არქივი

ბლუზმენის ცხოვრების აუცილებელი “წესები”

f9fc032b6167

ყველა სასაცილო არ იქნება იმიტომ რომ მაინც ინგლისურიდან გადმოთარგმნილია. ჩვენი და მათი იუმორი განსხვავდება))

1) ბლუზ მუსიკის უმეტესობა იწყება ტექსტით: “ამ დილით გავიღვიძე..”

2)”მე მყავს კარგი ქალი” არ არის ბლუზური სიმღერის კარგი ვარიანტი, თუ ამ წინადადებას რამე ასეთს არ მიუწერ: “მე მყავს კარგი ქალი, ყველაზე უჟმური გამოხედვით”.

3)ბლუზი მარტივია. თუ პირველ სტრიქონს მოიგონებ, შეგიძლია რამოდენიმეჯერ გაიმეორო, სანამ მეორე სტრიქონიც არ მოგივა თავში…

4)ბლუზმენის გადაადგილების საშუალებებია: ფორდი, კადილაკი, ფეხები ან მატარებელი. ბლუზმენი არ დადის ბი-ემ-დაბლიუთი, ვოლვოთი და მერსედესით.

5)თინეიჯერები ვერ იმღერებენ ბლუზს, რადგან ისინი ჯერ არ იხოცებიან. ბლუზისთვის საუკეთესო ასაკი ზრდასრულობაა, ციხეში რომ ჩაგსვამენ, თუ მემფისში კაცს მოკლავ.

6)ბლუზის ადგილი არ არის ოფისში ან სუპერმარკეტში. ბლუზი უნდა იყოს მანქანების სადგომზე ან სანაგვის გვერდზე.

7)საუკეთესო ადგილები ბლუზისთვის:

ა)ტრასა

ბ)ციხე

გ)საერთო საცხოვრებელი

ბლუზის ადგილი არ არის:

ა)სკოლები

ბ)ხელოვნების გალერეები

გ)გოლფის კურსები

8)არავინ არ დაიჯერებს თქვენს ბლუზმენობას, თუ კოსტუმით ივლით.

9)გაქვთ თუ არა ბლუზის სიმღერის უფლება:

დიახ, გაქვთ, თუ:

ა)ჭუჭყზე ბებერი ხართ

ბ)ბრმა ხართ

გ)მოკლული გყავთ ვინმე მემფისში

დ)დაუკმოყოფილებელი ხართ

არ გაქვთ, თუ:

ა)კბილებს ისწორებთ

ბ)ოდესღაც იყავით ბრმა, მაგრამ თვალი აგეხილათ

გ)თუ მემფისში ის კაცი გადარჩა

დ)თუ თქვენ გაქვთ გეგმა სიბერესთან დაკავშირებით და ელოდებით პენსიას

10)ბლუზური სახელები ქალისათვის: სედი, დიდი დედიკო, ბესი, გასიებული ძროხა.

11)ბლუზური სახელები კაცისათვის: ჯო, ვილი, პატარა ვილი, დიდი ვილი, ნებისმიერი სახელი რომლის შემადგენლობაში შედის შტატის ან რომელიმე ქალაქის სახელი

12)ადამიანები, რომლებსაც სახელად ჰქვიათ სიერა, სექვოია ან რეინბოუ, ვერასოდეს გახდებიან ბლუზმენები, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლან მემფისში

13)ბლუზური სახელის შერჩევა ახალბედასთვის:

ა)სახელში აღნიშნეთ ფიზიკური ნაკლი(ბრმა, კოჭლი და ა.შ.)

ბ)სახელს დაუმატეთ რომელიმე ხილი(ლიმონი, კივი, ნესვი ა.შ.)

გ)ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტის გვარი(ჯეფერსონი, ჯონსონი, კლინტონი…)

მაგ: ბრმა ლიმონი ჯეფერსონი, ან კოჭლი კივი ჯონსონი და ა.შ.

14)რაც არ უნდა ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდეთ, თქვენ ვერ გახდებით ბლუზმენი, თუ სახლში კომპიუტერი გაქვთ.

15)თუ თქვენ საბედისწერო ქალს ვერ პოულობთ, ესეიგი იგი თქვენმა საუკეთესო მეგობარმა იპოვა

16)შეყვარებული ყოველთვის გიღალატებს

17)პოლიციელი ბლუზმენის მეგობარი არ არის

წყარო: myguitar.ge

მსგავსი ამბები

Back to top button