შვედეთის ისტორია
მყინვარების დნობის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ნახევარკუნძულის მიწების ათვისება ადამიანმაც დაიწყო. სკანდინავიის პირველი მცხოვრებნი მონადირენი და შემგროვებლები იყვნენ. დასახლება ნახევარკუნძულის სამხრეთიდან დაიწყო, რომელიც შემდგომ რამდენიმე მხარედ დაიყო, მათ შორის კი ყველაზე ძლევამოსილი სველანდი აღმოჩნდა. სამეფო ხელისუფლება მე-14 საუკუნეში გაძლიერდა, რასაც ჩრდილოეთის ქვეყნების კალმარის უნიით გაერთიანება მოჰყვა. კავშირი მომხრეებსა და დანიის ოლდენბურგების დინასტიას შორის ხანგრძლივი ომის შემდეგ დაიშალა, შვედეთის სამეფო ტახტზე კი გუსტავ ვაზა ავიდა.
მე-17 საუკუნეში შვედეთი ევროპაში მნიშვნელოვანი ძალის მქონე სახელმწიფოდ მიიჩნეოდა თავისი გამოცდილი და ეფექტური არმიის წყალობით. მომდევნო ასწლეულში სამეფომ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. რუსეთის დიდი ჩრდილო ომის შემდეგ, 1809 წელს შვედეთმა თავისი აღმოსავლური ტერიტორიები დათმო. მე-19 საუკუნის ინდუსტრიალიზაცია შვედეთში საკმაოდ გვიან დაიწყო. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან პირველი საწარმოები გაჩნდა ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ერიქსონი. პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1921 წელს ხმის მიცემის საყოველთაო უფლების შესახებ კანონი იქნა მიღებული და ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთის სხვა ქვეყნები ფაშისტურ აგრესიას ვერ ასცდნენ (დანია, ნორვეგია). გერმანული ჯარები შევიდნენ საბჭოთა კავშირის ფინეთის ტერიტორიაზეც. ომის შემდგომ, 1950-60-იან წლებში ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი საკითხის რეფორმა გაატარა. ამ დროის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იმ იდეით იკვებებოდა, რომ მშვიდობიანობის პერიოდში ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან, რათა ომიანობისას თავი აარიდოს სხვა სახელმწიფოთა აგრესიას. ამის მიუხედავად, ოდნამ მოგვიანებით, შვედეთის სამხედრო სტრუქტურები მჭიდრო კონტაქტში შევიდა ნატოსთან. 1970-იან წლებში შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით საპრობლემო შეიქმნა ენერგეტიკული საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრენის შემდეგ შვედეთის სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გადაიხედა და ხელისუფლებამ ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოხატა. შვედეთი 1995 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.
ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო – შეიქმნა მე-11 საუკუნეში. 1809 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც მოქმედებდა 1975 წლამდე. ევროპის კავშირის წევრი გახდა 1995 წელს
წყარო:wikipedia.org