არქივი

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი

b75d6e611056

შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები და გავეშუროთ ძვ. წ. 356 — 323 წლებში სადაც ზაფხული ბობოქრობდა…და არამარტო ზაფხული ,ხანა რომელიც მაკედონელის სახელითაა ცნობილი.. :ae: :ae: :ae:

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში.

aa993938a3aa

ბავშვობა
გადმოცემით ალექსანდრემ 10 წლის ასაკში მოათვინიერა ველური ცხენი, რომელიც ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. პლუტარქეს გადმოცემით, ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: “მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო”
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

a8ea788382b1
განათლება
როდესაც ალექსანდრეს 13 წელი შეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ განათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედიცინა, ფილოსოფია, მორალი, რელიგია, ლოგიკა, ხელოვნება.
ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ უთქვამს: “მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს”

მამა – შვილი
როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია,ალექსანდროპოლისი.
პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული კლეოპატარა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიუზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა: “მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ”. ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა: “არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?” ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა: “შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს – ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება – სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო” ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე მამისგან იზოლირებული დარჩა სიკვდილამდე.

გამეფება
ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ თავისი შვილი კლეოპატრა ცოლად შერთო თავისი ყოფილი ცოლის(ოლიმპიადა) ძმას ალექსანდრეს. ქორწილი ქალაქ ეგაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. (ზოგიერთი წყაროთი ეს შეთქმულება ალექსანდრეს დედამ – ოლიმპიადამ მოაწყო). ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

c31702fc6a35

“როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის დაცული იყო ყველა ბერძენის კეთილგანწყობით და რომ მისი უსაფრთხოება არ საჭიროებდა შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება გამოაშკარავდა, ფილიპესთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმის საშუალებით.”
დიოდორუს სიცილიელი აღწერს ფილიპეს სიკვდილს

c403ac082f98

ალექსანდრე მაკედონელმა ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა. იგი 13 წლის განმავლობაში მეფობდა. ამ ხნის მანძილზე მან შესძლო მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის უმეტესი ნაწილის დაიპყრობა, არისტოტელეს მიერ განსწავლულმა შექმნა უდიდესი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი და მცირე აზია.

cccd2911b7ba

ალექსანდრე დიდი მაკედონელი ძვ.წ. 323 წლის 13 ივნისს მალარიით გარდაიცვალა ბაბილონში. მისი გვამი ეგვიპტეში ჩაიტანეს და თვით ალექსანდრეს მიერ აშენებულ ქალაქ ალექსანდრიაში დაკრძალეს

ესეც ასე…. ასე რომ გააკეთეთ ისეთი რამ რითაც ისტორიაში შეხვალთ და წლების მერე ვიღაც წვერებიანი 2 დღის უძინარი ბიჭი ადგება და საიტზე დადებს შენზე პოსტს…. :D 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button