საკითხავისამხედრო

ჰანიბალი

“ჰანიბალი ბრწყინვალე ტაქტიკოსი გახლდათ. ისტორიას არ ახსოვს კანებთან ბრძოლაში გამოყენებული ტაქტიკაზე უფრო დახვეწილი ნიმუში. ის იყო დიდებული ლოგისტიკასა და სტრატეგიაში. არც ერთ კაპიტანს არ გაულაშქრია თავისზე ასე დიდი და მდიდარი ჯარის წინააღმდეგ უშიშრად და ჭვიანურად” ~ თეოდორ ეიროლტ დოჯი (კართაგანელებსა და რომაელებს შორის ომის ხელოვნების ისტორია)
“სიმართლე ვთქვათ, ღმერთები ერთსა და იმავე კაცს არ აძლევენ ყველაფერს; ჰანიბალ შენ იცი როგორ მოიპოვო გამარჯვება, მაგრამ იცი როგორ გამოიყენო ის?” ~ მაჰარბალი, ჰანიბალის სარდალი.
ჰანიბალის წარმოშობა
დიდ კართაგენელ სარდალს ჰამილკარ ბარკას (ბარკა ნიშნავს ელვას) ძველი წელთაღრიცხვით 246 წელს პირველი „ლომის ბოკვერი“ ჰანიბალი გაუჩნდა. ჰანიბალს ძმები ჰყავდა: ჰასდრუბალი და მაგონი. ჰანიბალს ჰყავდა დაც – ცნობილი, უმშვენიერესი სალამბო – რომელსაც მონების წინამძღოლი, კართაგენის წინააღმდეგ აჯანყებული მათო შეუყვარდა. გუსტავ ფლობერმა ამ სიყვარულზე დიდი რომანი „სალამბო“ დაწერა. ეს ტრაგიკული და ამაღელვებელი სიყვარულია, მათო სიკვდილით დასაჯეს, ხოლო სალამბო ქურუმებმა წარმართულ ტაძარს გადასცეს.

ჰანიბალის გვარი ბარკა „ელვა“ მუდამ ბრძოლით იყო გამორჩეული. ეს ბრძოლები კართაგენისათვის „სამამულოდ“ მაშინ გადაიქცა, როდესაც აპენინის ნახევარკუნძულზე ქალაქი რომი გაძლიერდა და მან ხმელთაშუა ზღვის ბასეინის გაკონტროლება გადაწყვიტა. ასე დაიწყო პირველი პუნიკური ომი.

კართაგენი ნელ-ნელა კარგავდა თავის კოლონიებს. მისი ძლიერების აღდგენა ჰამილკარ ბარკამ გადაწყვიტა. მას განსაკთრებული გეგმა ჰქონდა – რომის განადგურება.

რადგანაც საზღვაო ბრძოლებში მუდამ კართაგენელები იმარჯვებდნენ, რომაელებმა სახმელეთო სტრატეგიიის და ტაქტიკის დახვეწასთან ერთად, კართაგენული ომის მანქანის სამხედრო ხომალდის ხელში ჩაგდება გადაწყვტეს. ისინი ერთხელ თავს დაესხნენ სამხედრო პორტს კართაგენისას და 3 მშვენიერი კართაგენული სამხედრო გემი ხელთ ჩაიგდეს. რომაელმა ხელოსნებმა გემები დაშალეს, გულდაგულ შეისწავლეს და თავადაც დაიწყეს საოცარი კართაგენული ხომალდების მსგავსი ტრირემების აგება. რომაული მახვილი კართაგენს მიუახლოვდა.

229 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ჰამილკარი ბარკა ევროპაში გადავიდა და ესპანეთში შეიჭრა. ამბობენ ჰანიბალის მამას უკვე იმ პერიოდში აღელვებდა მზარდი რომის ძლიერება და მისი ესპანეთში გადასვლა სწორედ რომის საწინააღმდეგი ომის მზადება გახლდათ. 229 წელს ჰამილკარი ილიცეს ალყის დროს უეცრად დაიღუპა. ჯარის სარდლობა მის სიძეს გადაეცა.

ჰანიბალის აღზრდა

ჰამილკარ ბარკას ოჯახში ძველი ბერძენი სწავლულები ხშირად სტუმრობდნენ. მათ შორის სოზილა ლაკედემონელი და სიზერნა ჰანიბალის აღმზრდელებიც იყვნენ. სოზილამ ჰანიბალზე წიგნიც დაწერა, მაგრამ ამ ნაშრომს ისტორიკოსი პოლიბოსი მუდამ უწოდებდა ანეგდოტების კრებულს, მისი მიკერძოებული ხასიათის გამო. შემდგომში უდიდესი სარდლის სკოლა სამხედრო ბანაკი იყო. პირველი მასწავლებლები უხეში ჯარისკაცები გახლდნენ.

ჰანიბალის გამორჩეული უნარები და ნაკლი
ჰანიბალი ღრმად დაეუფლა ბერძნულ ენას, რომელიც მაშინ ინტერნაციონალურ ენას წარმოადგენდა. ახალგაზრდობაში მან რამოდენიმე წიგნიც კი დაწერა ბერძნულად. იგი სხვა ენებსაც თავისუფლად ფლობდა. ჰქონდა ფართი განათლება. მაგრამ იყო კრიტიკულიც. როდესაც იგი ერთხელ ბერძენ ფილოსოფოსს ფორმიონს შეხვდა და მის სამხედრო საქმეებზე მსჯელობას მოუსმინა თქვა : „ცხოვრებაში ბევრ სულელს შევხვედრივარ მაგრამ ასეთი არასოდეს მინახავსო“. 9 წლის ჰანიბალი მამამ ესპანეთის იბერიაში სალაშქროდ წაიყვანა. აქედან მოყოლებული ჰანიბალი ითვისებს სამხედრო ვერაგობას, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი სარდალია. სიტყვის ფასი იცის. მაგრამ ბრძოლაში ხშირად იყენებს სატყუარებს. ჰანიბალი უყვარდათ თავის მეომრებს. არასოდეს მისი მრავალეროვანი ლაშქარი არ აჯანყებულა ჰანიბალის წინააღმდეგ. ჰანიბალი აქებს მეომრებს, იცის მათი სახელები, ესმის მათი აზრები. ამხნევებს მათ. „ჩვენს წინ გაცილებით დიდი ჯარია“, უთხრა ერთხელ მეომარმა სახელად ჰისკონმა ჰანიბალს, რომელმაც იმწამსვე მიუგო – „მაგრამ მათ შორის არცერთს არ ჰქვია ჰისკონი“. იმ ბრძოლაში ჰისკონმა საოცარი გმირობა ჩაიდინა და ჰანიბალმაც გაიმარჯვა ჰისკონის ხელით.

მამამ ჰამილკარ ბარკამ 9 წლის ჰანიბალს ფიცი დაადებინა – რომაელთა მტრად დარჩენილიყო მუდამ. ჰანიბალმა ფიცი იმგვარად შეასრულა, რომ მას შეეწირა კიდეც. „ჰანიბალის ფიცი“ დღესაც სიტყვის ერთგულების მაგალითად ითვლება.

ჰანიბალი მუდამ პირველი ებმებოდა ბრძლაში. ველს უკანასკნელი ტოვებდა. იყო უმკაცრესი. მაგრამ იგი არ ცნობდა სამართალს. არ ეშინოდა ღმერთების. პატივს არ სცემდა თავის რელიგიას. ვერაგობაში იგი თავად წინაპრებს სჯობნიდა. ცნობილი „პუნიკური ვერაგობა“ სწორედ ჰანიბალმა განავითარა. ეს დიდი ნაკლი გახლდათ.

ჰანიბალის ოპოზიციონერი – ჰანონი

კართაგენში ჰანიბალს და მის აგრესიულ პოლიტიკას ოპოზიცია ჰყავდა. მას ჰანონი ხელმძღვანელობდა. ჰანონის აზრით ჰანიბალი დაღუპავდა კართაგენს, ამიტომ იგი რომისათვის უნდა გადაეცათ. ძნელი სათქმელია, მაგრამ იქნებ ჰანონი მართალიც კი იყო?

საოცარი გაბედულება და ნოვაცია – ალპებზე სპილოებით გადასვლა
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არა მარტო ჰანიბალის ლაშქრობებში, არამედ სამყაროს ისტორიაში ეს სპილოებით ალპებზე გადასვლაა. ძველი წელთაღრიცხვის 218 წელს გაზაფხულზე ჰანიბალი 90 000 ქვეითით, 12000 ცხენოსანით და 40 საბრძოლო აფრიკული სპილოთი ესპანეთიდან პირენიის მთებისაკენ დაიძრა. არმიამ გაიარა მთელი საფრანგეთი (გალია), რომელიც მებრძოლი გალებით იყო დასახლებული და პირდაპირ ალპებს მიადგა. აუღებელი კლდეები და ციცაბო ფერდობები სპილოებით და ლაშქრით დაიფარა. ჰანიბალმა უღელტეხილებზე სპილოები ბაწრებით და ჩვენთვის უცხო ტექნოლოგიებით აზიდა. როდესაც ჰანიბალი ალპებიდან იტალიაში ეშვებოდა მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. ჰანიბალმა როგორც დიდმა ლიდერმა შეუძლებელი შეძლო.

მტერბზეც და მოყვარეებზეც ალპების გადალახვამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ არმია განახევრდა. იტალიაში ჰანიბალის ლაშქარი 47000 კაცს მოიცავდა. აქედან პადუსის ველზე პირველ ბრძოლაში 26000 კაცი მივიდა. როდესაც ამ ფაქტს გავიაზრებთ ალბათ მივხვდებით, რომ ის ვინც პადუსთან მივიდა უკვე ჰანიბალის ნამდვილი ჯარისკაცი და უაღრესად ძლიერად მომზადებული მებრძოლი იყო. მათ ზურგს უკან ისეთი საშინელი სკოლა გამოიარეს, რომ რომაელებთან შეხვედრა არაფრად უღირდათ.

ჰანიბალის ბრძოლები

პირველ ბრძოლაში ჰანიბალი ტიცინიუსთან შეება რომაელებს. რომის კონსული დინჯად ცდილობდა შეეკრა რომისაკენ მიმავალი გზები. ჰანიბალი კი მას სწრაფი მოქმედებებით და „ტოტალური ომით“ ამოსუნთქვას არ აცლიდა. ელვისებურმა აფრიკულმა იერიშმა რომის აქამდე უძლეველი არმია გატეხა. კონსული სციპიონი, შემდგომში ჰანიბალის მომრევის სციპიონ აფრიკელის მამა, მძიმედ დაიჭრა. მრავალი რომაელი დაიღუპა. აქედან დასკვნა ასეთია – წრთობის კულმინაციაზე მისული ჯარი, რომელმაც დიდი პრობლემები გადალახა აუცილებლად იმარჯვებს, თუნდაც ძლიერ არმიაზე, რომელიც მას მშვიდად ელოდება.

ტრებია – ჰანიბალი რომაელებს ფეხდაფეხ მიჰყვა. რომაელებიც მოემზადნენ. მდინარე ტრებიასთან რომის ორივე კონსული და მათი ჯარი ჰანიბალს შეება. ჰანიბალის ნუმიდიურმა კავალერიამ უკან დაიხია, რაც შეტყუებისათვის მოხდა. ამ დროს რომაელები ნუმიდიელებს უშიშრად გამოეკიდნენ, მაგრამ საგულდაგულოდ დაგებულ ალყაში მოექცნენ და დამარცხდნენ.

ტრაზმენიუსის ტბა – რომი განახლებული არმიით ძვ.წ. 217 წელს კიდევ შეება ჰანიბალს და კვლავაც საშინლად დამარცხდა. უმეტესი რომაელი მეომარი ტბაში დაიხრჩო. ჰანიბალმა ყველას დაუმტკიცა თავისი სამხედრო მენეჯმენტის უპირატესობა.
რომი ირჩევს დიქტატორს
რომის კანონით დიქტატორის არჩევა გადაწყვიტეს. არჩევანი შეჩერდა მოხუც და გამოცდილ ფაბიუს მაქსიმეზე. მისი მეთაურობით რომის არმია მტერს გაურბოდა. მაქსიმემ არც ერთი ბრძოლა არ გაუმართა ჰანიბალს. დიქტატორს უკმაყოფილო რომაელებმა – კუნტატორი (ზარმაცი,ნელი) შეარქვეს. ფაბიუს მაქსიმეს სტრატეგიამ ჰანიბალი ააღელვა. კართაგენელი მიხვდა თუ რა საშიში იყო ამგვარ ლიდერთან ბრძოლა. ფაბიუს მაქსიმე მელა გახლდათ ხოლო ჰანიბალი შემოჭრილი მგელი. მგელი დაიმშა, მაგრამ რომში ფაბიუს მაქსიმე აღარ აირჩიეს შემდეგი ვადით და მის ადგილას ორი კონსული დაინიშნა. მგელი გადარჩენილი იყო. იგი ცხვრებსა და ბატკნებს სიხარულით აკვირდებოდა.

კანე – რომის დამარცხების სიმბოლო

ახალ კონსულებად რომაელებმა დემოკრატებმა- ვარონი და არისტოკრატებმა ემილიუს პავლე დაადგინეს. ისინი შეთანხმებისამებრ რომის არმიას რიგ-რიგობით სარდლობდნენ. მეტი რა უნდოდა ჰანიბალს. ორი სარდლის ხელში ჩავარდნილი არმია ადვილი დასამარცხებელი იყო. რომის უზარმაზარი არმია 80 000 კაცითა და 6000 ცხენოსნით მდინარესთან დაბანაკდა. კართაგენელები მათზე 2-ჯერ ნაკლბი იყვნენ.
ჰანიბალმა ხერხს მიმართა. მან ბანაკი ღამით აშალა და თითქოსდა ბრძოლის ველიდან „გაიპარა“. დილით რომაელები გამხნევდნენ და კართაგენის ბანაკში შევიდნენ. ის ცარიელი იყო. ვარონი ამბობდა ჰანიბალს ჩვენი ეშინიაო, ემილიუს პავლე კი შიშობდა ეს ყოველივე „პუნიკური ვერაგობა“ არ ყოფილიყო.
ამ დროს რომის ბანაკს ჰანიბალის გამოგზავნილი ნუმიდიური კავალერია მიუახლოვდა, რომელიც სწრაფად უკუიქცა. რომის კონსული ვარონი შეტევას მოითხოვდა. ამ დროს მისი სარდლობის დროც დადგა. ვარონმა რომის არმია ჰანიბალისკენ დაძრა.
ჰანიბალმა არმია კანეს ველზე გადასხა. მან გაითვალისწინა კანეს ველის გეოგრაფიული მდებარეობა. ადრიატიკის ზღვიდან მონაბერი ქარი მტვრის კორიანტელს აყენებდა. კართაგენელები ადრიატიკის ზღვისაკენ ზურგით განლაგდნენ, მათ ქარი ხელს არ უშლიდათ. ამ დროს გამოჩნდა ვარონი და მისი არმია. რომაელ მეომრებს ქარი ქვიშას სახეში და თვალებში აყრიდა. მხედველობა გართულებული იყო.
ბრძოლა დაიწყო. ჰანიბალის „ვერაგული სცენარის“ მიხედვით 500 ნუმიდიელი რომაელებს მიუახლოვდა, მათ იარაღი დაყარეს და რომაელებს „დანებდნენ“. ისინი რომაელებმა ზურგში გადაიყვანეს. ამ დროს ნუმიდიელებმა დამალული ხანჯლები იშიშვლეს და რომაელებს დაერივნენ. ამან რომაელთა შორის დიდი შოკი გამოიწვია.
რადგანაც ჰანიბალის არმია ნახევარმთვარის ფორმით იყო განლაგებული, რომაელებმა ღრმად შეაღწიეს ჰანიბალის ჯარებში, მაგრამ ეს მხოლოდ მახე გახლდათ. კართაგენელებმა რომის არმიას ფლანგებიდან ძლიერად დაარტყეს. რომის არმია ალყაში მოექცა და 86000 კაციდან 48000 დაიღუპა. კანეს ბრძოლაში ჰანიბალის სამხედრო გენია მთლიანად გამოვლინდა. ეხლა მას უკვე რომის აღებაც შეეძლო.
კანეს შემდეგ
რომის არმია აღარ არსებობდა. სენატმა გლოვა გამოაცხადა. რომი სრულ იზოლაციაში მოექცა. კანეს შემდეგ სარდლებმა ჰანიბალს ტრიუმფი მოუწყვეს. ისინი მას გამარჯვებას ულოცავდნენ. ეუბნებოდნენ აღარ დაეყოვნებინა და რომი აეღო. გენერალმა მაჰარბალმა ჰანიბალს უთხრა „მეხუთე დღეს შენ გამარჯვებას კაპიტოლიუმში იზეიმებ“. რომის არსებობას უდიდესი საფრთხე დაუდგა.
რომაელები პანიკაში იყვნენ. მათ ჰანიბალის არმია ელანდებოდათ. მაგრამ მოხდა საოცრება – ჰანიბალმა რომს არ შეუტია. რა იყო ეს არავინ იცის ჰანიბალის გარდა? იქნებ ეს იყო საბოლოო მიზნის მიმართ გარკვეული მოწიწება? ამას უკვე ვერავინ იტყვის. მაგრამ ამაზე პასუხს ისევ მაჰარბალის სიტყვები გაგვცემს: „ჰანიბალო მტრის დამარცხება შეგიძლია, გამარჯვების გამოყენება კი არა“.
ფაბიუს მაქსიმე – რომის კონსული
214 წელს რომმა ფაბიუს მაქსიმე კონსულად აირჩია. იგი ადრე დიქტატორი იყო და კართაგენელ სარდალს მხოლოდ ავიწროებდა. ეხლა მაქსიმე ჰანიბალის წინააღმდეგ იგივე ტაქტიკის გამოყენებას იწყებს. ამ ტაქტიკას ჰქვია „დრო რომის სასარგებლოდ მუშაობს, მთავარია არ შევებათ ჰანიბალს“. ამგვარმა მეთოდმა ნაყოფი გამოიღო. ჰანიბალმა დასუსტება დაიწყო.
ჰანიბალის ლაშქარმა ადრინდელი ეფექტი დაკარგა. გაქრა ჰანიბალის მბრწყინვალება. სწორედ დასუსტებულმა ჰანიბალმა უეცრად გადაწყვიტა რომისათვის შეეტია. ეს უკვე ავანტიურისტული ნაბიჯი გახლდათ. რომი კი მღელვარებამ მოიცვა მაგრამ ჰანიბალს მისი აღება უკვე აღარ შეეძლო. ეს არ იყო კანეს შემდგომი პერიოდი. „ჰანიბალი კართანაა“ გაიძახოდნენ რომაელები. მაგრამ ჰანიბალმა ლაშქარი მოატრიალა და ეტრურიისაკენ გაემართა. იგი ამის შემდეგ „პოკერის მოთამაშეს“ ტაქტიკით იქცევა და მხოლოდ შიშს გვრის მოწინააღმდეგეს. ჰანიბალს დამატებითი ძალა სჭირდება. მაგრამ კართაგენის სენატი და მისი ოპოზიციონერი ჰანონი ვეტოს ადებს ჰანიბალისათვის ახალი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილებას.
ჰანიბალის ძმა – ჰასდრუბალი იტალიაში
საბოლოოდ ბარკიდების პარტიის დიდი მეოხებით, კართაგენის სენატმა კიდევ ერთი ლაშქრობა დააფინანსა და იტალიაში დიდი დაგვიანებით გამოისტუმრა. რომმა თავისი ძლიერება აღიდგინა. რომის ლეგიონები აღიჭურვენ და შეივსნენ. მათ გაიგეს რომ ახალი კართაგენული ჯარი უახლოვდებოდათ. მას ჰანიბალის ძმა ჰასდრუბალი მეთაურობდა. ამ ლაშქარს რომაელებმა დროზე მიუსწრეს, ალყაში მოაქციეს და ჰასდრუბალი მოკლეს. ჰასდრუბალის მოჭრილი თავი ბანაკში გადაუგდეს ძლევამოსილ ჰანიბალს. ძმის თავის დანახვისას კართაგენელმა სარდალმა ანაზდად წამოიძახა – „რომი დაიპყრობს მსოფლიოს“.
ძვ.წ. 204 წელს რომალებმა აფრკაში ლაშქარი გადასხეს
ჰანიბალის იტალიაში ყოფნის მიუხედავად, რომაელებმა თავიანთი ჩვეული სტრატეგიული აზროვნებით საპასუხო ლაშქრობა დაგეგმეს კართაგენის ხელში ჩასაგდებად. მათ ლაშქარს ახალგაზრდა სარდალი – სციპიონი დაუმტკიცეს. გემები დაიძრნენ კართაგენისაკენ. ეს გენიალური ნაბიჯი იყო რომის მხრიდან.
როდესაც ჰანიბალმა რომის ეს ნაბიჯი შეიტყო, საჩქაროდ სამშობლოში დასაბრუნებლად მოემზადა. მთელი არმია გემებზე დააჯინა. ვინც უარი თქვა გამგზავრებაზე, ისინი გაჟლიტა და მათთან ანგარიში ამგავარდ გაასწორა.
ბოლო ბრძოლა რომთან ზამა-ნარაგარა ველზე
14 წლის განშორების შემდეგ ჰანიბალი კართაგენში დაბრუნდა. ქალაქი ღელავდა. წინ რომის არმია იდგა. ყველა ჩუმად ადანაშაულებდა დიდ სარდალს. ნარაგარას ველზე ზამასთან ჰანიბალმა 80 სპილო გამოიყვანა. რომაელები კი მანიპულებად დაეწყვნენ. მათ გაითვალისწინეს სპილოების იერიში და მათ სამოძრაო კორიდორები დაუტოვეს. ამ დროს ჰანიბალს ნუმიდიელებმა უღალატეს. ისინი ეხლა რომის ჯარის საუკეთესო კავალერისტები იყვნენ.
დაიწყო ბოლო ბრძოლა. სპილოები რომის ჯარში შეიჭრნენ. მანიპულებმა მათ სამოძრაო ადგილი მისცეს. სპილოებს გვერდებიდან დააყარეს ისრები და გაველურებული გიგანტები უკან კართაგენის არმიაში დაბრუნდნენ. სპილოებმა თავად არივ-დარიეს კართაგენის არმია. ამ დროს რომის არმიამაც შეუტია კართაგენს. ბრძოლა რომის გამარჯვებით დამთავრდა. კართაგენს არმია აღარ ჰყავდა.
დამარცხებული ჰანიბალის სიტყვები
კართაგენი დამარცხდა. მას ფლოტი და არმია აღარ ჰყავდა. ჰანიბალი კი ამბობდა:“არცერთ დიდ სახელმწიფოს უმოქმედოდ დარჩენა არ შეუძლია. თუ მტერი არა ჰყავს , მაშინ მას სახლში ნახულობს. ძლიერი სხეული როცა მას გარეგანი გამაღიზიანებელი არა ჰყავს ეშვება და საკუთარი სიმძიმისაგან ეცემა“. ჰანიბალმა საკუთარი ქალაქის გადარჩენა მოინდომა.
ჰანიბალის სიკვდილი
ძვ.წ. 196 წელს ჰანიბალი სუფეტად აირჩიეს, ეხლა იგი თითქოს სოფლის მეურნეობაზე და რესპუბლიკურ წყობაზე ფიქრობდა, მაგრამ რომი კართაგენელების ამ არჩევანმა გააცოფა. რომმა თავისი ქოფაკები დაგეშა და კართაგენში გაგზავნა. ამის შედეგად ჰანიბალმა უეცრად დასტოვა კართაგენი. სარდალი გაეპარა რომაელებს, დილით მოედანზე იყო, შუადღისას სასამართლოში და ნავსადგურში, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ანაღვლებდა, ბევრსაც იცინოდა, ყველას ამშვიდებდა, მაგრამ როცა დაღამდა ჰანიბალმა რომაელი მკვლელების მოახლოვება იგრძნო და იგი სირიაში გაიქცა და მის მეფეს რომთან ომის გაგრძელებაზე მოეთათბირა.
მალე ჰანიბალი სწორედ სირიაში შეუდგა ანტირომაული კოალიციის შეკოწოწებას. მაგრამ რომაელებმა მაგნეზიასთან სირიის არმია დაამარცხეს. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სირიის ბედოვლათი მეფე ჰანიბალს არ უჯერებდა და თავის ჯარს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ჰანიბალი კვლავ გაიქცა. იგი ბითინიის მეფესთან გადაბარგდა და მას პერგამოსის ძლიერი ფლოტი დაამარცხებინა.
ამბობენ ბრძოლის წინ კართაგენელმა სარდალმა ბითინიელებს ნაპირზე გადასვლა და გველების შეპყრობა და მათი თიხის დალუქულ ჭურჭელში მოთავსება უბრძანა. ბითინიელებმა სიხარულით შეიპყრეს გველები და დოქებში ჩასვეს. ამგვარად ჰანიბალმა პირველმა დაამზადა „ბიოლოგიური ჭურვები“. როდესაც პერგამოსის დიდი ფლოტი ბითინიის ფლოტს ნავსადგურში შეუვარდა და ბითინიელების განადგურება დაიწყო, ჰანიბალმა „ბიოლოგიური ჭურვების“ სროლა ბრძანა. პერგამოსის ფლოტის მეომრები დააბნია მათ გემბანზე გველების დიდი რაოდენობით სრიალმა. პერგამოსის ფლოტი ორ ცეცხლს ქვეშ მოექცა და დამარცხდა. რომაელებს ძლიერ გაუკვირდათ მათი მოკავშირე პერგამოსის დამარცხება. მათ კიდევ ერთხელ დაინახეს ჰანიბალის სამხედრო გენია და შეიგრძნეს მისგან მომავალი საფრთხე.
ომის საყოველთაოდ აღიარებული კართაგენელი ექსპერტი ყველგან რომის ინტერესებს ავიწროვებდა და რომმა მისი მოკვლა გადაწყვიტა.
65 წლის ასაკში მყოფ კართაგენელ სარდალს რომაელებმა საკუთარ კოშკში შემოარტყეს ალყა. ჰანიბალმა ტყვეობას სიკვდილი არჩია და ბარკიდების ცნობილი საწამლავი შესვა. ძვ.წ. 182 წელს ჰანიბალის სახით რომის ყველაზე საშიში და დაუძინებელი მტერი აღესრულა.
ტრივია
ამბობენ ჰანიბალი ერთხელ შეხვედრია თავის დამმარცხებელ სარდალს ახალგაზრდა სციპიონ აფრიკელს. ეს შეხვედრა სირიის მეფის კარზე მომხდარა. ჰანიბალმა და სციპიონმა თვალი-თვალში გაუყარეს ერთმანეთს და უეცრად სციპიონმა მეგობრულად გაუღიმა კართაგენელს და მისთვის დამახასიათებელი ზრდილობით მიესალმა ხანშიშესულ რომაელთა მტერს. შემდგომ უკვე დამეგობრებულ სარდლებს შორის ამგვარი საუბარი გამართულა:
– ვის დაასახელებდი მსოფლიოს უდიდეს მთავარსარდლად? ეკითხება სციპიონ აფრიკელი კართაგენელ ლომს.
– ალექსანდრე მაკედონელი არის მსოფლიოს უდიდესი მთავარსარდალი, მან დაიპყრო უსაზღვრო სივრცეები და უმრავლესი ხალხები, რაც მანამდე არავის არ შეძლებია. – თქვა ჩაფიქრებულმა ჰანიბალმა.
– მეორე ადგილას ვის დაასახელებდი? არ ეშვება სციპიონი გამოცდილ აფრიკელ სარდალს.
– მეორე ადგილი ნამდვილად ეკუთვნის ეპირის მეფე პიროსს, რომელიც თავისი გამჭრიახობისა და ენერგიულობის წყალობით ამარცხებდა დიდ არმიებს – ამბობს დინჯად კართაგენელი და სადღაც შორს, სივრცეს გასცქერის.
– მესამე ადგილას ვის დაასახელებდი მეგობარო? სციპიონი ეკითხება ჩაფიქრებულ კართაგენელს, ალბათ თავისი სახელის გაგონებას ლამობს ამ დიდი და „საშიში აფრიკელისაგან“.
– მესამე ადგილი ეკუთვნის ჰანიბალს !!! -ამბობს ჰანიბალი და კვლავ შორეთს გასცქერის.
– კი მაგრამ რას იტყოდი ძმობილო, რომ დაგემარცხებინე ზამასთან, მაშინ შენს თავს რომელ ადგილას დააყენებდი? აგრძელებს სციპიონი.
– მაშინ მე ვიქნებოდი პირველი სარდალი მსოფლიოში- ამ პასუხის შემდეგ ჰანიბალი გადის და სციპიონი ხვდება რომ ზამასთან წაგებით კართაგენელმა ალექსანდრე მაკედონელს დაუთმო პირველობა.
ჰანიბალ ბარკა
(247 ჩ.წ. – 183 ჩ.წ.)
“მე იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ იტალიელების წინააღმდეგ ომი ვაწარმოო, არამედ იტალიელების დასახმარებლად რომის წინააღმდეგ”
“ღმერთს ადამიანისთის არ მიუცია იმაზე დიდი სტიმული გამარჯვებისთვის ვიდრე სიკვდილის ზიზღი”
“ჰანიბალი ბრწყინვალე ტაქტიკოსი გახლდათ. ისტორიას არ ახსოვს კანებთან ბრძოლაში გამოყენებული ტაქტიკაზე უფრო დახვეწილი ნიმუში. ის იყო დიდებული ლოგისტიკასა და სტრატეგიაში. არც ერთ კაპიტანს არ გაულაშქრია თავისზე ასე დიდი და მდიდარი ჯარის წინააღმდეგ უშიშრად და ჭვიანურად” ~ თეოდორ ეიროლტ დოჯი (კართაგანელებსა და რომაელებს შორის ომის ხელოვნების ისტორია)
“სიმართლე ვთქვათ, ღმერთები ერთსა და იმავე კაცს არ აძლევენ ყველაფერს; ჰანიბალ შენ იცი როგორ მოიპოვო გამარჯვება, მაგრამ იცი როგორ გამოიყენო ის?” ~ მაჰარბალი, ჰანიბალის სარდალი

წყარო:  http://management.ge/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close