TECH & მეცნიერებაკულტურა

USB-მიკროსკოპი Sanyo-გან

c5217d00ec6e
USB-მიკროსკოპი Sanyo-გან

როგორ გავაერთიანოთ სახლში კვლევითი სამუშაოები, კომპიუტერი და ქიმიური და ფიზიკური ლაბორატორიების ინსტრუმენტები? ძალიან მარტივად – უნდა შევიძინოთ მიკროსკოპი პერსონალურ კომპიუტერთან მიერთების ინტერფეისით. კომპანიამ Sanyo წარმოადგინა პროდუქტი სახელწოდებით EEA-MAN1011 – ციფრული მიკროსკოპი, რომელიც კომპიუტერს USB-სარჭით გადასცემს გამოსახულებას. მოწყობილობის ოპტიკას გამოსახულების 15–ჯერ გადიდების შესაძლებლობა აქვს.

მას კომპლექტაციაში აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სურათების გადაღების, გარჩევადობის რეგულირების, გადაღების სიჩქარის და LED-ნათურის განათების მართვის შესაძლებლობას იძლევა. მისი მახასიათებლები პროფესიონალურ ინსტრუმენტებთან შედარებით უკეთესი არ არის, მაგრამ სახლში ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად გამოსადეგია. მიკროსკოპი Windows-თან თავსებადია და ამ მომენტისთვის მხოლოდ იაპონიაში იყიდება $140-ად.
აი სურათებიც
56697b6c5692

9fec71618370

617ba323620b

წყარო:aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button