულობა, წარმატება.

ფერი: ყვითელი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ჩაკრა: მესამე
ღვთაება: ორუნმილა, ოშოში, რა, შაკთი, მზის ღვთაებები.
პლანეტა: მზე
გავლენა: მიზიდულობა, კრეატიულობა, კონფიდენციალურობა, სიბრძნე.

ფერი: მწვანე
მიმართულება: ჩრდილოეთი
ელემენტი: მიწა
ჩაკრა: მეოთხე
ღვთაება: ალაჰი, აფროდიტე, ისისი, ოგუნი, ოსირისი.

პლანეტა: ვენერა

გავლენა: ზრდა, სამკურნალო, ნაყოფიერება, ბედი, აყვავება, წარმატება.

ფერი: ლურჯი
მიმართულება:დასავლეთი
ელემენტი: წყალი
ჩაკრა: მეხუთე
ღვთაება: ანუ, აფროდიტე, ისისი, ვიშნუ, ზევსი.

პლანეტა: იუპიტერი, სატურნი

გავლენა: სიუხვე, ბიზნესი, ოცნება, შენდობა, მეგობრობა, ჰარმონია, შთაგონება, მედიტაცია, მშვიდობა, ფილოსოფია, დაცვა, პოლიტიკა, ძილი, სიმშვიდე, სიბრძნე, სიმდიდრე.

ფერი: ალისფერი
მიმართულება: აღმოსავლეთი
ელემენტი: ჰაერი
ჩაკრა: მეექვსე
ღვთაება: იანსა

პლანეტა: იუპიტერი

გავლენა: ასტრალური მოგზაურობა, მკითხაობა, ძალა, წინასწარმეტყველება, წარმატება, სიბრძნე, საიდუმლოება.

ფერი: შავი

მიმართულება: ჩრდილოეთი

ელემენტი: წყალი

ჩაკრა: პირველი

ღვთაება: ელეგბა, კალი, მთვარის ღვთაებები, ოგუნი, ოსირისი.

პლანეტა: სატურნი

გავლენა: განმდევნელი, მაკავშირებელი, ჩონჩხი, სიკვდილი, ვალები, მკითხაობა, ეგზორციზმი, საიდუმლო, დაცვა, მსხვერპლი, სული, სტაბილურობა, ტრანსფორმაცია, სიმართლე.

ფერი: თეთრი

მიმართულება: აღმოსავლეთი

ელემენტი: ჰაერი

ჩაკრა: მეშვიდე

ღვთაება: აფროდიტე, მთვარის ღვთაებები, დიდი ქალღმერთი.

პლანეტა: მთვარე

გავლენა: განათლება, უმანკოება, გამჭრიახობა, მედიტაცია, მშვიდობა, სიწმინდე.

(თეთრი სანთელი შეგიძლიათ  გამოიყენოთ აქ ჩამოთვლილი ფერებიდან ნებისმიერის შემცვლელად, მას ზიანი არ მოაქვს)

ფერი: ოქროსფერი

მიმართულება: სამხრეთი

ელემენტი: ცეცხლი

ღვთაება: მზის ღვთაებები

პლანეტა: მზე

გავლენა: კარიერა, კოსმიური გავლენა, შინაგანი სიჯანსაღე, ბედი, წარმატება, ფული, მზე.

ფერი: ვერცხლისფერი

მიმართულება: აღმოსავლეთი

ელემენტი: ჰაერი

ღვთაება: მთვარის ქალღმერთები

პლანეტა: მთვარე

გავლენა: მთვარის მაგია, მედიტაცია, სტაბილურობა, ნეგატიურის მოგერიება.

ამ ნაწილში სულ ეს იყოს, შემდეგში უფრო საინტერესო გახდება, შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია არ არ ემსახურება მაგიის გავრცელება-ქადაგებას, არც რელიგიის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად. თუ ამის წაკითხვით მაინც აღშფოთებული დარჩით, შემდეგში აღარ გირჩევთ იგივე სათაურიან პოსტში შემოხედვას.

ბაბაიაგებო ყველა ქვეყნისა შეერთდით : ))

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close