გართობაუცნაური

Codex Gigas

d3f329e7c8d4

ფაქტობრივად ყველაზე დიდი ხელნაწერი წიგნი, რომელიც შემორჩა შუა საუკუნეებიდან… წიგნის ისტორია მართლაც ძალიან საინტერესოა, მას ასევე  მოიხსენიებენ როგორც სატანის ბიბლიას, მაგრამ სინამდვილეში სატანური არაფერი არაა ამ წიგნში იმ მითის გარდა, რომლის მიხედვითაც ეს წიგნი შეიქმნა. მითი მოგვითხრობს რომ მეცამეტე საუკუნის ბენედიქტელმა ბერმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, ეპისკოპოსს სთხოვა ეპატიებინა, სამაგიეროდ კი ის შექმნიდა წიგნს, რომელიც პატივს და დიდებას მოუტანდა მონასტერს. ბერს წინამძღვარმა ერთი ღამე მისცა ამისთვის. ბერმა თავისი სული ეშმაკს მიჰყიდა სხეულის გადარჩენისთვის… ეშმაკის დახმარებით მან შექმნა Codex Gigas და ეშმაკს სათანადო ადგილი მიუჩინა ამ წიგნში, გამოსახა რა იგი მთელ გვერდზე (ნომრით 290) მთელი თავისი სიდიადით.

წიგნი მართლაც რომ გრანდიოზულია. მისი გაბარიტებია: 92 სმ სიგრძე, 50 სმ სიგანე და 22 სმ სისქე. წონით 75 (სამოცდათხუთმეტი) კილოგრამია და დაწერილია ვირის 190 ტყავზე. თავდაპირველად შეიცავდა 640 ფურცელს (თუ შეიძლება ვირის ტყავის პერგამენტს ფურცელი ეწოდოს), აქედან 624 ჩვენამდე კარგადაა შემონახული. რაც ყველაზე გასაოცარია ეს წიგნი დაწერილია ერთი ადამიანის მიერ, ამ წიგნის დაწერას დაახლოებით ოცდახუთწლიანი შრომა დასჭირდებოდა, თუ გავითვალისწინებთ რომ წიგნი იგივე ადამიანის მოხატულია, გაფორმებულია ყოველი გვერდი…  ამ კოლოსალურ სამუშაოს წარმოუდგენლად დიდი ენერგია, დრო და მონდომება ჭირდება…

წიგნი შეიცავს ძველ და ახალ აღთქმას, ისიდორე სევილიელის “ეტიმოლოგია”ს, იოსებ ფლავიუსის “იუდეის ომები”, კოზიმ პრაღელის “ბოჰემიური ქრონიკები”, რამდენიმე სხვადასხვა თემატიკის ტრაქტატს, მაგიურ შელოცვებს და ასე შემდეგ…

საერთოდ ცალკე თემატიკაა ეშმაკის გამოსახულება 290 გვერდზე, აქ ეშმაკი წარმოდგენილია ზუსტად ისე, როგორსაც წარმოიდგენდა უბრალო ბერი შუა საუკუნეებში

f3de0b6b2309

და კიდევ, წიგნი ამ გვერდზეა ყველაზე მეტად გამქრქალებული, მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ წიგნი სულ აქ იყო გადაფურცლული :) ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს

210d0e50a7bf

229a0cf83dfe

235e47d83f21

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.
Back to top button