გასართობისასარგებლოუცნაური

უცნაური აფეთქებები

7bd9cc00a7bd
აფეთქებები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი :yes:

5dcc6a54f73e
eaf2c80d8f59
2004 წელს ტაივანის სანაპიროზე 17 მეტრი სიგრძის და 50 ტონა წონის ვეშაპი იპოვეს. ის მაშინვე გამოსაკვლევად წაიყვანეს, თუმცა გზაში გასკდა და ნაწლავები და სისხლი ქუჩაში მიმოიფანტა. მიზეზი სხეულში არსებული გაზების შლა იყო.

79b9f5a5b40d
32 წლის ინდონეზიელი ენდი სუსანტო მშვიდად აბოლებდა, როცა უეცრად სიგარეტი აფეთქდა(!). ამის გამო მან 6 კბილი დაკარგა და 51 ნაკერის დადება მოუწია. სიგარეტის მწარმოებელი ფირმისგან მან კომპენსაციის სახით 535 დოლარი მიიღო. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია და ენდიმ მოწევას თავი დაანება. :yes:

c7de51f8865c
47 წლის კენ სტენბოროუს მისი 11 წლის ქალიშვილის, ელის აიფონი ეჭირა ხელში, როცა უეცრად შენიშნა, რომ ჯერ შიშინი დაიწყო, შემდეგ კი თანდათან გაცხელდა. მან აიპოდი ეზოში მოისროლა და 30 წამში აფეთქდა კიდეც, გარშემო კი 3 მეტრის რადიუსში კვამლი დააყენა. ბატონ სტენბოროუს განცხადებით, კომპანია “Apple” გარკვეული თანხის სანაცლოდ გაჩუმებას სთავაზობდა, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

335727f81297
f67e1ec31055
იაპონიაში ერთ-ერთი კონფერენციის დროს ფირმა “დელის” ლეპტოპი აფეთქდა. მის მფლობელს გაუმართლა, რომ ის მაგიდაზე იდო, მისგან გარკვეული მანძილის დაშორებით. ლეპტოპმა ჯერ კვამლი აუშვა, შემდეგ ცეცხლი წაეკიდა და ამის შემდგომ 5 წუთის განმავლობაში პატარ-პატარა აფეთქებები ერთმანეთს მიყვა.

4466b497711d
53 წლის მამაკაცმა ჯონ ჯენკისმა ძმიმე დამწვრობა მიიღო, როცა პორტატულ საპირფარეშოში შევიდა და სიგარეტს მოუკიდა. საპირფარეშოს თავზე გაზის მილი იყო, რომელიდანაც აირი ჟონავდა. ცეცხლმა აფეთქება გამოიწვია და ჯონს სახე, კისერი, ხელები, მკერდი და ფეხები დაუწვა. მსხვერპლი თავის 35 წლის ცოლთან, რამონასთან ერთად, კომპანიას სასამართლოში უჩივის.

409aa7f8096c
14 წლის ჩინელი ბიჭი სკამზე იჯდა, როდესაც სკამის ასაწევ-დასაწევში ( :lol2: ) მოთავსებული გაზის პატარა ბალონი აფეთქდა, რკინის ერთ-ერთი ნატეხი კი სწორ ნაწლავში შეერჭო და ადგილზე მოკლა.

2306d2d33c93
25 წლის უკრაინელი სტუდენტი-ქიმიკოსი ვლადიმირ ლიხონოსი თავის ოთახში იჯდა და საღეჭ რეზინს ღეჭავდა, როცა უეცრად მისმა მშობლებმა გვერდზე ოთახში გასკდომის ხმა გაიგეს. ისინი ოთახში შევიდნენ და დაინახეს, რომ ვლადიმირს სახის ნახევარი მძიმედ ჰქონდა დაზიანებული, ყბა კი მოგლეჯილი. მას საღეჭი რეზინის ლიმნის წვენში ამოვლება უყვარდა და სავარაუდოდ, ამ საბედისწერო შემთხვევის წინ შეცდომით სხვა წვენში ამოავლო (რომელიც ალბათ დავალებისთვის სჭირდებოდა :yes: ) , შედეგად ის რეაქციაში შევიდა სხვა კომპონენტებთან და აფეთქება გამოიწვია.

d0340b98dc9c
ჩინეთში, გუანჯოუს კომპიუტერების მაღაზიაში ასისტენტმა მამაკაცმა თავის მობილურში ახალი ბატარეა ჩადო, მობილური დატენა და გულის ჯიბეში ჩაიდო, როცა უეცრად აფეთქდა და მფლობელი ადგილზე მოკლა. 2002 წლიდან მოყოლებული ეს ჩინეთში მე-9 შემთხვევაა. ძირითადად მსხვერპლნი ნოკიასა და მოტოროლას მფლობელები არიან. თავად ეს გიგანტი კომპანიები პროდუქციის ტექნიკურ ხარვეზს გამორიცხავენ.

dbe2af777a01
16 წლის ბიჭი აბაზანაში დეზოდორანტით სარგებლობდა, როცა უეცრად ხელში აუფეთქდა. მან თავის გაწევა მოასწრო, თუმცა მაინც დაშავდა. ნატეხებმა აბაზანაში მინები ჩაამსხვრია და ჭერი დააზიანა. თინეიჯერის დედამ შვილის თანატოლებს მოუხმო და უხარისხო დეზოდორანტის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო.

5bee837e9239
გლენ ჯონსონს სარეცხი მანქანა მაშინ აუფეთქდა, როცა სარეცხს ბენზინი ჩაამატა ცხიმიანი ტანისამოსის გასაწმენდად. მისი თქმით, ის 25 წლის მანძილზე იქცეოდა ასე: ჩაყრიდა სარეცხს, დაუმატებდა სარეცხ ფხვნილს, მცირეოდენ ბენზინს და ერთად ხარშავდა. ჯონსონი მექანიკოსია და ეს ხრიკი მამამ ასწავლა. ის ვარაუდობს რომ ამჯერად დოზას გადაამეტა და ამიტომ მიიღო ასეთი შედეგი. ბენზინის ორთქლი სარეცხი მანქანიდან გამოვიდა და ახლოს მდებარე გამათბობელ მოწყობილობასთან მიახლოებისას აფეთქება გამოიწვია.

მსგავსი ამბები

Back to top button