არქივი

მე-19 საუკუნის ფრანგი მწერლები (ნაწილი მეორე)

center
ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ გაგრძელებას და მოგიყვებით იმ მწერლების შესახებ რომლის შესახებაც უმეტესობამ არ იცის

რომანტიზმი

ონორე დე ბალზაკი-Onore De Balzak (1799-1850)
center

ორონე დე ბალზაკი ერთერთი უდიდესი ფრანგი მწერალია. სტენდალის ნაწარმოების მსგავსად, ბალზაკის შემოქმედება დრამატული სიტუაციების, მოვლენებისა და რომანტიზმის ეპოქის ადამიანთა ხასიათს ასახავს. თუმცა, მის მიერ შექმნილ სამყაროში ადამიანები ადგილს მათი სიახლეების, ავეჯის, ტანსაცმლის, გარეგნობისა და მანერების მიხედვით პოულობენ. ბალზაკი ფრანგული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ უამრავ ასპექტს აღწერს. მის შემოქმედებაში ვხვდებით სიძუნწის, სიხარბის, გაუმაძღრობის, ავხორცობის, პატივმოყვარეობის, სიძულვილის, სიყვარულის, მამაშვილური გრძნობის, სულიერი სიმტკიცის, სიკეთის ვნებათა ღელვას, რაც მის გმირებს მათი მორალური და ფიზიკური სიმახინჯეების მიუხედავად, ხასიათის სიდიადეს ანიჭებს. “ადამიანური კომედია” ბალზაკის უდიდესი მიღწევაა. მასში თითქმის 100 ნოველა და მოთხრობაა გაერთიანებული, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იწერებოდა. “ადამიანური კომედია” ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი შემადგენელი ნაწილია ზნე-ჩვეულებათა ეტიუდები, მეორე კი-ფილოსოფიური ეტიუდები. თავის მხრივ, ზნე-ჩვეულებათა ეტიუდებში შემავალი ნაწარმოებები ქმნიან კერძო, პროვინციულ, პარიზის, სამხედრო, პოლიტიკური და სოფლის ცხვოვრების სცენებს. ბალზაკის ნაწარმოებში აშკარად არის გამოვლენილი ავტორის მდიდარი წარმოსახვა. მისთვის, ასევე, დამახასიათებელია ფილოსოფიური მსჯელობა სოციალურ თუ მორალურ თემებზე, რის გამოც, მოთხრობის მსვლელობა ხშირად ფერხდება. “ადამიანურ კომედიაში” ბალზაკმა მხატვრულად ასახა თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება. წინასიტყვაობაში ბალზაკი აცხადებს, რომ მწერლის დანიშნულება ზოოლოგის მოვალეობას წააგავს, რომელიც აღწერს და ანალიზს უკეთებს ცხოვლეთა სამყაროს. ბალზაკი, თავის მხრივ, რეალისტია ფაქტების დაგროვებაში, სოციალური გარემოსა და ადამიანის ცხოველური ინსტიქტების ასახვაში. ბალზაკის მდიდარი შემოქმედების, წარმატებებისა და მისი რომანების პოპულარობის მიუხედავად, მას მუდმივად ჰქონდა ფინასური პრობლემები. რაც მთავარია, იგი ამ ყველაფერს დიდი ოსტატობით ახერხებს.

უოლტერ სკოტი-Walter Scott (1771-1832)
center
შოტლანდიელი მწერლის უოლტერ (ვალტერ) სკოტის (1771-1832) რომანტიკული ისტორიული რომანები უამრავი ევროპელი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. მათ შორის უნდა აღინიშნოს ვიქტორ ჰიუგო (1802-1885) და ალექსანდე დიუმა-მამა (1802-1870), რომლებმაც სკოტის ტექნიკა და იმ საზოგადოების მოდელის აღსაწერად გამოიყენეს რომელშიდაც თავად ცხვორებდნენ.

ვიქტორ ჰიუგო-Victor Hugo (1802-1885)
center

ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (1931)
center
ეს ნაწარმოები შუა საუკუნეების პარიზს ასახავს. მასში, ასევე, აირეკლება რევოლუციის ცოცხალი შთაბეჭდილება. იგი მოგვითხრობს კვაზიმუდოს და ესმერალდას შესახებ.

“ჰიუგოს საბრალონი” (1862)
center

ეს ნაწარმოები ჰიუგოს ერთ-ერთი ნიშვნელოვანი რომანია, რომელშიც ჰიუგოს დროინდელი საფრანგეთია აღწერილი. ნაწარმოების გმირი ჟან ვალჟანი ადამიანთა მორალური სრულყოფილებისა და კლასთა შერიგების იდეებს ქადაგებს. იგი ადამიანების ინდივიდუალური შესაძლებლობების ჰიუგოსეული რწმენის დემონსტრირებას ახდენს. ჟან ვალჟანის დეგრადაცია, დამცირება და ცოდვების მონანიება ადამიანური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. რომანში გამოყენებულია სხვადასხვა სტილისტური ხერხი და გაზვიადება. მთლიანობაში რომანს ემოციური ფონი გასდევს, რაც ჰიუგოს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია.

ალექსანდრე დიუმა უფროსი-Alexander Duma (1802-1870)
center
ფრანგული ლიტერატურის განვითარებაში ალექსანდრე დიუმას პიესები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომანები, თუმცა მას განსაკუთრებული პოპულარობა სათავგადასავლო ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. “სამი მუშკეტერი” (1844) და “გრაფი მონტე კრისტო” (1844-45).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები სოციალურად და ფილოსოფიურად ნაკლებად მნიშვნელოვანია, მათში გაცოცხლებული ისტორიული გმირების თავგადასავალი მისი თანამედროვე და მომდევნო პერიოდის მკითხველების დიდ ყურადღებას იპყრობდა.

დიუმას ვაჟი, ალექსანდრე დიუმა-შვილი (1824-95) უკანონო შვილი იყო. ამ ფაქტის გამო, იგი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. მამის მსგავსად, ისიც ძირითადად, პიესებს წერდა, თუმცა მის პიესებში გაჟღერებული ქადაგების ტონი თანამედროვე გემოვნებას არ შეეფერება. მას სახელი გაუთქვა რომანმა “ქალი კამელიებით” (1848), რომელიც 1852 წელს პიესად გადააკეთა. მის სიუჟეტზე ჯუზეპე ვერდიმ შექმნა ოპერა “ტრავიატა”. ჰიუგოს, დიუმა-მამის და დიუმა-შვილის შემოქმედება რომანტიზმის ტრადიციებზე რეაქციას წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მათი წინამორბედი მწერლები დრამატულ რომანებში ხშირად მიმართავდნენ რეალისტურ მიდგომას. რეალისტებს სჯეროდათ, რომ თანამედროვე ფრანგული ცხოვრება არა მხოლოდ სცენური ეპიზოდების აღწერით იყო შესაძლებელი, არამედ, თვით გმირები, მათი ხასიათი და საქმიანობა წარმოადგენდა რეალური სამყაროს გამოძახილს.

სტატია შედგენილია ჩემს მიერ

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ. უახლოეს მომავალში მესამე ნაწილსაც შემოგთავაზებთ

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button